საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და აღზრდის სფეროში“.
2. 894 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 894. ლიცენზირებადი სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო წესების დარღვევა
მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.“.
3. 2295 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. 239-ე მუხლის 58-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს.
5. 313-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
6. 314-ე მუხლის მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 21 ივლისი.
№3535–რს
დოკუმენტის კომენტარები