საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1306
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 22/06/1987
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1987
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.023
  • Word
1306
22/06/1987
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1987
020.000.000.05.001.000.023
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის

ბრძანებულება

საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 28 მაისის ბრძანებულებასა და „ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს სსრ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 17 ივნისის ბრძანებულებასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421; 1985წ., №5, მუხ. 157; №10, მუხ. 370; 1986წ., №6, მუხ. 140) შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1722 და 1723 მუხლები:

     „მუხლი 1722. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რაც გამოიხატება უცხოელ მოქალაქეებზე გადაკიდებაში მათგან ნივთების შეძენის მიზნით

საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რაც გამოიხატება უცხოელ მოქალაქეებზე გადაკიდებაში მათგან ნივთების შეძენის, გაცვლის ან სხვაგვარი საშუალებით შეძენის მიზნით,

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე, შეძენილი ნივთების კონფისკაციით ან უამისოდ.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორას მანეთამდე, შეძენილი ნივთების კონფისკაციით.

    მუხლი 1723. პროსტიტუცია

პროსტიტუცია,

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორას მანეთამდე.“.

 

2. 27-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცალკეულ სახეობათა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ამაღლების საჭიროებისას საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებით შეიძლება დაწესდეს ჯარიმა მოქალაქეთა მიმართ ორმოცდაათ მანეთამდე და თანამდებობის პირთა მიმართ ას მანეთამდე, ხოლო ანგარებითი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ორას მანეთამდე; სსრ კავშირის საკანონმდებლო აქტებით შეიძლება დაწესდეს ჯარიმა მოქალაქეთა მიმართ ას მანეთამდე და თანამდებობის პირთა მიმართ ორას მანეთამდე, ხოლო ანგარებითი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის და ლოთობასთან ბრძოლის კანონმდებლობის დარღვევისათვის სამას მანეთამდე.“.

3. 161-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 161. უკანონო ოპერაციები უცხოური ვალუტით და საგადასახადო დოკუმენტებით

უკანონო შესყიდვა, გაყიდვა, გაცვლა ან გადახდის საშუალებად გამოყენება მცირე ოდენობის უცხოური ვალუტისა, საგადასახადო დოკუმენტებისა უცხოეთის ვალუტაში ან საბანკო საგადასახადო დოკუმენტებისა მანეთებში, რომლებიც შეძენილია უცხოეთის ვალუტით ასეთ ვალუტად მათი გადაქცევის უფლებით, მათ შორის, ამ ფასეულობებით სპეკულაცია, თუ უკანონო ოპერაციის საგნის ღირებულება არ აღემატება ოცდახუთ მანეთს,

გამოიწვევს დაჯარიმებას ას მანეთამდე, ვალუტისა და საგადასახადო დოკუმენტების კონფისკაციით.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორას მანეთამდე, ვალუტისა და საგადასახდო დოკუმენტების კონფისკაციით.“.

4. 205-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „174-ე მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით „1723, 174-ე მუხლებით“.

5. 209-ე მუხლის:

პირველ ნაწილს სიტყვების „172-ე მუხლის მეორე ნაწილით“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1722“;

მეორე ნაწილის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1722 მუხლით, სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების შინაგან საქმეთა განყოფილებების (სამმართველოების), ტრანსპორტზე შინაგან საქმეთა ორგანოების უფროსებს ან მათ მოადგილეებს, აგრეთვე შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში არსებულ მილიციის განყოფილებათა უფროსებს“.

6. 246-ე მუხლის პირველ პუნქტს სიტყვების „წვრილმანი სპეკულაციის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „პროსტიტუციის“.

7. 295-ე მუხლის მესამე აბზაცს ციფრის „167-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1722“.

 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია

თბილისი,

1987 წლის 22 ივნისი.

№1306XI