დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 604 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/11/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 16/12/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 1791 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1791. სერტიფიცირების სფეროში აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) მიერ გამოცდის ოქმის გაყალბება
ძვირფასი ლითონების სინჯის გასაყალბებლად სერტიფიცირების სფეროში აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) მიერ გამოცდის ოქმის გაყალბება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას იმ საქონელში გადახდილი თანხის ათმაგი ოდენობით, რომელზედაც გაიცა სერტიფიკატი.
ძვირფასი ქვების გასაყალბებლად სერტიფიცირების სფეროში აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) მიერ გამოცდის ოქმის გაყალბება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას იმ საქონელში გადახდილი თანხის სამმაგი ოდენობით, რომელზედაც გაიცა სერტიფიკატი.“.
2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონის (ქალაქის) სასამართლოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421–422, 425–429 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 45-ე–69-ე, 71-ე–86-ე, 88-ე–1002, 103-ე–1051 მუხლებით, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1281, 133-ე–134-ე, 143-ე–146-ე, 1471, 148-ე–1542, 1551, 1553–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე–164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე–167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711–1713, 1723–1738, 174-ე–1744, 1747–175-ე, 176-ე, 1771, 1773–178-ე, 1791–183-ე, 185-ე–1872, 189-ე, 191-ე–192-ე, 195-ე, 1962–1966, 1971 მუხლებით.“.
3. 2291 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. 239-ე მუხლის 244 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 25 ნოემბერი.
№604_IIს
დოკუმენტის კომენტარები