დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2196-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/04/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.018823 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით, ან თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის ამ მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა.“. 2. 24-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ნიშნავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას, ხოლო ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას – სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ამ სახის ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირის მიმართ ან იმ პირის მიმართ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება, მის მიერ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომდევნო დღიდან.“. 3. 38-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 4 თვეს, გარდა ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 574, 63-ე, 66-ე, 662, 664 და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 მუხლით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით და 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 21. ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 574, 63-ე, 66-ე, 662, 664 და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 მუხლით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით და 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 6 თვეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან.“. 4. 401 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის დაინტერესებულ ორგანოდ/თანამდებობის პირად ითვლება ის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო/თანამდებობის პირი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის (მათ შორის, გარემოსათვის მიყენებული ზიანის) ანაზღაურება ან რომლის ბალანსზედაც იმყოფება ან რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად მიადგა ზიანი.“. 5. 49-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ან დაცული ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება“. 6. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 51. მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისა და შენახვის და სამელიორაციო სამუშაოთა ჩაუტარებლობა, აგრეთვე რეკულტივაციის, ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან ნიადაგის დაცვის მიწათმოსარგებლეზე დამოკიდებული სავალდებულო ღონისძიებების განუხორციელებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარის ოდენობით.“. 7. 512 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 512. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება, რაც დაკავშირებული არ არის დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 750 ლარის ოდენობით.“. 8. 515 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 515. მაღალმთიან რეგიონებში იმ სუბალპური და ალპური მცენარეულობის მოპოვება, რომლის საწვავად და სხვა მიზნით მოხმარება აკრძალულია მაღალმთიან რეგიონებში იმ სუბალპური და ალპური მცენარეულობის მოპოვება, რომლის საწვავად და სხვა მიზნით მოხმარება აკრძალულია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.“. 9. 531 და 532 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 531. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მოქცეული, დროებით დაკავებული მიწების დროულად დაუბრუნებლობა 1. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მოქცეული, დროებით დაკავებული მიწების დროულად დაუბრუნებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით. მუხლი 532. მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენება მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენება – გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარის ოდენობით.“. 10. 554 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 554. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა 1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 70 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით.“. 11. 571 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 571. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 1 500 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციით. შენიშვნა: 1. თუ სამართალდარღვევის ობიექტი (მყარი სასარგებლო წიაღისეული) განთავსებულია სატრანსპორტო საშუალებაზე, საქმის განხილვის დასრულებამდე ხდება სატრანსპორტო საშუალების დროებით ჩამორთმევა მასზე განთავსებულ მყარ სასარგებლო წიაღისეულთან ერთად და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება სამართალდამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება სამართალდარღვევის საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმის გადახდის და წიაღით უკანონოდ სარგებლობისათვის დაკისრებული გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტის და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში. 2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტრანსპორტირების განმახორციელებელი ან/და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა ზეპირი მოთხოვნის შემთხვევაში მყარი სასარგებლო წიაღისეულით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, ხოლო საქმის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციის შემთხვევაში – მყარი სასარგებლო წიაღისეული განათავსოს მითითებულ ადგილას. 3. ამ შენიშვნის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილით.“. 12. 573 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: 1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. 2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“. 13. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 59. სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებთან და მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოვალეობათა შეუსრულებლობა გემის ან სხვა მცურავი საშუალების კაპიტნის ან მეთაურთა შემადგენლობაში მყოფი სხვა პირის მიერ სახომალდო დოკუმენტებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებთან ან/და დადგენილი ნორმების გადამეტებით ასეთ ნივთიერებათა შემცველ მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა, აღნიშნულ პირთა მიერ სახომალდო დოკუმენტებში ამ ოპერაციების შესახებ არასწორი ჩანაწერების შეტანა ან შესაბამის თანამდებობის პირთათვის ამ დოკუმენტების წარდგენაზე უკანონოდ უარის თქმა – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.“. 14. 592 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 592. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში მუშაკთა გადამზადების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში დოკუმენტაციის წარმოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეტყობინების მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მონიტორინგის ხელსაწყოების გამოყენების ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 4. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო მუშაკის ან/და სამედიცინო დასხივების დროს პაციენტის დაუსაბუთებელი დასხივება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 5. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული ობიექტის, ბირთვული მასალის, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების ან/და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) უზრუნველყოფის მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 200 ლარის ოდენობით. 6. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გაფართოების შესახებ შეტყობინებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 7. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების დროს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების დარღვევის ან/და რადიაციულ ავარიაზე რეაგირების გეგმის შეუსრულებლობის გამო მოსახლეობის დასხივება ან/და გარემოს დაბინძურება, რასაც არ გამოუწვევია და არც შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 800 ლარის ოდენობით. 8. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გარეშე მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელი წყაროებისადმი (გენერატორებისადმი) მოპყრობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“. 15. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 63. ხე-ტყის დამზადებისას ტყითსარგებლობის წესების დარღვევა 1. საანგარიშო ტყეკაფის დადგენის, ტყეკაფის გამოყოფის, ხე-ტყის ზეზეურად გაცემის, მთავარი სარგებლობის, მოვლითი ჭრისა და სპეციალური ჭრის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების 30-დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“. 16. 64-ე და 641 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 64. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა ან დაზიანება სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების, ტყის სანერგეებსა და პლანტაციებში ნათესების ან ნერგების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შესაძლებელია მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით. მუხლი 641. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება 1. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.“. 17. 66-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე ან სამონადირეო მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და ხე-ტყის კონფისკაციით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და ხე-ტყის კონფისკაციით.“; ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს მუხლის შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: 1. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. 2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“. 18. 662 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: 1. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. 2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“. 19. 664 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: 1. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. 2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“. 20. 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 68. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანება 1. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით. 2. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მდელოების, მინდვრების, ველების, სათიბი ან საძოვარი სავარგულების დაზიანება და ძოვების წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა, ღორი) და 80 ლარის ოდენობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 60 ლარის ოდენობით წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა, ღორი) და 130 ლარის ოდენობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა, ღორი) და 170 ლარის ოდენობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე. 5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 170 ლარის ოდენობით წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა, ღორი) და 240 ლარის ოდენობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.“. 21. 73-ე და 74-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 73. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. მუხლი 74. ტყეებში სამიჯნე ნიშნების მოსპობა და დაზიანება ტყეებში სამიჯნე ნიშნების მოსპობა და დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 70 ლარის ოდენობით.“. 22. 77-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის უქონლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“. 23. 792 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: 1. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. 2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით. 3. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. 4. ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად განმეორებით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“. 24. 794 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: 1. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. 2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“. 25. 795 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: 1. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. 2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“. 26. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 825 მუხლი: „მუხლი 825. პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა 1. პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. შენიშვნა: ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს დამრღვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისაგან.“. 27. 84-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 361, 573, 66-ე, 662, 664, 792, 794, 795 და 86-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 28. 853 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 853. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.“. 29. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 86. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების, ნადირობის წესების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა 1. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. 3. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. 7. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით. 9. ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით თევზჭერა, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით. 10. 100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 500 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ. 11. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. 12. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 13. ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას ნადირობის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტის კონფისკაციით და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ. 14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით. 15. ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე ნადირობისას ნადირობის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით. 16. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით. 17. ნადირობის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-13–მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით. 18. ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 200 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით. 19. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-13–მე-18, მე-20 და 21-ე ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 900 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ. 20. იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით ნადირობა, რომლით ნადირობაც აკრძალულია (გარდა ამ მუხლის მე-13–მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა), – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით. 21. ამ მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 3 წლის ვადით. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მე-13 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაცია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნადირობის განმახორციელებელ პირზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ არ არის გაცემული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. თუ ამ მუხლის მე-13 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნადირობის განმახორციელებელ პირს თან არ აქვს ამ შენიშვნის პირველი ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტი, სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვის დასრულებამდე ჩამოერთმევა ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო მისი დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა ხდება საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს/თანამდებობის პირის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-12 ნაწილებისა) გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ჩამოერთმევა მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები და, თუ მისი/მათი მოპოვების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანი არ არის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შემდგენი ორგანო უფლებამოსილია მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები დადგენილი წესით დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ გაანაწილოს სოციალური მიზნებისათვის, ხოლო თუ მოპოვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტს/ობიექტებს საკვებად უვარგისობის დამადასტურებელი ნიშნები ახასიათებს (შეცვლილი აქვს ჩვეული ფერი ან/და აღენიშნება ჯანსაღი პროდუქციისათვის უჩვეულო, უსიამოვნო სუნი) – დაუყოვნებლივ გაანადგუროს იგი/ისინი დამარხვით ან შესაბამის ინსინერატორში დაწვით. 4. თუ ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს/თანამდებობის პირის საბოლოო გადაწყვეტილებით პირს დაუბრუნდება ჩამორთმეული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები, ეს პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ცხოველთა სამყაროს ობიექტის/ობიექტების ჩამორთმევის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 5. თევზჭერის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. 6. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ამ შენიშვნის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“. 30. 872 და 873 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 872. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევა 1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. მუხლი 873. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ეტიკეტირების წესების დარღვევა 1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ეტიკეტირების წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“. 31. 89-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 89. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა 1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 60 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის, სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 70 ლარის ოდენობით.“. 32. 892 და 893 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 892. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორის მიერ ნებისმიერი მოწყობილობის (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვებისა) შეტანა 1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორის მიერ ნებისმიერი მოწყობილობის (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვებისა) შეტანა – გამოიწვევს დაჯარიმებას 170 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში დაედო ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 220 ლარის ოდენობით. მუხლი 893. დაცულ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ან ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების ნავის გამოყენებით განხორციელება 1. დაცულ ტერიტორიაზე პირის ცეცხლსასროლი იარაღით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან/და გადაადგილება (გარდა იმ ტერიტორიისა, სადაც მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დაშვებულია ნადირობა, ან იმ პირისა, რომელსაც უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი) – გამოიწვევს დაჯარიმებას 270 ლარის ოდენობით, ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 3. დაცულ ტერიტორიაზე (გარდა იმ ტერიტორიისა, სადაც მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დაშვებულია თევზჭერა) პირის ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებით შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების ნავის გამოყენებით განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას 270 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის, მათ შორის, ნავის, კონფისკაციით ან უამისოდ. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის, მათ შორის, ნავის, კონფისკაციით ან უამისოდ.“. 33. 1283 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში ინფორმაციის/მონაცემების ასახვის დადგენილი წესის დარღვევა ან სპეციალური ფირნიშის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა ან სპეციალური ფირნიშის საკონტროლო ფირნიშის დადგენილი წესის ან ვადის დარღვევით წარდგენა ან დაკარგვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით.“. 34. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 791–81-ე, 821, 822, 825, 84-ე–86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1557–15510, 156-ე, 1571–1581, 159-ე, 1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე და 167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6 და მე-8−მე-16 ნაწილებით, 172-ე, 1724–1726, 173-ე, 1734–1737, 1739, 17312 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751, 1752, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791–1793, 180-ე და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით და 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971, 1972 და 1991 მუხლებით.“. საქართველოს 2018 წლის 21 სექტემბრის კანონი №3532 – ვებგვერდი, 26.09.2018წ. 35. 2093 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 55 5, 77 1 და 77 2 მუხლებით, 82 5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და 107 2−107 4 მუხლებით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2−125 4 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−135 4 და 146 1 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150-ე−150 3 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151 1, 151 2 და 152 3 მუხლებით, 153 6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 153 9, 158 3 და 158 4 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“; ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2 1. ამ კოდექსის 82 5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 119 1 მუხლით და 153 6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).“.“; საქართველოს 2018 წლის 21 სექტემბრის კანონი №3532 – ვებგვერდი, 26.09.2018წ. 36. 219-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 153 7, 1538 და 15310−15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155 5 მუხლით, 155 6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 171 5 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და 194-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 82 5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 127 1 მუხლის მე-2 ნაწილით და 129 1, 157-ე, 177 14, 191 1 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“; საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3317 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
ბ) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და 1793 მუხლით, – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირებს.“. 37. 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 222. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და საჯარო სამართლის იურიდიული პირები − ეროვნული სატყეო სააგენტო და დაცული ტერიტორიების სააგენტო 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 571, 58-ე, 581, 583, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–795 მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებისა), 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031 და 1282−1285 მუხლებით და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. 2. ამ კოდექსის 583, 59-ე, 64-ე და 641 მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 854 მუხლით, 86-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-9, მე-13, მე-17 და მე-20 ნაწილებით, 872, 873, 893 და 1282 მუხლებით და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ან თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი. 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით და 51-ე, 512, 515, 63-ე, 64-ე, 66-ე, 71-ე, 73-ე, 74-ე, 86-ე და 1282 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. 4. ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით და 512, 515, 63-ე, 64-ე, 66-ე, 73-ე, 74-ე, 86-ე და 1282 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ან თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი. 5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 531, 532, 554 და 641 მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-10–მე-12 ნაწილებისა) და 89-ე–893 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული მუხლებით/მუხლების ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ან თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“. 38. 239-ე მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 571, 58-ე–59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–795 მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე და 1282–1285 მუხლებით და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“; ბ) 43 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 ნაწილი: „44. ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 51-ე მუხლით, 511 მუხლის პირველი ნაწილით, 512 და 514–52-ე მუხლებით, 531 მუხლის პირველი ნაწილით, 532, 54-ე, 541 და 551 მუხლებით, 554 მუხლის პირველი ნაწილით, 58-ე–581, 583, მე-60, 603, 61-ე და 63-ე–631 მუხლებით, 641 მუხლის პირველი ნაწილით, 65-ე, 66-ე, 661 და 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 721 მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე–74-ე, 76-ე და 851–855 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი–მე-9 და მე-13–21-ე ნაწილებით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილით, 893 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და 104-ე და 1282 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“; გ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ამ კოდექსის 43 1, 43 2, 51 3, 53 3, 55-ე, 55 2 და 55 3 მუხლებით, 82 5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 107 4 მუხლით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 119 1 მუხლით, 127 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 146 1, 148-ე, 150-ე−151-ე, 152-ე და 153 4 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით და 159-ე და 159 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები.“; დ) მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. ამ კოდექსის 66 4 მუხლით, 82 5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 91 2 მუხლით, 91 3 მუხლის პირველი ნაწილით, 127 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 135 2 მუხლის მე-2 ნაწილით და 153-ე, 153 1, 153 5, 155 1−155 3, 155 5, 155 6, 155 9, 155 10, 157-ე, 158-ე, 164-ე, 164 4, 165-ე−165 3, 171 5, 178-ე, 179 3, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოთა უფლებამოსილი პირები.“. საქართველოს 2018 წლის 21 სექტემბრის კანონი №3532 – ვებგვერდი, 26.09.2018წ. 39. 242-ე მუხლის: ა) 41 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42−44 ნაწილები: „42. ამ კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 43. ამ კოდექსის 222-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 44. ამ კოდექსის 222-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.“; ბ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. ამ მუხლის 42–44 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრების ფორმას, მათი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“. 40. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 45-ე, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−56-ე და 57-ე–572 მუხლებით, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 574−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 721−78-ე, 791−81-ე, 822 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−893, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 981, 99-ე, 1001, 1002, 103-ე–104-ე, 1051, 134-ე, 135-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 1461, 148-ე−152-ე, 1522, 1523, 153-ე, 1531, 1533–1536, 154-ე−1542, 156-ე, 1571–158-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 1651, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 1724, 173-ე–1732, 1736, 1737, 1739, 174-ე–1742, 175-ე−1752, 1771, 1778, 1779, 1792, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1971 და 1991 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის 26-ე და 34-ე–36-ე ნაწილებისა და 38-ე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის 26-ე და 34-ე–36-ე ნაწილები და 38-ე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან. |
ქუთაისი, 20 აპრილი 2018 წ. N2196-IIს |
დოკუმენტის კომენტარები