საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 682
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/05/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31/05/1997
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.205
  • Word
682
01/05/1997
პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31/05/1997
020.000.000.05.001.000.205
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს 1735, 1773, 1774, 1775, 1776, 1777 მუხლები:

    „მუხლი 1735. სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებისათვის ხელის შეშლა

სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოსათვის ან თანამდებობის პირისათვის მოვალეობის განხორციელებისას ხელის შეშლა,

გამოიწვევს პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ას ორმოცდაათიდან სამას მინიმალურ ოდენობამდე.“.

    „მუხლი 1773. სტანდარტიზაციის წესების დარღვევა

სახელმწიფო სტანდარტების სავალდებულო მოთხოვნებთან პროდუქციის (მომსახურების) შეუსაბამობა, პროდუქციის (მომსახურების) ნიშანდების წესის დარღვევა ან შესაბამისობის ნიშნის უნებართვოდ გამოყენება,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოცდაათიდან სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ.

სახელმწიფო სტანდარტების სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციის წესების დარღვევა, აგრეთვე სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკურ-ეკონომიკური კლასიფიკატორების გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოცდაათიდან სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.“.

    „მუხლი 1774. პროდუქციის რეალიზაციის (მიწოდების, გაყიდვის), სამუშაოებისა და მომსახურების გაწევის შეჩერების თაობაზე მიწერილობის მოთხოვნების დარღვევა

პროდუქციის რეალიზაციის (მიწოდების, გაყიდვის), სამუშაოებისა და მომსახურების გაწევის შეჩერების თაობაზე მიწერილობის მოთხოვნების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით, პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ.“.

    „მუხლი 1775. სერტიფიკაციის შესახებ დადგენილი ნორმებისა და წესების დარღვევა

სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის რეალიზაცია დადგენილი წესით გაცემული ან აღიარებული შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე, აგრეთვე სარეალიზაციო პროდუქციის თანმხლებ ტექნიკურ დოკუმენტაციაში ამ პროდუქციაზე აუცილებელი ცნობების შეუტანლობა და მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის მიუწოდებლობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ.

იმ პროდუქციის რეალიზაციის შეუჩერებლობა, რომელიც არ პასუხობს სერტიფიკაციის მოთხოვნებს, ვადაგასული ან შეჩერებული (გაუქმებული) სერტიფიკატით სარგებლობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასიდან ორას მინიმალურ ოდენობამდე, პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ.“.

    „მუხლი 1776. სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის რეკლამირების წესების დარღვევა

შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე მ პროდუქციის რეკლამირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას,

გამოიწვევს რეკლამაზე პასუხისმგებელი პირების დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ას ორმოცდაათიდან ორას მინიმალურ ოდენობამდე.“.

    „მუხლი 1777. მეტროლოგიური წესებისა და ნორმების დაუცველობა

გაზომვის საშუალებების დამოწმება და დაკალიბრება საქსტანდარტის ნებართვის გარეშე, ან გაზომვის ისეთი საშუალებების ხმარებაში შემოღება, რომელთაც არ გაუვლია სავალდებულო გამოცდა და არ არის დადასტურებული ტიპის სერტიფიკატით, ან ვადაგასული დამოწმების დამღის გამოყენება, აგრეთვე დამოწმებულ ან გაზომვის ისეთ საშუალებათა გამოყენება, წარმოებიდან და შეკეთებიდან გამოშვება, გაყიდვა, გაქირავება, იმპორტი და საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომლებიც არასწორ ჩვენებას იძლევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ას ორმოცდაათიდან ორას მინიმალურ ოდენობამდე, ამ საგნების (გაზომვის საშუალებათა) კონფისკაციით.

დადგენილი წესით გაცემული ლიცენზიის გარეშე გაზომვის საშუალებათა დამზადება, შეკეთება, გაყიდვა, გაქირავება,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორასი მინიმალური ოდენობით, ამ საგნების კონფისკაციით.“

2. 208-ე მუხლში ციფრის „1734“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1735“, ხოლო ციფრის „1772“ შემდეგ დაემატოს ციფრები „17731777“.

3. 239-ე მუხლს მე-18 ნაწილის შემდეგ დაემატოს ახალი ნაწილი:

„ამ კოდექსის 1735 და 17731777 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქსტანდარტის ან სახელმწიფო მართვის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები“.

4. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილში ციფრი „1772“ შეიცვალოს ციფრით „1777“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 1 მაისი.

№682IIს