საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 759
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.218
759
12/06/1997
პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
020.000.000.05.001.000.218
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 7 მარტის კანონის (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ.,  №003), „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ“ კონვენციასთან შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 30 აპრილის დადგენილების (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ,. №009,  „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება – საქართველოს კანონები, 1996 წ.,  №27-28/4), “სახელმწიფო  ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება – საქართველოს კანონები, 1996 წ., №27-28/4), „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 10 დეკემბრის კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება – საქართველოს კანონები, 1997 წ .,  №1-2/33-34/7/), „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 12 ნოემბრის დადგენილებისა (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება საქართველოს კანონები, 1996 წ., №31-32/6) და „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 დეკემბრის კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება – საქართველოს კანონები, 1997 წ., №1-2/33-34/7/) მიღებასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 491 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 491 ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევა
ცხოველთა სამყაროს ობიექტებით (გარდა კერძო საკუთრებაში დაშვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა) სარგებლობის უფლების თვითნებური დათმობა, აგრეთვე სხვა გარიგებანი, რომლებიც აშკარად თუ ფარულად არღვევენ ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას,–

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან – ოთხმოც ლარამდე.“.

2. მე-7 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი მე-7

ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის დარგში“.

3. კოდექსს დაემატოს 511, 53' და 554 მუხლები:

მუხლი 511 . დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწების არამიზნობრივი გამოყენება

დაცული ტერიტორიების მართვისა და დაცვისათვის უშუალოდ პასუხისმგებელ პირთა მიერ დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწების არა იმ მიზნით გამოყენება, რისთვისაც ისინი გამოიყო, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.“.

მუხლი 531. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მოქცეული, დროებით დაკავებული მიწების დროულად დაუბრუნებლობა

დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მოქცეული, დროებით დაკავებული მიწების დროულად დაუბრუნებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და
საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.“.

მუხლი 554. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა

დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათ ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი რეზერვატის ბირთვის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და
საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ოც ლარამდე.

4. კოდექსიდან ამოღებულ იქნეს 561 და 562 მუხლები.

5. კოდექსს დაემატოს 631, 641 და 671 მუხლები:

მუხლი 631. ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის, აღკვეთილის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილი ზონის, დაცული ლანდშაფტის, ბიოსფერული რეზერვატის ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონის ტერიტორიების ტყის ფონდის მიწებზე არსებულ ტყეებში ტყეკაფის ფონდის გამოყოფის, გამოყენებისა და ტყითსარგებლობის წესების დარღვევა
ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის, აღკვეთილის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილი ზონის, დაცული ლანდშაფტის, ბიოსფერული რეზერვატის ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის
ზონის ტერიტორიების ტყის ფონდის მიწებზე არსებულ ტყეებში ტყეკაფის ფონდის გამოყოფის, გამოყენებისა და ტყითსარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოციდან ოთხმოც ლარამდე.“.

მუხლი 641. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება
დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება, 

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოც ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და
საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სახეობების მიმართ,–
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ოთხმოც ლარამდე.“.

მუხლი 671. ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვისა და აღდგენის ზონებში,
აღკვეთილსა და ბიოსფერული რეზერვატის ბუნების მართვადი დაცვისა (მანიპულაციების) და აღდგენის ზონებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების აღდგენისა და მდგომარეობის გაუმჯობესების წესების დარღვევა

ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვისა და აღდგენის ზონებში, აღკვეთილსა ბიოსფერული რეზერვატის ბუნების მართვადი დაცვისა (მანიპულაციების) და აღდგენის ზონებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების აღდგენისა და მდგომარეობის გაუმჯობესების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ას ორმოცდაათ ლარამდე.“.

6. 68-ე მუხლს დაემატოს მე-2 და მე-3 ნაწილები:

„დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში სათიბი და საძოვარი სავარგულების დაზიანება და ძოვების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათ ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და
საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან სამოც ლარამდე.“.

7. კოდექსს დაემატოს 69-ე, 691, 692, 693, 694 და 695 მუხლები:

„მუხლი 69. გარემოს დაცვის ნორმების დარღვევა

გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ოთხმოც ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა  ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოციდან ას ოც ლარამდე.

მუხლი 691. პრივატიზაციის პროცესში გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევა
პრივატიზაციის პროცესში გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე.

მუხლი 692გარემოსდაცვითი საქმიანობის ლიცენზირების წესის დარღვევა
გარემოსდაცვითი საქმიანობის ლიცენზირების  წესის დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე.

მუხლი 693. გარემოზე მავნე ზემოქმედებისათვის ლიცენზირების წესის დარღვევა
გარემოზე მავნე ზემოქმედებისათვის ლიცენზირების წესის დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ორმოცდაათ ლარამდე.

მუხლი 694. გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევა სამეურნეო ობიექტის ექსპლუატაციაში გადაცემისას

გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევა სამეურნეო ობიექტის ექსპლუატაციაში გადაცემისას,

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.

მუხლი 695. გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევა სამეურნეო ობიექტის ლიკვიდაციისას

გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევა სამეურნეო ობიექტის ლიკვიდაციისას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.“.

8. კოდექსიდან ამოღებულ იქნეს 70-ე მუხლი.

9. 71-ე მუხლს დაემატოს მე-2 და მე-3 ნაწილები:

„დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ტყეების დაზიანება ჩამდინარე წყლებით, ქიმიური ნივთიერებებით, მავნე ამონაფრქვევით, ნაგვითა და
ნარჩენებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათ ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და
საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ას ორმოც ლარამდე“.

10. 79-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 79. გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევა

გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოციდან ოთხმოც ლარამდე.“.

11. კოდექსს დაემატოს 791 და 792 მუხლები:

მუხლი 791. საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე
მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით კანონმდებლობის საფუძველზე მეოთხე კატეგორიას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ხუთას ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც 3 წლის განმავლობაში ასეთივე დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ექვსას ლარამდე.

მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით კანონის საფუძველზე მესამე კატეგორიას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთივე დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.

მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით კანონის საფუძველზე მეორე კატეგორიას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთივე დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე.

მუხლი 792. დამასაბუთებელი დოკუმენტაციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება

გარემოსდაცვით ნებართვაში მითითებული, გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელი ღონისძიებების შესრულების პირობების დარღვევით

მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით კანონმდებლობის საფუძველზე, მეოთხე კატეგორიას მიკუთვნებული საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვით ნებართვაში მითითებული, გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელი ღონისძიებების შესრულების პირობების დარღვევით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით კანონის საფუძველზე მესამე კატეგორიას მიკუთვნებული საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით კანონის საფუძველზე მეორე კატეგორიას მიკუთვნებული საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით კანონის საფუძველზე პირველ კატეგორიას მიკუთვნებული საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ლარამდე.“.

12. 85-ე, 851 და 852 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 85. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია და ჰიბრიდიზაცია

გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია (ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, რესტოკინგი) და ჰიბრიდიზაცია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი გარეულ ცხოველთა სახეობების მიმართ ან სახელმწიფო ნაკრძალის,  ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთა-
შორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების
ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ოთხმოც ლარამდე.

მუხლი 851. ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა) გარემოში გამოყენების ნორმებისა და ამ ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა ცხოველთა სამყაროს და მათ საბინადრო გარემოს

ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვის და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა) გარემოში გამოყენების ნორმებისა და ამ ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა ცხოველთა სამყაროს და მათ საბინადრო გარემოს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.

მუხლი 852. გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების, საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევა

გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების, საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების
დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ასორმოცდაათ ლარამდე.“.

13. კოდექსს დაემატოს 854 და 855 მუხლები:

მუხლი 854. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით ვაჭრობის წესების დარღვევა

ცხოველთა სამყაროს ობიექტებით ვაჭრობის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათ ლარამდე, ცხოველთა სამყაროს ობიექტების ან მათი რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგების კონფისკაციით ან უამისოდ.

მუხლი 855. გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების წესების დარღვევა

სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.“.

14. 86-ე და 89-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 86. ნადირობისა და თევზჭერის წესების, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა

თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, მოპოვებულისა და თევზსაჭერი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

ნადირობის, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორას ლარამდე,

მოპოვებულისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით ანდა იმ იარაღით ან საშუალებებით, რომლებით ნადირობაც აკრძალულია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე,

მოპოვებულისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.“.

მუხლი 89. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა

დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოც ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და
საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდახუთიდან ორმოცდახუთ ლარამდე“,

15. კოდექსს დაემატოს 891 და 892 მუხლები

მუხლი 891. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიებზე ვიზიტორთა არასაგანმანათლებლო მიზნით დაშვება

სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიებზე ვიზიტორთა  - არასაგანმანათლებლო მიზნით დაშვება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხმოც ლარამდე.

მუხლი 89. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის, ბუნების მართვადი დაცვის, ვიზიტორთა და ისტორიულ-კულტურული ზონების, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიებზე ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის შეტანა

სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის, ბუნების მართვადი დაცვის, ვიზიტორთა და ისტორიულ-კულტურული ზონების, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიებზე ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის შეტანა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის,

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.“. 

16. 103-ე მუხლის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მტაცებელ ცხოველთა ყოლა“, ხოლო ტექსტიდან - სიტყვები „აგრეთვე მტაცებელ ცხოველთა ყოლა“.

17. კოდექსს დაემატოს 1031 და 1582 მუხლები:

მუხლი 1031. გარეული ცხოველების ტყვეობასა და ნახევრად თავისუფალ პირობებში დაცვის, შენახვის, გამოყენებისა და გამრავლების წესების დარღვევა

გარეული ცხოველების ტყვეობასა და ნახევრად თავისუფალ პირობებში დაცვის, შენახვის, გამოყენებისა და გამრავლების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ ლარამდე.“.

მუხლი 1582. ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა

ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.“.

18. 239-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს ციფრები „47-ე, 56-ე, 57-ე“, ხოლო მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ კოდექსის 47-491, 51-531, 551-75-ე, 77-792, 82-86-ე, 89-892, 103-103¹, 146, 151-158²
მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ორგანოები.“;

„დაცულ ტერიტორიებზე ამ კოდექსის 511, 531, 554, 62-631, 641, 65-ე, 67-671, 68-ე, 71-
76-ე, 85-86-ე და 89-892 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ დაცული ტერიტორიებისა და ნაკრძალების ორგანოები.“

„ამ კოდექსის 48-49-ე, 52-531, 571, მე-60, 62- 65-ე, 71-75-ე, 79¹-792, 82-ე, 85-854, 86-ე, 89-ე, 103-104-ე, 1461, 151-ე და 1582 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ეკოლოგიის პოლიცია).“.

II. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს 1661 მუხლი:

მუხლი 1661. ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა

ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –

ისჯება ჯარიმით ათასიდან ათას ხუთას ლარამდე“.

2. 175-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 175. უკანონო თევზჭერა

უკანონო თევზჭერა (თევზის, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვება) თევზსარეწი იარაღის ან თვითმავალი მცურავი სატრანსპორტო საშუალებების, ან ასაფეთქებელი, მომწამლავი ნივთიერებების, ან ელექტროდენის, ან სხვა საყოველთაოდ საშიში ან აკრძალული საშუალებებისა და იარაღის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამი ათას ლარამდე,

მოპოვებულისა და საჭერი იარაღის კონფისკაციით.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე, მოპოვებულისა და საჭერი იარაღის კონფისკაციით.

მცირე ვეშაპისებრთა უკანონო მოპოვება ან ზღვის ძუძუმწოვრებზე წყალქვეშა ნადირობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ათას ხუთას ლარამდე, მოპოვებულისა და საჭერი იარაღის კონფისკაციით.“.

3. 177-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას ლარამდე“, ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალებსა და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების იმ ზონებში, სადაც ნადირობა მთლიანად არის აკრძალული,
ან ნადირობა ავტო-მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით, ან ასაფეთქებელი, მომწამლავი ნივთიერებებით, გაზებით, ან გარეულ ცხოველთა მასობრივი მოსპობის სხვა საშუალებებით, ან ნადირობა იმ გარეულ ცხოველებზე, რომლებზე ნადირობაც მთლიანად არის აკრძალული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე, ნანადირევის, სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით.“.

4.178-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 178. ტყის უკანონო გაჩეხვა

ტყის ფონდის მიწებზე ტყის (ხეებისა და ბუჩქნარის) უკანონო გაჩეხვა, თუ ზიანი ოთხას ლარს აღემატება, ხოლო სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებულ ტყეებში - სამას ლარს, ხეებისა და ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვით და დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის სახდელის ოდენობის გამოსაანგარიშებლად დადგენილი ნიხრის მიხედვით, ანდა ხეებისა და ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა ტყის ფონდის მიწების საზღვრების ფარგლებს გარეთ არსებულ დენდროლოგიურ, ბოტანიკური და საქალაქო (მუნიციპალურ) ბაღებსა და პარკებში - თუ ზიანი ამავე ნიხრით ორას ლარს აღემატება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორი ათას ლარამდე,

უკანონოდ მოპოვებულის კონფისკაციით.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით ან იგივე მოქმედება, თუ ზიანი ექვსას ლარს აღემატება,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა ჯარიმით ხუთი ათას ლარამდე, უკანონოდ მოპოვებულის კონფისკაციით.“.

5. კოდექსს დაემატოს 1801 და 244¹ მუხლები:

მუხლი 1801. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწებსა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევა

სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებულ მიწებზე ან სხვა
ბუნებრივი რესურსებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების აშკარა ან ფარული დარღვევა (მიწის ან სხვა ბუნებრივი რესურსების ყიდვა-გაყიდვა, დაგირავება, ჩუქება, მიწის ნაკვეთების თვითნებური მიტაცება ან გაცვლა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლების დათმობა), –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ანდა ჯარიმით სამი ათას ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.“.

მუხლი 2441. პირველი კატეგორიის საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე

მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით კანონის საფუძველზე პირველ კატეგორიას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ ან ჯარიმით ხუთი ათასიდან ათი ათას ლარამდე, ასეთი საქმიანობით მიღებული ფულადი ან სხვა ქონებრივი საზღაურის ჩამორთმევით, საქმიანობის
კონსერვაციით (შეჩერებით) და საქმიანობის შედეგად აგებული ნაგებობათა კონფისკაციითა და აღებით.“.

6. 254-ე მუხლის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან სახელმწიფოს მიერ დაცული ბუნების ობიექტების“;

ამავე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები “აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაცული ბუნების ობიექტების“, ხოლო მეოთხე ნაწილიდან სიტყვები “თუ ობიექტების“.

7. კოდექსს დაემატოს 2541 მუხლი:

მუხლი 2541. დაცული ტერიტორიების საზღვრებს შიგნით არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლების განადგურება, დანგრევა ან დაზიანება

დაცული ტერიტორიების საზღვრებს შიგნით არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლების შებილწვა, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ათას ლარამდე.

დაცული ტერიტორიების საზღვრებს შიგნით არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლების განადგურება, დანგრევა ან დაზიანება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე, ან ჯარიმით ხუთი ათასიდან შვიდი ათას ლარამდე.“.

III. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11) 126-ე მუხლის პირველ ნაწილს ციფრების „180-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები „181“; ამავე მუხლის მე-4 ნაწილს ციფრების „166-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1661“, ხოლო ციფრების „254-ე“. შემდეგ ციფრები „254¹.

IV. ეს კანონის ამოქმედდეს 1997 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

1997 წლის 12 ივნისი.

თბილისი

№759-II