დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4194 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 29/12/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.080.000.05.001.002.505 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1973 მუხლი:
„მუხლი 1973. სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით
1. პირის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა, –
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 27 დეკემბერი.
№4194–რს
დოკუმენტის კომენტარები