დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1698 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/11/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 24/12/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.452 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 981 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები:
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვისა და ტრანსპორტირების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვითა და ტრანსპორტირებით დაკავებულ პირთა დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.
მომხმარებელის მიერ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, მათი შესატანი ტექნიკური საშუალებების გამოყენების წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე.
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების და გამოყენების ინსპექტირებისათვის ხელის შეშლა და უფლებამოსილი პირის მითითებათა შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10-დან 50 ლარამდე.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 982 მუხლი:
„მუხლი 982. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, შემოტანის, რეალიზაციისა და გამოყენების წესების დარღვევა
არარეგისტრირებული და ფალსიფიცირებული, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანა და რეალიზაცია, რასაც მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება, აგრეთვე პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების ზენორმატიული შემცველობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უნებართვო წარმოება, დაფასოება, შეფუთვისა და მარკირების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, შემოტანისა და რეალიზაციის ინსპექტირებისათვის ხელის შეშლა და უფლებამოსილი პირის მითითებათა შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე.
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უნებართვო დასაწყობება და რეალიზაცია, –
გამოიწვევს რეალიზატორის დაჯარიმებას 100-დან 500 ლარამდე.
გზებზე, ქუჩებში, სკვერებში, პარკებში, ბაზრებში, მოსახლეობის თავშეყრისა და სხვა აკრძალულ ადგილებში პესტიციდებითა და აგროქიმიკატებით ვაჭრობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10-დან 50 ლარამდე“.
3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე ნაწილი:
„ამ კოდექსის 97-ე–მე-100 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურისა და აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების სამსახურის მიერ უფლებამოსილი პირები, ხოლო 981 მუხლის მე-2 ნაწილით და 982 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 25 ნოემბერი.
№1698–Iს
დოკუმენტის კომენტარები