საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1912-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020641
1912-IXმს-Xმპ
18/10/2022
ვებგვერდი, 28/10/2022
020000000.05.001.020641
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2381 მუხლი:

„მუხლი 2381. მოსამართლის უფლებამოსილება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის განხორციელების ან შესაძლო განხორციელების შემთხვევაში

თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა განუცხადა სასამართლოს, მოსამართლე რეაგირებისთვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

18 ოქტომბერი 2022 წ.

N1912-IXმს-Xმპ