საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 932-IIIრს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.102806
932-IIIრს-XIმპ
02/07/2025
ვებგვერდი, 08/07/2025
020000000.05.001.102806
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 119-ე მუხლის:

ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული (გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, მაყუჩი, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს), –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“;

ბ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 ნაწილი:

„91. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პოლიციელი უფლებამოსილია მძღოლი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალების მართვას. ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანიდან 10 დღის გასვლის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის საფუძველზე. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, თუ მას აქვს ისეთი ტექნიკური გაუმართაობა, რომლის არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია.“.

2. 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები:

„21. საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციას.

22. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციას.“.

3. 125-ე მუხლის მე-17 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევისა, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“.

4. 127-ე მუხლის:

ა) პირველი−12 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა (გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

12. ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები:

„4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ავტომაგისტრალზე ან საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში −

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.

5. 166-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.“.

6. 173-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.“.

7. 1741 მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-3, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული  ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.“.

8. 246-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ამ კოდექსის 45-ე, 451 და 17316 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის, არასრულწლოვანის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის, ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევისა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;“.

9. 250-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული (გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, მაყუჩი, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს).“.

10. 272-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

შენიშვნა: თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციული სახდელის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას სხვა სახის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად, ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაა, ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება არ საჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) და საჩივრდება უშუალოდ სასამართლოში.“.

11. 275-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 ნაწილი:

„13. ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შედის მისი მიღებისთანავე. სასამართლოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოებაში მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განხილვისას გამოიყენება ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილები.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებული დადგენილების შესახებ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) შეტანილ საჩივარს, რომელზეც საჩივრის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ მიუღია, საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო საქმის მასალებთან ერთად განსახილველად უგზავნის სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

2 ივლისი 2025 წ.

N932-IIIრს-XIმპ