დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2116-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/04/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.018805 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1441 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1441. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა 1. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ და მეტჯერ, – გამოიწვევს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განმეორებით, გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ქუთაისი, 4 აპრილი 2018 წ. N2116-IIს |
დოკუმენტის კომენტარები