საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2389
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 29/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.003.827
  • Word
2389
18/12/2009
სსმ, 48, 29/12/2009
020.000.000.05.001.003.827
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. VIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მრეწველობის, ელექტრო- და თბოენერგიის გამოყენებისა და წყალმომარაგების დარგებში“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 964  მუხლი:

     „მუხლი 964. სარწყავი წყლის დატაცება

1. სარწყავი წყლის გადაცემის ან განაწილების ქსელიდან სარწყავი წყლის დატაცება, ასევე სამელიორაციო ასოციაციებისათვის მიწოდებული წყლის თვითნებურად მოხმარება, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორას ორმოცდაათი ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას ხუთასი ლარით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ხუთასი ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას ათასი ლარით.“.

3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61-ე ნაწილი:

„61. ამ კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 18 დეკემბერი.

№2389_IIს