საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1732
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 15/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.001.884
  • Word
1732
23/06/2005
სსმ, 38, 15/07/2005
020.080.000.05.001.001.884
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1571–1573 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1571. საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა

1. შემოსავლის მიღების მიზნით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის უკანონო რეპროდუცირება ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მათი კონტრაფაქციული ასლების არამართლზომიერი შეძენა, იმპორტი, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება ან სხვა უკანონო გზით გამოყენება, აგრეთვე, შემოსავლის მიღების მიზნით საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების სხვა დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან სამი ათას ლარამდე კონტრაფაქციული ასლების, აგრეთვე, იმ მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით, რომლებიც გამოიყენება მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლისთვის.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე კონტრაფაქციული ასლების და, აგრეთვე, იმ მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით, რომლებიც გამოიყენება მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლისთვის.

შენიშვნა: კონფისკებული კონტრაფაქციული ასლები, მათი რეპროდუცირების ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლისთვის საჭირო მასალები, მოწყობილობები და ტექნიკური საშუალებები ექვემდებარება განადგურებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადაეცემა საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

    მუხლი 1572. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე მითითებული უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა, განადგურება ან გაყალბება

1. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე მითითებული „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „უფლების მართვის ინფორმაციის“ უკანონო შეცვლა, განადგურება ან გაყალბება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების, აგრეთვე, სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების, აგრეთვე, სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით.

შენიშვნა: კონფისკებული კონტრაფაქციული ასლები, სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალები, მოწყობილობები და ტექნიკური საშუალებები ექვემდებარება განადგურებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადაეცემა საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

    მუხლი 1573. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე უფლების მფლობელის მიერ დასმული დაცვის ნიშნის (აღნიშვნის) შეცვლა ან განადგურება

1. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე უფლების მფლობელის მიერ დასმული დაცვის ნიშნის (აღნიშვნის) უკანონო შეცვლა ან განადგურება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებისა და, აგრეთვე, სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების, აგრეთვე, სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით.

შენიშვნა: კონფისკებული კონტრაფაქციული ასლები, სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალები, მოწყობილობები და ტექნიკური საშუალებები ექვემდებარება განადგურებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადაეცემა საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს მისივე მოთხოვნის საფუძველზე.“.

2. 158-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 158. სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის უკანონო გამოყენება

1. სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადება ან მათი სხვაგვარი უკანონო გამოყენება, აგრეთვე, სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე, საქონლისა და მისი დამზადებისათვის საჭირო მასალებისა და მოწყობილობების კონფისკაციით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე, საქონლისა და მისი დამზადებისათვის საჭირო მასალებისა და მოწყობილობების კონფისკაციით.

შენიშვნა: სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონელი ექვემდებარება ჩამორთმევას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის გადაეცემა უფლების მფლობელს მისივე მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მისი დამზადებისათვის საჭირო მასალები და მოწყობილობები ექვემდებარება განადგურებას.“.

3. 239-ე მუხლის 33-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. ამ კოდექსის 1571–1573 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ან ფინანსური პოლიცია.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი.

1732_რს