საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2991-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020875
2991-XIმს-Xმპ
31/05/2023
ვებგვერდი, 13/06/2023
020000000.05.001.020875
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 38-ე მუხლის პირველი 21 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადია მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი, რომლის საქმეც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია, შეიძლება დაედოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ხოლო როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადია მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 4 თვისა.

21. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით, 574, 63-ე, 66-ე, 662, 664 და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 მუხლით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილითა და 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.“.

2. 573 და 574 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 573. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა

1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიასთან ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებით აღნიშნული ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთ-ერთი შემდეგი ქმედების ჩადენა: სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/დარჩენილი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის იჯარით გადაცემის შემთხვევაში სათანადო დოკუმენტების წარუდგენლობა, მრიცხველზე ლუქის ახსნის/დადების პროცესის ამსახველი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობის ლიცენზიის ვადის გასვლამდე ათვისების შემთხვევაში ლიცენზიის გაუქმების თაობაზე განცხადების წარუდგენლობა, მომდევნო წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიშის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. შავი, ფერადი და კეთილშობილი ლითონების მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ ასეთი სასარგებლო წიაღისეულის შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით ან/და გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევით ან/და სამთო საქმისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმის/წესის დარღვევით მოპოვება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3. მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ ასეთი სასარგებლო წიაღისეულის შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით ან/და გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევით ან/და სამთო საქმისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმის/წესის დარღვევით მოპოვება, თუ ეს ქმედება არ მოიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ შესაბამისი სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოს ლიცენზიის პირობის დარღვევით განხორციელება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

5. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ შესაბამისი ლიცენზიის პირობის დარღვევა, თუ ეს ქმედება არ მოიცავს ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ რომელიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.

მუხლი 574. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სათანადო პირობების დარღვევით სარგებლობა

1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ შესაბამისი სასარგებლო წიაღისეულის გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევით ან/და სამთო საქმისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმის/წესის დარღვევით მოპოვება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ შესაბამისი სასარგებლო წიაღისეულის სათანადო სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობის დარღვევით მოპოვება, თუ ეს ქმედება არ მოიცავს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

3. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 45-ე, 451, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−56-ე და 57-ე–572 მუხლებით, 573 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით, 574−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 721−78-ე, 791−მე-80, 822 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−893, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 99-ე, 1001, 1002, 103-ე–104-ე, 1051, 116-ე, 134-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 1461, 148-ე−152-ე, 1522, 1523, 153-ე, 1531, 1533–1536, 154-ე−1542, 156-ე, 1571–158-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 1651, 166-ე−167-ე, 170-ე და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1724, 1728, 1729, 173-ე–1732, 1736, 1737, 1739, 174-ე−1742, 175-ე−1752, 1771, 1778, 1779, 1792, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1971 და 1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

31 მაისი 2023 წ.

N2991-XIმს-Xმპ