საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 383
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/09/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 24-25, 06/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.160
383
18/09/1996
პარლამენტის უწყებანი, 24-25, 06/11/1996
020.000.000.05.001.000.160
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს კანონი
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12, მუხ. 421) შეტანილი იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1734-ე მუხლი:

„მუხლი 1734. სახალხო დამცველის მოთხოვნის შეუსრულებლობა

სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან ორმოცდაათ მინიმალური ოდენობამდე“. 

2. 208-ე მუხლში ციფრების „1733“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1734“.

3. 239-ე მუხლს მე-17 აბზაცის შემდეგ დაემატოს ახალი აბზაცი შემდეგი რედაქციით:
„ამ კოდექსის 1734 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს სახალხო დამცველი“.

II. საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2067, 2068, 2069 მუხლები:

მუხლი 2067. სახალხო დამცველის მოთხოვნების შეუსრულებლობა

სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, თუ ეს ქმედება ჩადენილია ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შემდეგ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე, გარკვეული თანამდებობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ.

მუხლი 2068. ზემოქმედება სახალხო დამცველზე

ზემოქმედება სახალხო დამცველზე, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი, მისი
სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით შრომის ანაზღაურების ასიდან სამას მინიმალურ ოდენობამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, გარკვეული თანამდებობის
უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ.

მუხლი 2069. სახალხო დამცველის შეურაცხყოფა

სახალხო დამცველის შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე ან ჯარიმით შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე“.

III. საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11) 126-ე მუხლის მე-3 ნაწილს ციფრების „2066“ შემდეგ დაემატოს ციფრები: „2067, 2068, 2069“.

IV. საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სათაურიდან, საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების სათაურებიდან და ტექსტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „რესპუბლიკა“.

V. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                        ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 18 სექტემბერი.