საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1682
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 20/11/1998
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.450
  • Word
1682
30/10/1998
სსმ, 4, 20/11/1998
020.000.000.05.001.000.450
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 421 და 422 მუხლები:

     „მუხლი 421. კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების პროცედურებში მონაწილეობისათვის თავის არიდება

დამსაქმებელთა წარმომადგენლების მიერ მუშაკთა მოთხოვნით სოციალურ-შრომითი ურთიერთობების საკითხებზე შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობის მიუღებლობა, კრების (კონფერენციის) ჩასატარებლად შესაფერისი ადგილის გამოყოფაზე უარის თქმა ან მისი ჩატარებისათვის ხელის შეშლა, –

გამოიწვევს დაჯარიმების ორასიდან ოთხას ლარამდე.

    მუხლი 422. კოლექტიურ შრომით დავაში მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობა

დამსაქმებელთა წარმომადგენლების მიერ კოლექტიურ შრომით დავაში მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.“.

2. 208-ე მუხლს სიტყვების „ამ კოდექსის“ შემდეგ დაემატოს რიცხვები „421, 422“.

3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

„ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს კოლექტიური შრომითი დავის მომწესრიგებელი სამსახური.“ ხოლო მე-2–24 ნაწილები შესაბამისად ჩაითვალოს მე-3–25 ნაწილებად.

4. 262-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვების „ამ კოდექსის“ შემდეგ დაემატოს რიცხვები „421, 422.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 30 ოქტომბერი.

№1682–Iს