საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6057-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.016690
  • Word
6057-Iს
24/04/2012
ვებგვერდი, 27/04/2012
020000000.05.001.016690
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექს ი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1761  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  მუხლი 1761 .    21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში სათამაშოდ                               დაშვება  ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო  აპარატების სალონში                                         სათამაშოდ დაშვება ან/და მომგებიან თამაშობებ ში (გარდა წამახალისებელი                                    გათამაშებისა) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ                                        აზარტულ თამაშობებ ში მონაწილეობის დაშვება

1. 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში სათამაშოდ დაშვება ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაშვება ან/და მომგებიან თამაშობებ ში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობებ ში მონაწილეობის დაშვება

გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობებ ის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით,

  გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. .

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1762  მუხლი:

„მუხლი 1762 .      ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში (გარდა 

                               აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით მოწყობილი ობიექტისა)                                     აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული                                         ფორმით თამაში

1. ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში (გარდა  აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით მოწყობილი ობიექტისა) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაში –

გამოიწვევს ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტის მფლობელის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტის მფლობელის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                             . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 24 აპრილი.

№6057-I