დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საზაფხულო საბაღე სახლების მშნებლობის აგრეთვე, კოლექტიური მებაღეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 94 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 27/05/1985 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 27/05/1985 |
სარეგისტრაციო კოდი | 340.170.000.05.001.000.012 |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის
ბრძანებულება
საზაფხულო საბაღე სახლების მშნებლობის, აგრეთვე კოლექტიური მებაღეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის შესახებ
(ამონარიდი)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
5. შეტანილ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შემდეგი ცვლილებები:
დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1051 მუხლი:
„მუხლი 1051. საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის, აგრეთვე კოლექტიური მებაღეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის წესების დარღვევა
მოქალაქეთა მიერ საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობა სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მშენებლობის დაწყებისას მოქმედი სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებისაგან გადახვევით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
თანამდებობის პირთა მიერ საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის, აგრეთვე კოლექტიური მებაღეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის შემდეგი წესების დარღვევა:
მებაღეობის ამხანაგობის წევრად მიღების წესების დარღვევა; კოლექტიური ბაღისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობისა და განაშენიანების პროექტის გარეშე ან ამ პროექტის დარღვევით ათვისება; სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მშენებლობის დაწყებისას მოქმედი სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებისაგან გადახვევით საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის ნებართვის მიცემა, ამგვარი სახლების საექსპლუატაციოდ მიღება; კოლექტიური ბაღის ტერიტორიაზე სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მისგან გადახვევით საერთო სარგებლობის შენობათა და ნაგებობათა მშენებლობა; უკანონოდ საშენი მასალების გაცემა, სატრანსპორტო საშუალებათა, მექანიზმების, მუშახელის გამოყენება, მებაღეობის ამხანაგობის ობიექტების მშენებლობაში არასპეციალიზებული სამშენებლო ორგანიზაციების ჩაბმა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას მანეთამდე“;
205-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „103-105-ე მუხლებით“ შეიცვალოს სიტყვებით „103-1051“ მუხლებით“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი
თბილისი,
1985 წლის 27 მაისი.
№94_XI
დოკუმენტის კომენტარები