დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2257 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/07/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35(42), 28/07/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.641 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 1654 მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „საბროკერო კომპანიების მმართველების, ბროკერების ან იმ პირების მიერ“ შეიცვალოს სიტყვებით „პირის მიერ“, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ჩატარებული შემოწმების დროს ემიტენტის მიერ არსებითი მოვლენის შესახებ ინფორმაციის, ჩანაწერის ან დოკუმენტის დამალვა ან ფალსიფიცირება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარამდე“.
2. 1655 მუხლის მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
3. 1659 მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 20 ივლისი.
№2257–რს
დოკუმენტის კომენტარები