დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1316 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/03/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 21/03/2002 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.001.044 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 442 მუხლის:
ა) სათაურს სიტყვის „უკანონო“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სამედიცინო,“;
ბ) პირველ ნაწილს სიტყვის „საექიმო“ წინ დაემატოს სიტყვა „სამედიცინო,“, ხოლო სიტყვა „(ლიცენზიის)“ შეიცვალოს სიტყვებით „(ლიცენზიის, სერტიფიკატის)“.
2. 239-ე მუხლის 38-ე ნაწილში სიტყვები „და 45-ე მუხლებით“ შეიცვალოს სიტყვით „მუხლით“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 1 მარტი.
№1316_IIს
დოკუმენტის კომენტარები