ვაჭრობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერებისა და საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

ვაჭრობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერებისა და საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 14/06/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 6, 28/06/1991
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
14/06/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 6, 28/06/1991
000000000.00.000.000000
ვაჭრობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერებისა და საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

 

ვაჭრობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერებისა და საქართველოს რეპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

 

ვაჭრობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები 1961 წ., № 1, მუხ. 10).

1. ამოღებულ იქნეს კოდექსიდან 165-ე მუხლი.

2. 1693 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1693. ვაჭრობის წესების დარღვევა

დადგენილი წესების დარღვევით სახელმწიფო სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების საწარმოების (ორგანიზაციების) და სამომხმარებლო კოოპერაციის საწყობებიდან, ბაზებიდან, დამხმარე ნაგებობებიდან საქონლის გაყიდვა, აგრეთვე საქონლის გადამალვა, ჩადენილი სახელმწიფო ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების საწარმოების (ორგანიზაციების) და სამომხმარებლო კოოპერაციის მუშაკთა მიერ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ათას მანეთამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

იგივე მოქმედება ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ან არაერთგზის, ანდა დიდი ოდენობით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ანდა გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ანდა ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

დადგენილი წესების დარღვევით სახელმწიფო სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების საწარმოების (ორგანიზაციების) და სამომხმარებლო კოოპერაციის საწყობებიდან, ბაზებიდან, დამხმარე ნაგებობებიდან საქონლის გაყიდვა, აგრეთვე საქონლის გადამალვა, ჩადენილი სახელმწიფო ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების საწარმოების (ორგანიზაციების) და სამომხმარებლო კოოპერაციის მუშაკთა მიერ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან იმ პირის მიერ, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, ქონების კონფისკაციით, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

შენიშვნაამ მუხლით გათვალისწინებული საქონლის დიდი ოდენობით გაყიდვად და გადამალვად ჩაითვლება არანაკლებ ხუთასი მანეთის ღირებულების კვების პროდუქტების და არანაკლებ ორი ათასი მანეთის ღირებულების სხვა საქონლის გაყიდვა და გადამალვა, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – არანაკლებ ორი ათას ხუთასი მანეთის ღირებულების კვების პროდუქტების და არანაკლებ ათი ათასი მანეთის ღირებულების საქონლის გაყიდვა და გადამალვა“.

3. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1696 და1697 მუხლები:

მუხლი 1696. ფასების ხელოვნურად გაზრდა და მაღალი ფასების შენარჩუნება

სახალხო მოხმარების საქონელზე ფასების ხელოვნურად გაზრდა და მაღალი ფასების შენარჩუნება გადამყიდველების ან სხვა პირების მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან ძალადობით ან ასეთის გამოყენების მუქარით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან ჯარიმით ათი ათას მანეთამდე.

მუხლი 1697. უკანონო სავაჭრო საქმიანობა

უკანონო სავაჭრო საქმიანობა, ე. ი. საქონლის შესყიდვისა და გაყიდვის გარიგების განხორციელება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე, სახელმწიფო გადასახადებისაგან თავის არიდება მოგების მიღების მიზნით, თუ ეს მოქმედება ჩადენილია ვაჭრობის სფეროში წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ან წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, ანდა დიდი ოდენობით მოგების მიღების მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან სახელმწიფო გადასახადებისაგან თავის არიდებით განსაკუთრებით დიდ ოდენობით მოგების მიღების მიზნით, ანდა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ან ჯარიმით თხუთმეტი ათას მანეთამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების, ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

შენიშვნა: სახელმწიფო გადასახადებისაგან თავის არიდებით დიდი ოდენობის მოგებად ჩაითვლება თანხა არანაკლებ სამი ათასი მანეთისა, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – არანაკლებ თხუთმეტი ათასი მანეთისა“.

4. 229-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 229. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა და გასაღება

წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაციით.

იგივე მოქმედება, ჩადენილი ხელობის სახით ან დიდი ოდენობით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაციით“.

5. 81 მუხლი მეორე ნაწილსა და 44-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „სპეკულაცია (165-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები)“ შეიცვალოს სიტყვებით „ვაჭრობის წესების დარღვევისათვის (1693 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები)“.

II. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 126-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „165-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით“ და „1693“;

მეოთხე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „165-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით“, ხოლო სიტყვების „169-ე მუხლის მეორე ნაწილით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „1693 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 1696, 1697 მუხლებით“.

2. მე-400 მუხლში სიტყვების „1691 მუხლით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „1693  მუხლის პირველი ნაწილით“.

III. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., № 12, მუხლი 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 153-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 153. ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოთა მუშაკების მიერ ვაჭრობის წესების დარღვევა

მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების საწარმოებში ან კოოპერატივებში დადგენილი საცალო ფასების გადამეტებით იმ საქონლის გაყიდვა, რომელიც გამოყოფილია საბაზრო ფონდიდან ან შეძენილია საცალო ქსელში, –

გამოიწვევს ფასების აწევის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირის დაჯარიმებას ათას მანეთამდე, ამ საქონლის კონფისკაციით.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, ჩადენილი განმეორებით,

გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათას მანეთამდე, ამ საქონლის კონფისკაციით“.

2. ამოღებულ იქნეს კოდექსიდან 159-ე მუხლი.

3. 205-ე მუხლში რიცხვები „143-153“ შეიცვალოს რიცხვებით „143-152“ .

4. 208-ე მუხლში რიცხვის „142-ე“ შემდეგ დაემატოს რიცხვი „153-ე“.

5. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:

„153-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს შეადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, საგადასახადო ინსპექციის თანამდებობის პირები ან სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები“.

6. 252-ე მუხლის მეორე ნაწილში რიცხვი „159-ე“ შეიცვალოს რიცხვით „153-ე“.

7. 262-ე მუხლის მეორე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს რიცხვი „159-ე“ და რიცხვის „45-ე“ შემდეგ დაემატოს რიცხვი „153-ე“.

8. 269-ე მუხლში რიცხვი „159-ე“ შეიცვალოს რიცხვით „153-ე“.

9. 279-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს რიცხვი „159-ე“ და რიცხვის „142-ე“ შემდეგ დაემატოს რიცხვი „153-ე“.

10. 295-ე მუხლის მეორე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს რიცხვი „159-ე“ და რიცხვის „142-ე“ შემდეგ დაემატოს რიცხვი „153-ე“.

IV. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 15 აპრილის დადგენილება „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლისა და „წვრილმანი სპეკულაციისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულების გამოყენების წესის თაობაზე“.

V. შეწყდეს წარმოებით საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოებში არსებული საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეები და მოსამართლეთა წარმოებაში არსებული საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი 159-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები.

გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისაგან საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები.

VI.  ეს კანონი სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი                          ზვიად გამსახურდია

თბილისი,

1991 წლის 14 ივნისი.