დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5027 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/06/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 05/07/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.080.000.05.001.002.908 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 116-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.“.
2. 117-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.“.
3. 118-ე მუხლის შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.
2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.“.
4. 1181 მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.“.
5. 1182 მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.“.
6. 1183 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.“.
7. 119-ე მუხლის შენიშვნის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.
5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.“.
8. 120-ე მუხლის შენიშვნის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, აგრეთვე ამ მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.
5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.“.
9. 121-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას, ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.“.
10. 1211 მუხლის შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.
2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.“.
11. 122-ე მუხლის შენიშვნის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.
5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.“.
12. 123-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.“.
13. 125-ე მუხლის შენიშვნის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, აგრეთვე ამ მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანს-პორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.
4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-6–მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.“.
14. 1271 მუხლის შენიშვნის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.
3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.“.
15. 290-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ხოლო ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში – საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში. აღნიშნული ვადის დინება შეჩერდება დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის განუხილველად დატოვების თაობაზე შეტყობინების ჩაბარებამდე.“;
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. ამ კოდექსის 116-ე, 117-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 1271 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას დამრღვევს უფლება აქვს დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 დღეში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას დამრღვევს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ვადით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება. ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისათვის ჩამორთმეული მართვის მოწმობის აღებისათვის სავალდებულო არ არის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარება (გარდა ამ კოდექსის 116-ე და 117-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებისა).
შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის 11 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის 1181 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით, 1182 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით, 1183 მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით, 120-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით, 122-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით, 123-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილითა და 125-ე მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, რომლებითაც დგინდება ჯარიმისა და საურავის გადახდის სხვა წესები.“.
16. 291-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ კოდექსის 116-ე, 117-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე, 127-ე, 1271 და 1291 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ დამრღვევს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება, ჯარიმის იძულებით აღსრულებას დამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით ახორციელებს სასამართლო აღმასრულებელი.“.
მუხლი 2
პირს, რომელსაც ამ კოდექსით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისთვის ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან დაგვიანებით აქვს გადახდილი ამ კოდექსით დადგენილი შესაბამისი ჯარიმა, ამ კოდექსით დადგენილი შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დარიცხული ჯარიმის ან/და საურავის 2007 წლის 15 აგვისტომდე გადახდის შემთხვევაში აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 22 ივნისი.
№5027–Iს
დოკუმენტის კომენტარები