დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
მიღების თარიღი | 20/03/1991 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1991 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.000.049 |
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
I. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10):
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 861, 2423, 2424 და 2425 მუხლები:
„მუხლი 861. საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენების წესების დარღვევა
საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენების წესების დარღვევა საჰაერო ხომალდის მართვისას იმ პირების მიერ, რომლებიც არ არიან საჰაერო ტრანსპორტის მუშაკები, რაკეტების გაშვებისას, ყველანაირი სახის სროლის, ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოებისას ან სხვა საქმიანობისას, რაც დაკავშირებულია მატერიალური ობიექტების საჰაერო სივრცეში აზიდვასთან, გადაადგილებასა და გაშვებასთან და რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევები ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ათ წლამდე.
იგივე ქმედება, რამაც არ გამოიწვია, მაგრამ წინასწარ შეცნობით ქმნიდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგის დადგომის საფრთხეს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე“.
„მუხლი 2423. სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება
სატრანსპორტო კომუნიკაციების განზრახ ბლოკირება დაბრკოლებების, საგუშაგოების მოწყობის გზით ან სხვა ხერხით, რამაც შეაფერხა ან შეეძლო გამოეწვია რკინიგზის, საჰაერო, წყლის, საავტომობილო და მაგისტრალური მილსადენი ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის შეფერხება, –
ისჯება ჯარიმით ათას მანეთამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
იგივე ქმედება, რასაც თან სდევს ადამიანის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა, ან ჩადენილია განმეორებით, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან დაკავშირებულია ტვირთის, ბარგის უკანონო გასინჯვასთან ან დოკუმენტების შემოწმებასთან, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ოთხ წლამდე.
ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევები, ან სხვა მძიმე შედეგები, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე.
მუხლი 2424. ტრანსპორტის მუშაკის იძულება
რკინიგზის, საჰაერო, წყლის, საავტომობილო ან სხვა სახის ტრანსპორტის მუშაკის იძულება არ შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა ამ მუშაკის ან მის ახლო ნათესავთა მოკვლის, სხეულის მძიმე დაზიანების, ან ქონების განადგურების მუქარით, –
ისჯება ჯარიმით ხუთას მანეთამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინაწარი შეთანხმებით, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
მუხლი 2425. ტელერადიომაუწყებლობისა და კავშირგაბმულობის დაწესებულებათა ბლოკირება
საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის და საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს სატელევიზიო და რადიოპროგრამების მომზადებისა და მაუწყებლობის ობიექტების, კავშირგაბმულობის რაიონული და საქალაქო კვანძების, ცენტრალური ტელეგრაფის ბლოკირება დაბრკოლებების შექმნით, პიკეტირებით ან სხვა ხერხით, რამაც შეაფერხა ან შეეძლო გამოეწვია ამ ობიექტებისა და დაწესებულებათა ნორმალური მუშაობის შეფერხება, –
ისჯება ჯარიმით ათას მანეთამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
იგივე ქმედება, რასაც თან სდევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა, ან ჩადენილია განმეორებით, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა ან სხვა მძიმე შედეგი,–
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე“.
2. მუხლი 2422 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2422. რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, საჰაერო, საზღვაო ან სამდინარო ხომალდის გატაცება, სატრანსპორტო დაწესებულებებისა თუ ტვირთის ხელში ჩაგდება
რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, საჰაერო, საზღვაო ან სამდინარო ხომალდის გატაცება ან ხელში ჩაგდება, აგრეთვე ვაგზლის, აეროდრომის, ნავსადგურის ან სხვა სატრანსპორტო დაწესებულებების, საწარმოს, ორგანიზაციის ხელში ჩაგდება, აგრეთვე ტვირთის ხელში ჩაგდება მისი გატაცების მიზნის გარეშე, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, აგრეთვე ძალადობის ან მუქარის გამოყენებით, ან მოქმედება რამაც გამოიწვია ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული სატრანსპორტო საშუალებების ავარია, ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.
ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება, თუ მან გამიწვია ერთი ან მეტი პირის სიკვდილი ან სხეულის მძიმე დაზიანება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით“.
3. 81 მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „საჰაერო ხომალდის გატაცება“ შეიცვალოს სიტყვებით „რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, საჰაერო, საზღვაო ან სამდინარო ხომალდის გატაცება, სატრანსპორტო დაწესებულებისა თუ ტვირთის ხელში ჩაგდება“.
4. 44-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში სიტყვები „საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, საჰაერო, საზღვაო ან სამდინარო ხომალდის გატაცების, სატრანსპორტო დაწესებულებისა თუ ტვირთის ხელში ჩაგდებისათვის“.
5. 541 მუხლის პირველ ნაწილის მე-3 პუნქტში სიტყვები „საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, საჰაერო, საზღვაო ან სამდინარო ხომალდის გატაცების, სატრანსპორტო დაწესებულებისა თუ ტვირთის ხელში ჩაგდებისათვის“.
6. 55-ე მუხლის მე-6 ნაწილის მე-2 პუნქტში სიტყვები „საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, საჰაერო, საზღვაო ან სამდინარო ხომალდის გატაცების, სატრანსპორტო დაწესებულების თუ ტვირთის ხელში ჩაგდებისათვის“.
7. 206-ე მუხლში ნაწილში სიტყვები „საჰაერო ხომალდის გატაცება“ შეიცვალოს სიტყვებით „რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, საჰაერო, საზღვაო ან სამდინარო ხომალდის გატაცება, სატრანსპორტო დაწესებულებისა თუ ტვირთის ხელში ჩაგდება“.
II. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ.11) 126-ე მუხლის III ნაწილში ციფრს „86-ე“ დაემატოს ციფრი „861“, ხოლო ციფრი „2422“ შეიცვალოს ციფრებით: „2422–2425“.
III. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12, მუხ. 420):
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 1111 მუხლი:
„მუხლი 1111. საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენების წესების დარღვევა
საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენების წესების დარღვევა საჰაერო ხომალდების ფრენისას, რაკეტების გაშვებისას, ყველანაირი სახის სროლის, ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოებისას ან სხვა საქმიანობისას, რაც დაკავშირებულია მატერიალური ობიექტების საჰაერო სივრცეში აზიდვასთან, გადაადგილებასა ან გაშვებასთან, – გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათიდან ას მანეთამდე იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევით, რომელიც სამართალდარღვევის იარაღი იყო ან უამისოდ, ხოლო თანამდებობის პირებისა – ოციდან ორას მანეთამდე“.
2. 213-ე მუხლის I ნაწილში სიტყვები „109-111 მუხლებით“ შეიცვალოს სიტყვებით „109-1111“ მუხლებით, ხოლო მეშვიდე ნაწილს ციფრის „111-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1111“.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
თბილისი, 1991 წლის 20 მარტი
დოკუმენტის კომენტარები