საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4413
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 23/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.002.753
  • Word
4413
02/03/2007
სსმ, 8, 23/03/2007
020.080.000.05.001.002.753
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

��� ��მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის, განათლებისა და აღზრდის სფეროში�.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 894 მუხლი:

��� ��მუხლი 894. ლიცენზირებადი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო წესების დარღვევა

1. ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.

3. სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

4. მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

5. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

6. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.�.

3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე�443, 445, 446, 45-ე�56-ე, 57-ე�69-ე, 71-ე�78-ე, 791�821, 84-ე�86-ე, 88-ე�893, 90-ე�912, 922, 94-ე�1002, 103-ე�1051, 1251, 1281, 1282, 143-ე�1441, 1443�1445, 145-ე, 1461, 148-ე�152-ე, 1522�1542, 1551�156-ე, 1571�1581, 159-ე�1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651�1653, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 17310, 17311, 1741, 1745, 1748�17414, 1778�178-ე, 1791�183-ე, 187-ე�1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962�1966, 1971 მუხლებით.�.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2295 და 2296 მუხლები:

��� �მუხლი 2295. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 894 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, იმ საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, რომლებზედაც ლიცენზიის გამცემ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარმოადგენენ, აქვთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება.

��� ��მუხლი 2296. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 894 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება.�.

5. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 58-ე და 59-ე ნაწილები:

�58. ამ კოდექსის 894 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანოები, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, იმ საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, რომლებზედაც ლიცენზიის გამცემ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარმოადგენენ.

59. ამ კოდექსის 894 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.�.

6. 313-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები:

�4. ამ კანონის 894 მუხლის მე-6 ნაწილი მოქმედებს 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე.

5. 2008 წლის 1 სექტემბრამდე ამ კოდექსის 894 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის, სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე.�.

7. 314-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

�8. ამ კოდექსის 894 მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს �პროფესიული განათლების შესახებ� საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.�.

��� მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 2 მარტი.

№4413_ Iს