საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2294-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020737
2294-IXმს-Xმპ
14/12/2022
ვებგვერდი, 27/12/2022
020000000.05.001.020737
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 1811 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1811. ცივი იარაღის ტარება

ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში, სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით.

შენიშვნა:

1. ეს მუხლი არ ვრცელდება ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირზე, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირზე, იმ პირზე, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), ანდა განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირზე. აღნიშნულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის შესაბამისად.

2. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს:

ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით;

ბ) საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით;

გ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

დ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით;

ე) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით;

ვ) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვა) ამ ტანსაცმლის ნაწილია.

3. ამ კოდექსის მიზნებისთვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე, ინახავს ტანსაცმელში ან ფლობს იმგვარად, რომ შეუძლია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება.

4. პირს, რომელსაც აქვს მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, აქვს აგრეთვე  ცივი იარაღის ტარების უფლება.“.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43​​1−44​​​3, 44​​5, 44​​​7−44​​​11, 45-ე−46​​4, 48-ე, 49-ე, 50​​​1, 51-ე−55​​4, 56-ე, 57-ე−59-ე, 59​​2−მე-60, 60​​​3−61​​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 71​​​1, 72​1−78-ე, 79​​​1−მე-​​80, 82​​1, 82​​2, 82​​​5, 84-ე−86-ე, 87​​1−89​​3, 91​​​2, 91​​3, 94-ე, 95-ე, 99-ე, 100​​​1, 100​​2, 103​​​1, 104-ე და 105​​1 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 127​​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 128​​1−128​​​6, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 146​1, 148-ე, 150-ე, 150​​​1, 151-ე, 152-ე, 152​​2, 153-ე, 153​​​1 და 1533−1535 მუხლებით, 153​6 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−154​​​2, 1551 და 155​2 მუხლებით, 155​3 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155​​6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 155​7−156-ე და 157​​​1−158​​1 მუხლებით, 158​​5 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 159-ე, 159​​1, 159​​​4−159​​10, 163-ე, 164-ე, 164​​4, 165​1−165​​​3, 166-ე, 166​1 და 170​1 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171​2−1714 მუხლებით, 171​5 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 172​4−172​​6, 173-ე, 173​​​4−173​​7, 173​9, 173​​14, 173​15 და 1741 მუხლებით, 174​​15 მუხლის მე-4 ნაწილით, 175​​​1 და 175​2 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177​8, 177​9, 177​​11 და 177​12 მუხლებით, 177​​13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179​1−179​3, 180-ე, 182-ე, 183-ე, 187-ე, 187​​​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​​3, 196​​​6, 197​​​1 და 197​​2 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 199​​​1 მუხლით.“.

3. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 42​10, 58​3, 86​1, 107​1–107​3, 107​5, 108-ე, 114​1, 114​2 და 115​1 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 116​1−116​3, 118-ე–119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 127​1 მუხლის პირველი–მე-2 და მე-6−მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129​1 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 135​2−135​4, 139​5, 152​7 და 1528 მუხლებით, 153​6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 174​15 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416−17418, 176​1 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა) და 177​15, 181-ე, 181​1, 181​3, 182​1, 182​2, 190-ე და 190​2−191​1 მუხლებით.“.

4. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აღმასრულებელი – ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას; საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 167-ე და 180-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1811, 181​3, 182​1 და 1831 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 დეკემბერი 2022 წ.

N2294-IXმს-Xმპ