საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 541
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 19, 30/06/1994
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.082
541
30/06/1994
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 19, 30/06/1994
080.000.000.05.001.000.082
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10):

1. 161-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 161. უხარისხო პროდუქციის გამოშვება

უხარისხო პროდუქციის სასაქონლო ბაზარზე გამოშვება ან მომხმარებლისათვის ასეთი პროდუქციის სხვაგვარი რეალიზაცია, თუ მას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით შრომის ანაზღაურების ხუთას მინიმალურ ოდენობამდე“.

2. 25-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე აბზაცში სიტყვების „(137-ე მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „უხარისხო პროდუქციის გამოშვება (161-ე მუხლი)“.

II. 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხლი 11):

126-ე მუხლის მეოთხე ნაწილს ციფრების „1601“-ის შემდეგ დაემატოს ციფრები „161-ე“.

III. 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12, მუხ. 421):

1. 158-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 158. სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენება

არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიზნით სხვისი სასაქონლო (მომსახურების)  ნიშნის, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების ან საქონლის მარკირების უკანონო გამოყენება –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.

2. 208-ე მუხლში ციფრების „156-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრების „158-ე“.

3. 239-ე მუხლში ციფრების „153-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები „158-ე“.

4. 252-ე მუხლის მეორე ნაწილში ციფრების „156-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები „158-ე“.

5. 262-ე მუხლის მეორე ნაწილში ციფრების „156-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები „158-ე“.

IV. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური                             ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი            ვახტანგ გოგუაძე.

თბილისი, 1994 წლის 30 ივნისი.

№541