საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1382-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.103009
1382-Vმს-XIმპ
04/03/2026
ვებგვერდი, 04/03/2026
020000000.05.001.103009
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) სამართალდარღვევის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენა.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15313 მუხლი:

„მუხლი 15313. მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა

მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.“.

3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43​​​​​​1−44​​​​​​​3, 44​​​​​​​5, 44​​​​​​​7−44​​​​​​11, 45-ე−46-ე, 462−46​​​4, 467−46​11, 48-ე, 49-ე, 50​​​​​​​​1, 51-ე−55​​​​​​​​1, 55​​​​​​​​3, 55​​​​​​​4, 56-ე, 57-ე−59-ე, 59​3−მე-60, 603−61​​​​​​​​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​​​​​​​​4, 69​​​​​6​​​​, 71-ე, 71​​​​​1, 72​​​​​​​​1−77-ე, 78-ე და 791−793 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 79​4 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 79​5−მე-80, 82​1−82​5, 84-ე−86-ე, 87​1−89​​​​​​​​3, 91​​​​​​​​2, 91​​​​​​​​3, 94-ე, 95-ე, 99-ე, 100​​​​​1, 100​​​​​​​​2, 103​​​​​​​​1, 104-ე და 1051 მუხლებით, 115​​​2 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164  მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​​​5 მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​​​​​​6 მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​​​​​​7 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 144​​​​​​​​10, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 1531 მუხლებით, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 153​​​​​​​​5 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 15313−1542, 155​​​​​​​1 და 155​​​​​​​2 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−159​​​​​​​​10, 163-ე, 164-ე, 164​​​​​​​​4, 1651−165​3, 166-ე და 166​​​​​1 მუხლებით, 166​​​​​2 მუხლის მე-2 ნაწილით, 1701 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−172​​​​​6, 173-ე, 173​​​​​4−173​​​​​7, 173​​​​​9 და 173​​​​​14−173​​​​​16 მუხლებით, 174​​​​​​1 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8−მე-10 ნაწილებით, 174​​​​​15 მუხლის მე-4 ნაწილით, 175​​​​​1 და 175​​​​​​​​2 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177​​​8, 177​​9, 177​​​1​1 და 17712 მუხლებით, 177​​1​3 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793, 181​​​​​​​​6, 183-ე, 187-ე, 187​​​​​​​​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​​​​​​​​3, 196​6 და 1971 მუხლებით, 197​​​​​​​​3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 199​​1 მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 208​​​1 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.“.

4. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 392 ნაწილი:

„392. ამ კოდექსის 15313 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირები.“.

5. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 171-ე და 175​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 142-ე და 154-ე მუხლებით, 174​1 მუხლის მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებითა და 174​2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 50​1, 511, 51​3, 53​3, 55-ე, 55​2, 55​3, 555, 55​6, 58​2, 59​2, 61-ე და მე-80 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 91​2, 92​1, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 99-ე, 100​1, 100​2, 103-ე, 103​2 და 1033 მუხლებით, 103​4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 104-ე, 105​1, 107​1, 141-ე, 143-ე−144​1, 144​3−144​5, 144​10, 145-ე, 1461, 148-ე−150​1, 151​1, 152-ე, 152​2−152​9, 153-ე, 15313, 154​1, 154​2, 156-ე−158​1, 159-ე, 159​5−159​9, 163-ე, 164-ე, 166​1, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177​1 მუხლით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4​1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 179​1, 180-ე−183​1, 185-ე−185​2, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​3, 196​6 და 197​1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 7 დღის ვადაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

4 მარტი 2026 წ.

N1382-Vმს-XIმპ