საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 976-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020397
976-VIმს-Xმპ
02/11/2021
ვებგვერდი, 05/11/2021
020000000.05.001.020397
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 981 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. 164​5 მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

3. 179მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 223-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 179​6−179​​9 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“.

5. 242-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 4412 მუხლით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 112-ე, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლით, 130-ე მუხლით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და 179​6−1799 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება სამართალდამრღვევის დაჯარიმება და მისთვის ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გარდა ამ კოდექსის 4412 და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა.“;

გ) 3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. ამ კოდექსის 1796−179​9 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“.

6. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 45-ე, 45​1, 48-ე, 49-ე, 50​​​1, 51-ე−56-ე და 57-ე–57​2 მუხლებით, 57​​3 მუხლის მე-2 ნაწილით, 57​​​4−59-ე, 59​​2−მე-60, 603−61​​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​4, 69​​​5, 71-ე, 72​1−78-ე, 79​​​1−81-ე, 82​2 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−89​​​3, 91​2, 92​​1, 94-ე, 95-ე, 96​​1, 96​​2, 96​​4, 99-ე, 100​​1,  100​2, 103-ე–104-ე, 105​​1, 134-ე, 135-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 146​​1, 148-ე−152-ე, 152​2, 1523, 153-ე, 153​​1, 153​​​3–153​​6, 154-ე−154​​2, 156-ე, 157​​1–158-ე, 164-ე, 164​​4, 165-ე, 165​​​1, 166-ე−167-ე, 170-ე და 170​1 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172​​4, 172​8, 172​9, 173-ე–173​2, 1736, 173​​7, 173​9, 174-ე–174​​2, 175-ე−175​​2, 177​​1, 177​​8, 177​​​9, 179​2, 180-ე–183​​1, 185-ე–185​​2, 187-ე, 187​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​​​3, 197​1 და 199​1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“.

7. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 171-ე და 175​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებითა და 142-ე, 153​3, 154-ე, 174​1 და 1742 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 50​1, 511, 513, 53​3, 55-ე, 55​2, 553, 555, 556, 58​2, 592, 61-ე, მე-80 და 81-ე მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 91​2, 92​1, 94-ე, 95-ე, 96​1, 96​2, 96​4, 99-ე, 100​1, 100​2, 103-ე, 104-ე, 105​1, 107​1, 141-ე, 143-ე−144​1, 144​3−144​5, 144​10, 145-ე, 1461, 148-ე−150​1, 1511, 152-ე, 1522−1529, 153-ე, 1541, 1542, 156-ე−158​1, 159-ე, 159​1, 1595−159​9, 163-ე, 164-ე, 166​1, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1771 მუხლით, 177​13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4​1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 1791, 180-ე−1831, 185-ე−185​2, 187-ე, 187​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​3, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 7 დღის ვადაში.“.

8. 295-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 ნოემბერი 2021 წ.

N976-VIმს-Xმპ