დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3554 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/07/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 04/08/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.004.142 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 442 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 442. უკანონო სამედიცინო/საექიმო საქმიანობა
1. სამედიცინო საქმიანობა სახელმწიფო ნებართვის/ლიცენზიის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.“.
2. 445 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 445. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა
სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 1 500 ლარამდე.“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 447–449 მუხლები:
„მუხლი 447. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა
1. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 448. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სავალდებულო შეტყობინების გარეშე
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 449. სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა
1. სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1 000 ლარამდე.
3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ქმედება, ჩადენილი იურიდიული პირის მიერ, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1 000 ლარამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500-დან 2 000 ლარამდე.“.
4. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–449, 45-ე–491, 501–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–78-ე, 791–821, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 922, 94-ე, 95-ე, 964, 97-ე–1002, 103-ე–1051, 1054, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–152-ე, 1522–1531, 1533–1543, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.“.
5. 239-ე მუხლის 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„38. ამ კოდექსის 442, 445 და 447–449 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 21 ივლისი.
№3554–რს
დოკუმენტის კომენტარები