დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1056 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/02/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 17/03/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.001.727 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 444 მუხლი:
„მუხლი 444. არაიოდირებული მარილის რეალიზაცია, ვადაგასული იოდირებული მარილისა და ფალსიფიცირებული სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია
არაიოდირებული მარილის რეალიზაცია (გარდა „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ვადაგასული იოდირებული მარილის ან ფალსიფიცირებული სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტის იმპორტი ან რეალიზაცია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 2000 ლარამდე.“.
2. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51-ე ნაწილი:
„51. ამ კოდექსის 444 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სამსახურების უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 25 თებერვალი.
№1056–Iს
დოკუმენტის კომენტარები