საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6090-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.016702
  • Word
6090-Iს
26/04/2012
ვებგვერდი, 10/05/2012
020000000.05.001.016702
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-40 მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  ნაწილი:

„31 . ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273-ე მუხლით საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების) გასაჩივრების თვის დადგენილი 10 -დღიანი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 5 დღისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცემა საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების) გასაჩივრების მიუხედავად.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273-ე მუხლით საჯარიმო ქვითრის (დადგენილების) გასაჩივრებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 5 დღისა, თუ აღნიშნული ქვითარი არ არის გასაჩივრებული. საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ზემდგომი ორგანოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, ხოლო თუ დადგენილება გასაჩივრებულია სასამართლოში − პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2082  მუხლი:

    „მუხლი 2082 . „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და შესაბამისი ოქმის საფუძველზე იღებს დადგენილებას ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე.“.

3. 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება აღსრულდება მისი გამოტანის მომენტიდან. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას , თუ ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

4. 275-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დადგენილების აღსრულების საკითხის გადაწყვეტა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების, აგრეთვე ამ კოდექსის 2341  მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, გარდა ამ კოდექსის 26-ე და 32-ე მუხლებით გათვალისწინებული სახდელების გამოყენების შესახებ დადგენილებებისა, ამ მუხლის 11  ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე აკისრებენ ჯარიმას, რომელსაც ადგილზევე გადაახდევინებენ.“;

გ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11 . ამ კოდექსის 208-ე და 2082  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილებებ ის გასაჩივრება არ აჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების აღსრულებას. დადგენილების გასაჩივრებისას საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირს დაუბრუნდება ჯარიმისა და საურავის სახით, აგრეთვე ამავე კოდექსით დადგენილი წესით ქონებრივი ზარალის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხა.“.

5. 283-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 283. დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა

1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება აღსრულდება მისი გამოტანის მომენტიდან, თუ ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს დადგენილება აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ, გარდა დადგენილებისა სახდელის ზომად გაფრთხილების გამოყენების შესახებ, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე აკისრებენ ჯარიმ ს, რომელსაც ადგილზევე გადაახდევინებენ.

3. ამ კოდექსის 208-ე და 2082  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილებებ ის გასაჩივრება არ აჩერებს მათ აღსრულებას, თუ ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებ იძულებით აღსრულ ება ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

5. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებ ს აღსასრულებლად მი ქცევ დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი).“.

6. 2883  მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს დადგენილება აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ, გარდა ამ მუხლის 21  ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  ნაწილი:

„21 . ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.“.

7. 290-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში – საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში, ხოლო ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ან აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებიდან 30 დღეში. აღნიშნული ვადის დინება შეჩერდება დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 2341  მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის განუხილველად დატოვების თაობაზე შეტყობინების ჩაბარებამდე, გარდა ამ მუხლის 15  ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) 14  ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 15  ნაწილი:

„15 . ამ კოდექსის 208-ე და 2082  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილებებ ის გასაჩივრებ არ აჩერებს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის დინებას.“.

8. 311-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 311. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წესი და ვადები

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კოდექსით და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში სააღსრულებო დოკუმენტია .

3. ქონებრივი ზარალი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის ამ კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. ამ კოდექსის 208-ე და 2082  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილებებ ის გასაჩივრება არ აჩერებს ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დადგენილების ჩაბარებიდან ასათვლელი ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისათვის დადგენილი ვადის დინებას.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი           . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 26 აპრილი.

№6090- I