საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3465-XIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.021018
3465-XIIრს-Xმპ
12/07/2023
ვებგვერდი, 24/07/2023
020000000.05.001.021018
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 38-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით, 574, 63-ე, 66-ე, 662, 664 და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 მუხლით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, იმავე მუხლის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილებითა და 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.“.

2. 86-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები:

„21. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების და თევზის მოსაშენებელი კონსტრუქციის განთავსების წესის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

22. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“.

3. 119-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ფიზიკური პირის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1192 მუხლი:

„მუხლი 1192. ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება

1. ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის, ქალაქ ბათუმის, ქალაქ ქუთაისის ან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მართვა, რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, ან ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების აღნიშნული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მართვის შემთხვევაში მისი გამონაბოლქვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმებისთვის თავის არიდება ან შემოწმებაზე უარის თქმა –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2. ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომლის მართვაც ქალაქ თბილისის, ქალაქ ბათუმის, ქალაქ ქუთაისის ან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება და რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 15 დღეა გასული, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1 500 ლარის ოდენობით.

4. ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ბოლოს დადებული, ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 15 დღეა გასული, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 3 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

2. პირს, რომელსაც დაედო ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სახდელი, ამავე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 15 დღის განმავლობაში ჩადენისთვის არ შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სახდელი.

3. პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში იგი თავისუფლდება აღნიშნული პასუხისმგებლობისგან, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში სათანადო სატრანსპორტო საშუალებას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში ინსპექტირება ჩაუტარდება და ამ ინსპექტირების შედეგად დადგინდება, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას შეესაბამება. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისთვის ინსპექტირების ჩატარებას თავისი ხარჯით უზრუნველყოფს ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მფლობელი ან/და მესაკუთრე.

4. გზაზე შემოწმებას ექვემდებარება ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი ამ გამონაბოლქვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმას და ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.“.

5. 222-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581, 583, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 79მუხლით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებისა), 862, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 1192 და 1282−1286 მუხლებითა და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.

2. ამ კოდექსის 583, 59-ე, 64-ე და 641 მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 854 მუხლით, 86-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-9, მე-13, მე-17 და მე-20 ნაწილებით, 862, 872, 873, 893, 1192, 1282 და 1286 მუხლებითა და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე დაადოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“.

6. 239-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581−59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 79მუხლით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 862, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე, 1192 და 1282–1286 მუხლებითა და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“.

7. 240-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი პირი და სამართალდამრღვევი, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის ან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შედგენილი ოქმისა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა მათი არსებობის შემთხვევაში.“;

ბ) 22 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 ნაწილი:

„23. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა აღნიშნული დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მისი ამობეჭდვის შემთხვევაში. ამასთანავე, თუ სამართალდამრღვევს აქვს ახსნა-განმარტება, იგი ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს დაერთვის და მასში არ აღინიშნება.“.

8. 242-ე მუხლის 42 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. ამ კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი სამართალდამრღვევს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“.

9. 268-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა სავალდებულო არ არის, თუ საურავის დარიცხვის თაობაზე სამართალდამრღვევისთვის ან ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის ცნობილი გახდა ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-2, მე-4 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისთანავე.“.

10. 2884 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2884. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

სამართალდამრღვევმა საურავი უნდა გადაიხადოს მისთვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარებიდან 30 დღეში, ხოლო თუ საურავის დარიცხვის თაობაზე სამართალდამრღვევისთვის ან ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის ცნობილი გახდა ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-2, მე-4 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისთანავე – ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლიდან 30 დღეში.“.

11. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2908 მუხლი:

„მუხლი 2908. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება, აგრეთვე აღნიშნული დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ჩაბარება

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მის მიმართ გამოტანილ შესაბამის დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას უგზავნის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირს აღნიშნული დოკუმენტი პირადად გადაეცა.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნილი დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ვერ ჩაჰბარდა, გზავნილის მიმტანი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აბრუნებს. დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა განმეორებით ეგზავნება აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე).

3. დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ აღნიშნული პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გზავნილის ჩაბარებისას მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ ნაწილის მიზნისთვის პირის ოჯახის წევრში იგულისხმება მისი მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ, თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. აღნიშნული დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნების წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ჯარიმა მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. თუ ეს პირი მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 10 დღეში გადაიხდის აღნიშნული დადგენილებით/საჯარიმო ქვითრით გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას.

6. ამ კოდექსის 1192 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დაარიცხავს საურავს კანონით განსაზღვრული ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

7. ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ჰბარდება ამ მუხლით დადგენილი წესით (მათ შორის, ამ გადაწყვეტილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებით).

8. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მის მიმართ გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნამდე გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ აღნიშნულ დეპარტამენტს აქვს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ამ კოდექსის 1192 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მონაცემთა ბაზაში არსებული, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოსარგებლის ვინაობის შესახებ ინფორმაციის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი), აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის (მარკა, მოდელი, საწვავის ტიპი, გამოშვების წელი, რეგისტრაციის ნომერი, საქართველოში პირველადი რეგისტრაციის პერიოდი) აღნიშნული დეპარტამენტისთვის ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია, ეს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.

10. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში უფლებამოსილია სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან გამოითხოვოს სამართალდამრღვევის პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი). დაუშვებელია, ეს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.

11. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მის მიმართ გამოტანილ შესაბამის დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აბარებს პირადად, საქართველოში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ან თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით, ამ მუხლის სათანადო ნორმებით დადგენილი წესით.

12. ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირი ვალდებულია აღნიშნული ჯარიმა ან საურავი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას გადაიხადოს.

13. ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შეიძლება საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის 21 ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადების 6-თვიანი ვადა ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი, შესაბამისი ჯარიმის დაკისრების ვადა ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის გასული არ არის.

2. საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 4 სექტემბრამდე დაადგინოს ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სათანადო ნორმების შესასრულებლად საჭირო სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმა და ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმების წესი.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2023 წლის 4 სექტემბრამდე დაადგინოს ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სათანადო ნორმების შესასრულებლად საჭირო, შესაბამისი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნების წესი.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3−მე-11 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3−მე-11 ნაწილები ამოქმედდეს 2023 წლის 4 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

12 ივლისი 2023 წ.

N3465-XIIრს-Xმპ