დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს შრომის კანონთა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1025 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 31/10/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 45, 21/11/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 270.000.000.05.001.000.282 |
საქართველოს კანონი
საქართველოს შრომის კანონთა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
(ამონარიდი)
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
II. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421), 42-ე და 215-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42. შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა
საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (მიუხედავად მისი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) თანამდებობის პირის მიერ შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა, _
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, _
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორას მინიმალურ ოდენობამდე“.
„მუხლი 215. შრომის სახელმწიფო ინსპექტორები
შრომის სახელმწიფო ინსპექტორები განიხილავენ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ:
ა) შრომის მთავარ სახელმწიფო ინსპექტორს _ დაჯარიმებისა შრომის ანაზღაურების ორას მინიმალურ ოდენობამდე;
ბ) შრომის სახელმწიფო ინსპექტორებს _ დაჯარიმებისა შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე“.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 31 ოქტომბერი.
№1025_Iს
დოკუმენტის კომენტარები