საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2299
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40(47), 11/08/1999
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2000
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
2299
22/07/1999
სსმ, 40(47), 11/08/1999
0000.00.00.000000
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 

  საქართველოს პარლამენტი ადგენს :

I. “ საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ საქართველოს კანონში ( საქართველოს პარლამენტის უწყებანი , 29-30/5, 11 დეკემბერი , 1996 წელი ) შეტანილ იქნეს შემდეგი   ცვლილება და დამატებები :

1. მე -9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ”  ქვეპუნქტი :

) ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე ) მოტორული ბენზინის , ტეტრაეთილტყვიის , აგრეთვე ფალსიფიცირებული ( არასტანდარტული ) საყოფა ­ ცხოვ ­ რებო - კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტში ან რეალიზა ­ ციაში ( იმპორტში ტეტრაეთილტყვიის ინვესტირება დაიშვება მხოლოდ წარმოების ტექნოლოგიით ნებადართულ აუცილებელ შემთხვევებში )”.

2. მე -17 მუხლის პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -2 _ 4 პუნქტები :

“2. ამ კანონის მე -9 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის ამოქმედებამდე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების , დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებმა უზრუნველყონ მოსამზადებელი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კონტროლი და კოორდინაცია .

3. მოსამზადებელი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება დაევალოს საქართველოს სათბობ - ენერგეტიკის , გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის , შინაგან საქმეთა , ეკონომიკის სამინისტროებს , საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტსა და საქსტანდარტს ”. “ საქსტანდარტმა ” 1999 წლის 1 სექტემბრამდე შეიმუშაოს საყოფა ­ ცხოვ ­ რებო - კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის სათანადო სტანდარტები .

4. ამ კანონის მე -9 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის მოთხოვნათა განხორციელებას უზრუნველყოფენ საქსტანდარტი და სახელმწიფო მმართველობის სხვა უფლებამოსილი ორგანოები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში .”.

II. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ( საქ . სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები , 1984 ., 12, მუხ . 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები :

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 912 მუხლი :

  ` მუხლი 912. საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე ) მოტორული ბენზინის , ტეტრაეთილტყვიის , აგრეთვე ფალსიფიცირებული საყოფა ­ ცხოვ ­ რებო - კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი ან რეალიზა ­ ცია

საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე ) მოტორული ბენზინის , ტეტრაეთილტყვიის , აგრეთვე ფალსიფიცირებული საყოფა ­ ცხოვ ­ რებო - კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი ან რეალიზა ­ ცია , _

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ათიდან ასმაგ ოდენობამდე , პროდუქციის კონფისკაციით . ~

2.  239- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29- ნაწილი :

“912 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამარ ­ თალდარ ­­ ღვევათა ოქმს ადგენს   “ საქსტანდარტი ”, აგრეთვე შინაგან საქმეთა ( ეკოპოლიცია ), გარემოს დაცვის , საბაჟო ორგანოები კანონით უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე ”.

III. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ( საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები , 1961 .,   1, მუხ . 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1721 მუხლი :

  “ მუხლი 1721. საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე ) მოტორული ბენზინის , ტეტრაეთილტყვიის , აგრეთვე ფალსიფიცირებული   საყოფა ­ ცხოვ ­ რებო - კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი ან რეალიზა ­ ცია

საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე ) მოტორული ბენზინის , ტეტრაეთილტყვიის , აგრეთვე ფალსიფიცირებული საყოფა ­ ცხოვ ­ რებო - კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი ან რეალიზა ­ ცია , ჩადენილი ადმი ­­­ ნის ­ ტრა ­ ციული ზემოქმედების ღონის ­ ძიების გამოყენების შემდეგ , _

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ   წლამდე .

საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე ) მოტორული ბენზინის , ტეტრაეთილტყვიის , აგრეთვე ფალსიფიცირებული საყოფა ­ ცხოვ ­ რებო - კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი ან რეალიზა ­ ცია დიდი ოდენობით , _

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით   ერთიდან ორ წლამდე .

ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება , ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ ან სხვა დამამძიმებელ გარემოებებში , _

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე .

შენიშვნა : ამ მუხლით გათვალისწინებულ დიდ ოდენობად ჩაითვლე ­ ბა 30 ტონაზე მეტი მოტორული ბენზინი და თხევადი გაზი და 10 ლიტრზე მეტი ტეტრაეთილტყვია .”

IV. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან , ხოლო პირველი მუხლის მე -2 პუნქტის პირველი და მე -2 აბზაცები _ გამოქვეყნებისთანავე .

 

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე .

თბილისი ,

1999 წლის 22 ივლისი .

#2299- რს