დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1443 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/06/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 23-24, 30/06/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.370 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 119-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სატრანსპორტო საშუალება ან“.
2. 122-ე მუხლში სიტყვების „სამართავად გადაცემა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე, თუ სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის დადგენილი წესით”.
3. 134-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვების „პირობების დარღვევა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „პლაკატების, ტრანსპარანტების, აფიშების, სარეკლამო ფირნიშებისა და არასტანდარტული საგზაო ნიშნების უნებართვოდ განთავსება“.
4. 249-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლს საქმეზე დადგენილების გამოტანამდე ჩამოერთმევა მძღოლის მოწმობა და მიეცემა სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა, რის შესახებაც კეთდება ჩანაწერი სამართალდარღვევის ოქმში. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების გამოტანის შემთხვევაში მძღოლს მოწმობა არ დაუბრუნდება, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების (გაპროტესტების) შემთხვევაში მართვის დროებითი ნებართვის მოქმედება გაგრძელდება საჩივარზე (პროტესტზე) გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადით“.
5. 287-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „სამი“ შეიცვალოს სიტყვით „ექვსი“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 12 ივნისი.
№1443_IIს
დოკუმენტის კომენტარები