დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 161 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 15/12/1984 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12-ის დანართი, 31/12/1984 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.010 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (05/05/2000 - 14/06/2000)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილება
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ 1985 წლის 1 ივნისიდან.
2. დაევალოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს დაადგინოს საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების წესი და საქართველოს სსრ კანონმდებლობა შეუსაბამოს ამ კოდექსს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი
თბილისი,
1984 წლის 15 დეკემბერი.
№161– Xს
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
კარი I
ზოგადი დებულებანი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანები
ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანაა საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა, მოქალაქეთა აღზრდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ზუსტი და განუხრელი დაცვის, სხვა მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით .
ამ ამოცანის განსახორციელებლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან .
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 3. (ამოღებულია)
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 4. (ამოღებულია)
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 5. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ კომპეტენცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში
აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ გამგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება:
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე, თუ ისინი მოწესრიგებული არ არიან ამ კოდექსით, აგრეთვე სტიქიურ უბედურებასა და ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებზე;
წესების დადგენა, რომელთა დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 86-ე, 102-ე, 148-ე, 157-ე მუხლებით.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 6. (ამოღებულია)
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილება
სახელმწიფო ორგანოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების, მათი ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენისა და აღკვეთის, მოქალაქეთა მაღალი შეგნებულობისა და დისციპლინის, კანონების მკაცრი დაცვის სულისკვეთებით აღზრდის ღონისძიებებს.
სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად უზრუნველყოფენ კანონების შესრულებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უფლებების დაცვას, თავიანთ ტერიტორიაზე კოორდინაციას უწევენ ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოს მუშაობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად, ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა ორგანოების საქმიანობას, რომელთა მოვალეობაა ებრძოლონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფა
არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე.
საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომების შეფარდებისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვას უზრუნველყოფს ზემდგომი ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მხრივ სისტემატური კონტროლი, საპროკურორო ზედამხედველობა, გასაჩივრების უფლება, კანონმდებლობით დადგენილი სხვა საშუალებები.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
კარი II
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
I. ზოგადი ნაწილი
თავი 2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
მუხლი 10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 11. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განზრახ ჩადენა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განზრახ ჩადენილად ჩაითვლება, თუ მის ჩამდენს შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და სურდა ისინი ან შეგნებულად უშვებდა მათ.
მუხლი 12. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გაუფრთხილებლობით ჩადენა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ისინი.
მუხლი 13. ასაკი, რომლის მიღწევის შემდეგ დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ პირთ.
მუხლი 14. (ამოღებულია)
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 15. თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა
თანამდებობის პირებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც დაკავშირებულია მმართველობის წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის, ბუნების, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დადგენილი წესებისა და სხვა იმ წესების დაუცველობასთან, რომელთა შესრულების უზრუნველყოფა მათი სამსახურებრივი მოვალეობაა.
მუხლი 16. სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა იმ პირთა პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა ჩადენისათვის, რომლებზეც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა მოქმედება
სამხედრო მოსამსახურეებსა და შეკრებაზე გაწვეულ სამხედრო ვალდებულებს, აგრეთვე შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითთა და უფროსთა შემადგენლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით. საგზაო მოძრაობის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის, საბაჟო წესების დარღვევისა და კონტრაბანდისათვის მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაოები და ადმინისტრაციული პატიმრობა.
სხვა პირებს, ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილთა გარდა, რომლებზეც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა ან დისციპლინის შესახებ სპეციალურ დებულებათა მოქმედება, უშუალოდ ამ წესდებებითა და დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე.
ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებში ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ შესაბამის ორგანოებს ბრალეულთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად.
მუხლი 17. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პასუხისმგებლობა
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, საერთო საფუძველზე. საქართველოს ტერიტორიაზე იმ უცხოელ მოქალაქეთა მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც მოქმედი კანონების და საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად სარგებლობენ იმუნიტეტით საქართველოს ადმინისტრაციული იურისდიქციის მიმართ, გადაწყდება დიპლომატიური გზით.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 18. უკიდურესი აუცილებლობა
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც, თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი იმ საფრთხის ასაცდენად, რაც ემუქრებოდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ წესრიგს, საკუთრებას, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მმართველობის დადგენის წესს, თუ მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა ამ საფრთხის აცდენა სხვა საშუალებებით და თუ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე აცდენილი ზიანი.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 19. აუცილებელი მოგერიება
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც, თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვისას ხელმყოფისათვის ზიანის მიყენების გზით, თუ ამასთან გადაცილებული არ იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლები.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 20. შეურაცხადობა
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელიც კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ან უმოქმედობის დროს იმყოფებოდა შეურაცხად მდგომარეობაში, ესე იგი არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის ან ეხელმძღვანელა ამ მოქმედებისათვის ქრონიკული სულიერი დაავადების, სულიერი მდგომარეობის დროებითი მოშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ავადმყოფური მდგომარეობის გამო.
მუხლი 21. ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა მასალების გადაცემა ამხანაგური სასამართლოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის განსახილველად
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მასალები განსახილველად გადაეცემა ამხანაგურ სასამართლოს, საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან შრომით კოლექტივს, თუ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით მიზანშეწონილია მას შეეფარდოს საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომა.
ამ კოდექსის 50-ე, 119-ე, 122-ე, 126-ე, 155-ე, 159-ე, 161-ე, 170-ე, 171-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩამდენთა მიმართ გამოყენებული საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომების შესახებ ადმინისტრაცია საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილი ამხანაგური სასამართლო ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოვალენი არიან ათი დღის ვადაში აცნობონ მასალების გამომგზავნ ორგანოს (თანამდებობის პირს).
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 22. მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა
თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
თავი 3
ადმინისტრაციული სახდელი
მუხლი 23. ადმინისტრაციული სახდელის მიზნები
ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 24. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:
1) გაფრთხილება;
2) ჯარიმა;
3) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღს, უშუალო ობიექტს ან საბაჟო წესების დარღვევის საგანს, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალებას წარმოადგენდა;
4) იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღს, უშუალო ობიექტს ან საბაჟო წესების დარღვევის საგანს, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალებას წარმოადგენდა;
5) მოქალაქისათვის მინიჭებული სპეციალური უფლების (სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, ნადირობის უფლება) ჩამორთმევა;
6) გამასწორებელი სამუშაოები;
7) ადმინისტრაციული პატიმრობა.
საქართველოს კანონებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სსრ კავშირის ფარგლებიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის იმ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ადმინისტრაციული გაძევება, რომლებიც უხეშად არღვევენ მართლწესრიგს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988 წ., მუხ.201
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №285 – სსმ I, №18, 15.05.2000წ., მუხ.47
მუხლი 25. ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები
საგნების სასყიდლით ჩამორთმევა და კონფისკაცია, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღს ან უშუალო ობიექტს წარმოადგენდნენ, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით. გაფრთხილება, ჯარიმა, სპეციალური უფლების ჩამორთმევა, გამასწორებელი სამუშაოები, ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი.
ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეიძლება დადებული იქნეს ძირითადი ან ძირითადი და დამატებითი სახდელი.
მუხლი 26. გაფრთხილება
გაფრთხილება, როგორც ადმინისტრაციული სახდელის ზომა, გამოაქვთ წერილობითი ფორმით. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაფრთხილება გაფორმდება სხვა დადგენილი წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72
მუხლი 27. ჯარიმა
მოქალაქეებისათვის და თანამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ერთ მეასედზე ნაკლები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №1306 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1987 წ., მუხ.152
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988 წ., მუხ.201
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991 წ., მუხ.450
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 28. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო
იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საბაჟო წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, მდგომარეობს მის იძულებით ჩამორთმევასა და შემდგომ რეალიზაციაში, ნავაჭრი თანხის ყოფილი მესაკუთრისათვის გადაცემით, ჩამორთმეული საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაქვითვით.
ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები არ შეიძლება სასყიდლით ჩამოერთვას იმ პირს, ვისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
სასყიდლით ჩამორთმევის შეფარდების წესსა და ჩამოსართმევი საგნების სახეობებს ადგენს ეს კოდექსი და საქართველოს სხვა კანონმდებლობა.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №285 – სსმ I, №18, 15.05.2000წ., მუხ.47
მუხლი 29. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო
იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საბაჟო წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, მდგომარეობს ამ საგნის სახელმწიფო საკუთრებად იძულებით უსასყიდლო გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირადი საკუთრების საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების, ნადირობის სხვა იარაღების კონფისკაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირთა მიმართ, ვისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
კონფისკაციის გამოყენების წესს, იმ საგნების ნუსხას, რომლებიც კონფისკაციას არ ექვემდებარება, ადგენს ეს კოდექსი და საქართველოს სხვა კანონმდებლობა.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №285 – სსმ I, №18, 15.05.2000წ., მუხ.47
მუხლი 30. მოქალაქისათვის მინიჭებული სპეციალური უფლების ჩამორთმევა
მოქალაქეს მინიჭებული სპეციალური უფლება (სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, ნადირობის უფლება) ჩამოერთმევა სამ წლამდე ვადით ამ უფლებით სარგებლობის წესის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის. ასეთი უფლების ჩამორთმევის ვადა არ შეიძლება იყოს თხუთმეტ დღეზე ნაკლები, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება არ შეიძლება ჩამოერთვათ იმ პირთ, რომლებიც აღნიშნული საშუალებებით სარგებლობენ ინვალიდობის გამო, იმ შემთხვევების გარდა, როცა სატრანსპორტო საშუალებას მართავდნენ ნასვამ მდგომარეობაში.
ნადირობის უფლება არ შეიძლება ჩამოერთვას იმ პირს, ვისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 31. გამასწორებელი სამუშაოები
გამასწორებელი სამუშაოები გამოიყენება ექვს თვემდე ვადით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა უნდა მოიხადოს მუდმივ სამუშაო ადგილზე. ამასთან, სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასიდან დაექვითება ოც პროცენტამდე. გამასწორებელ სამუშაოებს შეუფარდებს რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე, ადმინისტრაციული მოსამართლე. გამასწორებელი სამუშაოს ვადა არ შეიძლება იყოს თხუთმეტ დღეზე ნაკლები, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 32. ადმინისტრაციული პატიმრობა
ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ცალკეულ სახეობათა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ოცდაათ დღე-ღამემდე ვადით. ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლო (სახალხო მოსამართლე).
ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოთ ორსულ ქალებს, დედებს, რომლებსაც ჰყავთ თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვები, თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
თავი 4
ადმინისტრაციული სახდელის დადება
მუხლი 33. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადების ზოგადი წესები
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.
სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 34. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება:
1) ბრალეულის გულწრფელი მონანიება;
2) ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება;
3) სამართალდარღვევის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების გავლენით, ან მძიმე პირად თუ ოჯახურ გარემოებათა დამთხვევის გამო;
4) სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიერ;
5) სამართალდარღვევის ჩადენა ორსული ქალის ან იმ ქალის მიერ, რომელსაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს.
საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც. ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 35. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება:
1) მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად;
2) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი, სამართალდარღვევის ჩადენა წინათ დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ;
3) არასრულწლოვნის ჩაბმა სამართალდარღვევაში;
4) სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ;
5) სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების პირობებში სხვა საგანგებო გარემოებათა დროს;
6) სამართალდარღვევის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში, ადმინისტრაციული სახდელის დამდებ ორგანოს (თანამდებობის პირს) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათის კვალობაზე შეუძლია არ ცნოს ეს გარემოება დამამძიმებლად.
მუხლი 36. ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის
ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითეული სამართალდარღვევისთვის ცალ-ცალკე.
თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევებისათვის. ამ შემთხვევაში ძირითად სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი სახდელთაგანი, რომლებსაც ითვალისწინებენ რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლები.
მუხლი 37. ადმინისტრაციული სახდელის ვადების გამოანგარიშება
ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა გამოიანგარიშება დღე-ღამით, გამასწორებელი სამუშაოების – თვეებით ან დღეებით, სპეციალური უფლების ჩამორთმევისა – წლებით, თვეებით ან დღეებით.
მუხლი 38. ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები
ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის ან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ როცა დამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ერთი თვისა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
ამ მუხლში აღნიშნული ვადები არ ვრცელდება საბაჟო კოდექსის საფუძველზე კონტრაბანდის საგნების კონფისკაციის, აგრეთვე ამ კოდექსის 1738 მუხლით გათვალისწინებული სახდელის შეფარდებისას.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83
მუხლი 39. ვადა, რომლის გასვლის შემდეგ პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად
თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად.
მუხლი 40. მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრება
თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა მოქალაქეს, საწარმოს, დაწესებულებას ან ორგანიზაციას, მაშინ სახალხო მოსამართლეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას უფლება აქვთ იმავდროულად გადაწყვიტონ საკითხი ბრალეულის მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ, ზარალის ოდენობის მიუხედავად. სხვა შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების საკითხი წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
მუხლი 41. იმ მოვალეობის შესრულება, რომლის შეუსრულებლობისათვის შეფარდებული იყო ადმინისტრაციული სახდელი
ადმინისტრაციული სახდელის დადება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს იმ მოვალეობის შესრულებისაგან, რომლის შეუსრულებლობისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი.
II. განსაკუთრებული ნაწილი
თავი 5
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები შრომის დაცვისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის დარგში
მუხლი 42. შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა
საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (მიუხედავად მისი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) თანამდებობის პირის მიერ შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორას მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი №1025 – პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997წ., გვ. 45
მუხლი 421. კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების პროცედურებში მონაწილეობისათვის თავის არიდება
დამსაქმებელთა წარმომადგენლების მიერ მუშაკთა მოთხოვნით სოციალურ-შრომითი ურთიერთობების საკითხებზე შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობის მიუღებლობა, კრების (კონფერენციის) ჩასატარებლად შესაფერისი ადგილის გამოყოფაზე უარის თქმა ან მისი ჩატარებისათვის ხელის შეშლა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.
საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1682 – სსმ I, №4, 20.11.1998წ., მუხ.39
მუხლი 422. კოლექტიურ შრომით დავაში მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობა
დამსაქმებელთა წარმომადგენლების მიერ კოლექტიურ შრომით დავაში მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.
საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1682 – სსმ I, №4, 20.11.1998წ., მუხ.39
მუხლი 43. სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევა
სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევა (გარდა ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესებისა და ნორმებისა), –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ექვს მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 44. სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების დარღვევა ტრანსპორტზე
რკინიგზისა და საზღვაო ტრანსპორტზე დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობობის პირთა – შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე.
საჰაერო ტრანსპორტზე დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 441. ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების წარმოებისა და რეალიზაციის წესების დარღვევა
ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების წარმოებისა და რეალიზაციის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.
იგივე მოქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2382 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.221
მუხლი 45. ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ანდა ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე
ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთიდან ექვს თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომების გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, – ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე.
შენიშვნა: პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რაც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან რასაც ის ინახავდა გასაღების მიზნის გარეშე, აგრეთვე რომელმაც ნებაყოფლობით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედობისათვის.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №1426 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.223
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 46. ვენერიული სენის შეყრის წყაროს და ავადმყოფთა ისეთი კონტაქტების დაფარვა, რომლებიც სენის შეყრის საშიშროებას ქმნიან
ვენერიული სენით დაავადებულთა მიერ დაავადების წყაროს დაფარვა, აგრეთვე იმ პირთა დაფარვა, რომლებთანაც ისეთი კონტაქტები ჰქონდათ, რაც ვენერიული სენის შეყრის საშიშროებას ქმნის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
თავი 6
სოციალისტური საკუთრების ხელმყოფი ადმინიტრაციული სამართალდარღვევები
მუხლი 47. წიაღის სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევა
ისეთი გარიგების დადება, რომელიც აშკარად თუ ფარულად არღვევს წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან სამოც მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების სამოციდან ოთხმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1996 წლის 12 ნოემბრის კანონი №478 – პარლამენტის უწყებანი, №31-32/6, 25.12.1996წ., გვ.11
მუხლი 48. წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევა
წყლის ობიექტების თვითნებურად დაკავება, თვითნებური წყალსარგებლობა, წყალსარგებლობის უფლების დათმობა, აგრეთვე სხვა გარიგებანი, რომლებიც აშკარა თუ ფარული ფორმით არღვევენ წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ექვს მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 49. ტყის სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევა
ტყითსარგებლობის უფლების თვითნებური დათმობა, აგრეთვე სხვა გარიგებანი, რომლებიც აშკარა თუ ფარული ფორმით არღვევენ ტყის სახელმწიფო საკუთრების უფლებას, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ექვს მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 491. ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევა
ცხოველთა სამყაროს ობიექტებით (გარდა კერძო საკუთრებაში დაშვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა) სარგებლობის უფლების თვითნებური დათმობა, აგრეთვე სხვა გარიგებანი, რომლებიც აშკარად თუ ფარულად არღვევენ ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ოთხმოც ლარამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 50. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცება
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცება ქურდობის, მითვისების, გაფლანგვის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ანდა თაღლითობის გზით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ექვს თვემდე ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით.
შენიშვნა: სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცება ჩაითვლება წვრილმანად, თუ გატაცებულის ღირებულება არ აღემატება შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობას. ამასთან გატაცებულის ღირებულების გარდა გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე გატაცებული ნივთების რაოდენობა ნატურით (წონა, მოცულობა) და მათი მნიშვნელობა სახალხო მეურნეობისათვის.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 501. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისაგან თავის არიდება
საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისაგან თავის არიდება იმ პირის მიერ, რომელიც სასამართლოს განაჩენით ან გადაწყვეტილებით მოვალეა აანაზღაუროს ასეთი ზარალი, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
თავი 7
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის დარგში
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 51. მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-შენახვისა და სამელიორაციო სამუშაოთა ჩაუტარებლობის, აგრეთვე რეკულტივაციის, ქარისმიერი, წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან ნიადაგის დაცვის მიწათმოსარგებლეზე დამოკიდებელი სავალდებულო ღონისძიებების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 163
მუხლი 511. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწების არამიზნობრივი გამოყენება
დაცული ტერიტორიების მართვისა და დაცვისათვის უშუალოდ პასუხისმგებელ პირთა მიერ დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწების არა იმ მიზნით გამოყენება, რისთვისაც ისინი გამოიყო, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 512. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა
მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება, რაც დაკავშირებული არ არის დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 163
მუხლი 513. სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა
სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ლარამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან სამი ათას ხუთას ლარამდე.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1981 – სსმ I, №19(26), 04.06.1999წ., მუხ.77
მუხლი 52. მიწის გაფუჭება საწარმოო და სხვა ნარჩენებით, ჩამდინარე წყლით მისი დაბინძურება
მიწის გაფუჭება საწარმოო და სხვა ნარჩენებით, ჩამდინარე წყლით მისი დაბინძურება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 163
მუხლი 53. დროებით დაკავებული მიწის თავის დროზე დაუბრუნებლობა ან დანიშნულებისამებრ მისი ვარგის მდგომარეობაში მოყვანის მოვალეობის შეუსრულებლობა
დროებით დაკავებული მიწის თავის დროზე დაუბრუნებლობა ან დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად მისი ვარგის მდგომარეობაში მოყვანის მოვალეობის შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 163
მუხლი 531. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მოქცეული, დროებით დაკავებული მიწების დროულად დაუბრუნებლობა
დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მოქცეული, დროებით დაკავებული მიწების დროულად დაუბრუნებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 532. მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენება
მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.
მუხლი 533. მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა
მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ექვსასიდან შვიდას ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასიდან ორი ათას ხუთას ლარამდე.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1981 – სსმ I, №19(26), 04.06.1999წ., მუხ.77
მუხლი 54. მიწის გამოყენებისა და დაცვის შესახებ პროექტისაგან სათანადო ნებართვის გარეშე გადახვევა
მიწის გამოყენებისა და დაცვის შესახებ პროექტისაგან სათანადო ნებართვის გარეშე გადახვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 163
მუხლი 541. მიწის კანონმდებლობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დადგენილი წესით მიცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა
მიწის კანონმდებლობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დადგენილი წესით მიცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ექვსასიდან შვიდას ლარამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასიდან ორი ათას ხუთას ლარამდე.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1981 – სსმ I, №19(26), 04.06.1999წ., მუხ.77
მუხლი 55. სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებურად შეცვლა
მიწათსარგებლობის საზღვრების სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან შვიდას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ათი დღის ვადით, საზღვრის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანით.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 163
მუხლი 551. მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობა
მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორი ათას ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 163
მუხლი 552. სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა
სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორი ათას ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან სამი ათას ხუთას ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 163
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1981 – სსმ I, №19(26), 04.06.1999წ., მუხ.77
მუხლი 553. მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა
მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის, შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 554. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა
დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათ ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ოც ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 56. წიაღის დაცვის მოთხოვნათა დარღვევა
წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობების თვითნებურად განაშენიანება, წიაღის დაცვის, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე გავლენისაგან ბუნებრივი გარემოს, შენობებისა და ნაგებობების დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობა, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს სხვადასხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების ლიკვიდაციისა და კონსერვაციის, მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ნიადაგის რეკულტივაციის წესების და ნორმების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ას ათიდან ას ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1996 წლის 12 ნოემბრის კანონი №478 – პარლამენტის უწყებანი, №31-32/6, 25.12.1996წ., გვ.11
მუხლი 561. (ამოღებულია)
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 562. (ამოღებულია)

მუხლი 57. წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოების მოთხოვნების დარღვევა
წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ან მოჰყვა მიწისქვეშა წყლებზე დაკვირვების სარეჟიმო ჭაბურღილების, სამარკშეიდერო და გეოდეზიური ნიშნების მოსპობა ან დაზიანება, ისტორიისა და კულტურის ძეგლების, მათი ტერიტორიების და დაცული ზონების ხელყოფა, გეოლოგიური ინფორმაციის საკუთრების უფლების დარღვევა, წიაღის შესახებ დაგვიანებული ან ცრუ ინფორმაციის შეგნებულად მიწოდება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1996 წლის 12 ნოემბრის კანონი №478 – პარლამენტის უწყებანი, №31-32/6, 25.12.1996წ., გვ.11
მუხლი 571. წიაღით თვითნებურად სარგებლობა
წიაღით თვითნებურად სარგებლობა, ესე იგი, წიაღით სარგებლობა სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე, ან წიაღით სარგებლობა ნებართვით (ლიცენზიით) გამოყოფილი სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის ფარგლებს გარეთ, ანდა წიაღით სარგებლობა აუცილებელი სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს 1996 წლის 12 ნოემბრის კანონი №478 – პარლამენტის უწყებანი, №31-32/6, 25.12.1996წ., გვ.11
მუხლი 572. წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევა
წიაღით სარგებლობის ნორმების, აგრეთვე წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამოცდაათი მინიმალური ოდენობით, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ასი მინიმალური ოდენობით.
საქართველოს 1996 წლის 12 ნოემბრის კანონი №478 – პარლამენტის უწყებანი, №31-32/6, 25.12.1996წ., გვ.11
მუხლი 58. წიაღის რესურსების დაცვის წესების დარღვევა
წყლის გაჭუჭყიანება ან დანაგვიანება წყალშემკრებებში წყალდაცვის რეჟიმის დარღვევა, რაც იწვევს მათ გაჭუჭყიანებას, ნიადაგის წყლისმიერ ეროზიასა და სხვა მავნე მოვლენებს, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოც მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორმოც მინიმალურ ოდენობამდე.
ისეთი საწარმოების, კომუნალური და სხვა ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომლებიც აღჭურვილი არ არიან წყლის გაჭუჭყიანების, დანაგვიანების და წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებისათვის საჭირო ნაგებობებითა და მოწყობილობებით, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოც მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 59. სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებისა და მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოვალეობათა შეუსრულებლობა
გემის ან სხვა მცურავი საშუალებების კაპიტნის მეთაურთა შემადგენლობის სხვა პირთა მიერ სახომალდო დოკუმენტებში ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებთან ანდა დადგენილი ნორმების გადამეტებით ასეთ ნივთიერებათა შემცვლელ მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა, აღნიშნულ პირთა მიერ სახომალდო დოკუმენტებში არასწორი ჩანაწერების შეტანა ამ ოპერაციების შესახებ ან შესაბამისი თანამდებობის პირთათვის ამ დოკუმენტების წარდგენაზე უკანონოდ უარის თქმა, –
გამოიწვევს დაჯარიმების შრომის ანაზღაურების ორიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 60. წყალსარგებლობის წესების დარღვევა
წყალსარგებლობის გეგმების დარღვევით წყლის აღება, ჰიდროტექნიკური სამუშაოების თვითნებურად წარმოება, წყლის (მოპოვებული ან წყლის ობიექტიდან გაყვანილი) უყაირათო გამოყენება, წყლის ობიექტიდან ამოღებული და მათში ჩაშვებული წყლის რაოდენობისა და ხარისხის განსაზღვრის პირველადი აღრიცხვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმების შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 61. წყალსამეურნეო ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა
წყალსამეურნეო ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე.
წყალსამეურნეო ნაგებობებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 62. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების უკანონო გამოყენება
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ნაკვეთების ამოსაძირკვად, ნაგებობათა ასაშენებლად, მერქნის გადასამუშავებლად, საწყობების მოსაწყობად და ა.შ. გამოიყენება ამ ნაკვეთების გამოყენებაზე სათანადო ნებართვის მიუღებლად, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 63. ტყეკაფის ფონდის გამოყენების, მერქნის დამზადებისა და გამოზიდვის, ფისის დამზადების დადგენილი წესების დარღვევა
ტყეკაფის ფონდის გამოყენების, მერქნის დამზადებისა და გამოზიდვის, ფისის დამზადების დადგენილი წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 631. ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის, აღკვეთილის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილი ზონის, დაცული ლანდშაფტის, ბიოსფერული რეზერვატის ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონის ტერიტორიების ტყის ფონდის მიწებზე არსებულ ტყეებში ტყეკაფის ფონდის გამოყოფის, გამოყენებისა და ტყითსარგებლობის წესების დარღვევა
ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის, აღკვეთილის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილი ზონის, დაცული ლანდშაფტის, ბიოსფერული რეზერვატის ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონის ტერიტორიების ტყის ფონდის მიწებზე არსებულ ტყეებში ტყეკაფის ფონდის გამოყოფის, გამოყენებისა და ტყითსარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოციდან ოთხმოც ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 64. ხეებისა და ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და დაზიანება, ტყის კულტურებისა და ნორჩი ტყის მოსპობა და დაზიანება
ხეებისა და ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და დაზიანება, ტყის კულტურების, ტყის სანერგეებსა და პლანტაციებში ნათესარების ან ნერგების, აგრეთვე ტყის აღდგენისათვის განკუთვნილ ფართობზე ბუნებრივი წარმოშობის ნორჩი ტყისა და აღმონაცენის მოსპობა ან დაზიანება, –
გამოიწვევს მოაქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 641. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება
დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოც ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სახეობების მიმართ, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ოთხმოც ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 65. ტყეებში მოზარდ მცენარეთა მოსპობა ან დაზიანება
ტყეებში მოზარდ მცენარეთა მოსპობა ან დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 66. ტყითსარგებლობის განხორციელება ტყესაჭრელი ბარათით (ორდერით) ან ტყის ბარათით გაუთვალისწინებელი მიზნებისა და მოთხოვნებისათვის
ტყითსარგებლობის განხორციელება ტყესაჭრელი ბარათით (ორდერით) ან ტყის ბარათით გაუთვალისწინებელი მიზნებისა და მოთხოვნებისათვის, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 67. ტყეების აღდგენისა და გაუმჯობესების, მწიფე მერქნის რესურსების გამოყენების წესების დარღვევა
ტყეების აღდგენის, მდგომარეობისა და ჯიშობრივი შედგენილობის გაუმჯობესების, მათი პროდუქტიულობის გადიდების, აგრეთვე მწიფე მერქნის რესურსების გამოყენების წესებისა და ინსტრუქციების დარღვევა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 671. ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვისა და აღდგენის ზონებში, აღკვეთილსა და ბიოსფერული რეზერვატის ბუნების მართვადი დაცვისა (მანიპულაციების) და აღდგენის ზონებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების აღდგენისა და მდგომარეობის გაუმჯობესების წესების დარღვევა
ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვისა და აღდგენის ზონებში, აღკვეთილსა და ბიოსფერული რეზერვატის ბუნების მართვადი დაცვისა (მანიპულაციების) და აღდგენის ზონებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების აღდგენისა და მდგომარეობის გაუმჯობესების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ას ორმოცდაათ ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 68. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე სათიბი და საძოვარი სავარგულების დაზიანება
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე სათიბი და საძოვარი სავარგულების დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა, – შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.
დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში სათიბი და საძოვარი სავარგულების დაზიანება და ძოვების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათ ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან სამოც ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 69. გარემოს დაცვის ნორმების დარღვევა
გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ოთხმოც ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამოციდან ას ოც ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 691. პრივატიზაციის პროცესში გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევა
პრივატიზაციის პროცესში გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 692. გარემოსდაცვითი საქმიანობის ლიცენზირების წესის დარღვევა
გარემოსდაცვითი საქმიანობის ლიცენზირების წესის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 693. გარემოზე მავნე ზემოქმედებისათვის ლიცენზირების წესის დარღვევა
გარემოზე მავნე ზემოქმედებისათვის ლიცენზირების წესის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ორმოცდაათ ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 694. გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევა სამეურნეო ობიექტის ექსპლუატაციაში გადაცემისას
გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევა სამეურნეო ობიექტის ექსპლუატაციაში გადაცემისას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 695. გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევა სამეურნეო ობიექტის ლიკვიდაციისას
გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევა სამეურნეო ობიექტის ლიკვიდაციისას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 70. (ამოღებულია)
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 71. ტყეების დაზიანება ჩამდინარე წყლებით, ქიმიური ნივთიერებებით, მავნე ამონაფრქვევით, ნაგვითა და ნარჩენებით
ტყეების დაზიანება ჩამდინარე წყლებით, ქიმიური ნივთიერებებით, სამრეწველო და კომუნალურ-საყოფაცხოვრებო ამონაფრქვევით, ნაგვითა და ნარჩენებით, რასაც ტყის გახმობა ან დაავადება მოსდევს, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.
დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ტყეების დაზიანება ჩამდინარე წყლებით, ქიმიური ნივთიერებებით, მავნე ამონაფრქვევით, ნაგვითა და ნარჩენებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათ ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ას ორმოც ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 72. ტყეების დანაგვიანება საყოფაცხოვრებო ნაგვითა და ნარჩენებით
ტყეების დანაგვიანება საყოფაცხოვრებო ნაგვითა და ნარჩენებით, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა, – შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 73. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 74. ტყეებში სამიჯნე ნიშნების მოსპობა და დაზიანება
ტყეებში სამიჯნე ნიშნების მოსპობა და დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 75. ტყისათვის სასარგებლო ფაუნის განადგურება
ტყისათვის სასარგებლო ფაუნის განადგურება,–
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 76. ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა
ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე.
ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრობის შედეგად, აგრეთვე ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 77. ატმოსფეროში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა გაფრქვევა ნორმატივების გადამეტებით ან უნებართვო და ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ფიზიკური ზემოქმედება
ატმოსფეროში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან დროებით შეთანხმებული განაფრქვევის ნორმატივების გადამეტება; ატმოსფერულ ჰაერზე ზღვრულად დასაშვები მავნე ფიზიკური ზემოქმედების ნორმატივების გადამეტება; ატმოსფეროში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა გაფრქვევა სპეციალურად საამისოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ნებართვის გარეშე; ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ფიზიკური ზემოქმედება საამისოდ სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ნებართვის გარეშე, როდესაც ასეთი ნებართვის მიღება აუცილებელია სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 78. ატმოსფეროში განაფრქვევის საწმენდი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, აგრეთვე ამ მოწყობილობათა გამოუყენებლობა
ატმოსფეროში განაფრქვევის საწმენდი და საკონტროლო ნაგებობის, მოწყობილობის, აპარატურის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, აგრეთვე მათი გამოუყენებლობა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 79. გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევა
გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოციდან ოთხმოც ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 791. საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე
მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით კანონმდებლობის საფუძველზე მეოთხე კატეგორიას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ხუთას ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთივე დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ექვსას ლარამდე.
მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით კანონის საფუძველზე მესამე კატეგორიას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთივე დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.
მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით კანონის საფუძველზე მეორე კატეგორიას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთივე დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 792. დამასაბუთებელი დოკუმენტაციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვით ნებართვაში მითითებული, გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელი ღონისძიებების შესრულების პირობების დარღვევით
მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით კანონმდებლობის საფუძველზე მეოთხე კატეგორიას მიკუთვნებული საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვით ნებართვაში მითითებული, გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელი ღონისძიებების შესრულების პირობების დარღვევით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით კანონის საფუძველზე მესამე კატეგორიას მიკუთვნებული საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით კანონის საფუძველზე მეორე კატეგორიას მიკუთვნებული საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით კანონის საფუძველზე პირველ კატეგორიას მიკუთვნებული საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 80. ისეთ სატრანსპორტო და სხვა მოძრავ საშუალებათა საექსპლუატაციოდ გაშვება, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა ნორმატივებს აღემატება
ისეთი ავტომობილების, თვითმფრინავების, გემებისა და სხვა მოძრავი საშუალებებისა და დანადგარების საექსპლუატაციოდ გაშვება, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა, აგრეთვე მუშაობისას მათ მიერ წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 81. ისეთი ავტომოტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავი საშუალებების ექსპლუატაცია, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილ ნორმატივებს აღემატება
მოქალაქეთა მიერ ისეთი ავტომოტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავი საშუალებების და დანადგარების ექსპლუატაცია, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყუანებელ ნივთიერებათა შემცველობა, აგრეთვე მუშაობისას მათ მიერ წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 82. ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნათა დაუცველობა სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაწყობისა და დაწვისას
სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაწყობის წესების დარღვევა, აღნიშნული ნარჩენების დაწვისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნათა დაუცველობა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 83. მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სხვა პრეპარატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა ატმოსფერული ჰაერის გაჭუჭყიანება
მცენარეთა დაცვის საშუალებების, მათი ზრდის სტიმულატორების, მინერალური სასუქებისა და სხვა პრეპარატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა ატმოსფერული ჰაერის გაჭუჭყიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 84. ატმოსფერული ჰაერის დაცვისადმი კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების მითითებათა შეუსრულებლობა
ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების დარღვევების აღმოფხვრის შესახებ ატმოსფერული ჰაერის დაცვისადმი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების მითითებათა შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას – შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 85. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია და ჰიბრიდიზაცია
გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია (ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, რესტოკინგი) და ჰიბრიდიზაცია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი საქართველოს წითელ წიგნში შეტანილ გარეულ ცხოველთა სახეობების მიმართ ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ოთხმოც ლარამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 851. ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვის და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა) გარემოში გამოყენების ნორმებისა და ამ ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა ცხოველთა სამყაროს და მათ საბინადრო გარემოს
ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვის და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა) გარემოში გამოყენების ნორმებისა და ამ ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა ცხოველთა სამყაროს და მათ საბინადრო გარემოს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 852. გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების, საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევა
გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების, საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ას ორმოცდაათ ლარამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 853. იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა მოსპობა ან სხვა ისეთ მოქმედებათა ჩადენა, რასაც შეიძლება მოჰყვეს ასეთ ცხოველთა დაღუპვა, მათი რიცხვის შემცირება ან ბინადრობის გარემოს დარღვევა, ასეთი ცხოველების სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება
საქართველოს წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთა სახეობებს მიკუთვნებულ იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს ასეთ ცხოველთა დაღუპვა, მათი რიცხვის შემცირება ან ბინადრობის გარემოს დარღვევა, ანდა ამ ცხოველთა მოპოვება მოპოვების ნებართვაში მითითებულ პირობათა დარღვევით, ასეთი ცხოველების სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოცდაათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორმოციდან ას მინიმალურ ოდენობამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32
მუხლი 854. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით ვაჭრობის წესების დარღვევა
ცხოველთა სამყაროს ობიექტებით ვაჭრობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათ ლარამდე, ცხოველთა სამყაროს ობიექტების ან მათი რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგების კონფისკაციით ან უამისოდ.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 855. გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების წესების დარღვევა
სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 86. ნადირობისა და თევზჭერის წესების, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა
თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, მოპოვებულისა და თევზსაჭერი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
ნადირობის, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორას ლარამდე, მოპოვებულისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით ანდა იმ იარაღით ან საშუალებებით, რომლებით ნადირობაც აკრძალულია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე, მოპოვებულისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 87. (ამოღებულია)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 88. ისტორიისა და კლუტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების წესების დარღვევა
ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 89. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა
დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოც ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდახუთიდან ორმოცდახუთ ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 891. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიებზე ვიზიტორთა არასაგანმანათლებლო მიზნით დაშვება
სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიებზე ვიზიტორთა არასაგანმანათლებლო მიზნით დაშვება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხმოც ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 892. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის, ბუნების მართვადი დაცვის, ვიზიტორთა და ისტორიულ-კულტურული ზონების, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიებზე ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის შეტანა
სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის, ბუნების მართვადი დაცვის, ვიზიტორთა და ისტორიულ-კულტურული ზონების, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიებზე ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის შეტანა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
თავი 8
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მრეწველობის, ელექტრონული და თბოენერგიის გამოყენების დარგში
მუხლი 90. სამთო, სამშენებლო, ფეთქებადსაშიშ ან სხვა ობიექტებზე, სადაც ხორციელდება საშიში საქმიანობა, სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების ნორმებისა და წესების დარღვევა
სამთო, სამშენებლო, ფეთქებადსაშიშ ან სხვა ობიექტებზე, სადაც ხორციელდება საშიში საქმიანობა, სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების ნორმებისა და წესების დარღვევა, რასაც მძიმე შედეგი არ მოჰყოლია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს1998 წლის 28 აპრილის კანონი №1349 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998წ., გვ. 18
მუხლი 91. ფეთქებადი მასალებისა და საშიში ქიმიური ნივთიერებების საწარმოო დანიშნულების მიზნით გადაზიდვის, შენახვის, გამოყენების, დაცვისა და აღრიცხვის ნორმების და წესების დარღვევა
ფეთქებადი მასალებისა და საშიში ქიმიური ნივთიერებების საწარმოო დანიშნულების მიზნით გადაზიდვის, შენახვის, გამოყენების, დაცვისა და აღრიცხვის ნორმების და წესების დარღვევა, რასაც მძიმე შედეგი არ მოჰყოლია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს1998 წლის 28 აპრილის კანონი №1349 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998წ., გვ. 18
მუხლი 911. საშიში საწარმოო ობიექტების დამზადება, მათზე სამუშაოთა წარმოება ან მომსახურება უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოების სათანადო ნებართვის გარეშე მუშაობა
საშიში საწარმოო ობიექტების დამზადება, მათზე სამუშაოთა წარმოება ან მომსახურება უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოების სათანადო ნებართვის გარეშე მუშაობა ან არამართლზომიერი გაცემა, გაყალბება ან გამოყენება იმ ოფიციალური დოკუმენტებისა, რომლებიც ადასტურებენ ობიექტების შესაბამისობას სამუშაოების ან მომსახურების უსაფრთხოების წესებთან, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.
საქართველოს1998 წლის 28 აპრილის კანონი №1349 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998წ., გვ. 18
მუხლი 912. საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე) მოტორული ბენზინის, ტეტრაეთილტყვიის, აგრეთვე ფალსიფიცირებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი ან რეალიზაცია
საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე) მოტორული ბენზინის, ტეტრაეთილტყვიის, აგრეთვე ფალსიფიცირებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი ან რეალიზაცია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ათიდან ასმაგ ოდენობამდე, პროდუქციის კონფისკაციით.
საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2299 – სსმ I, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.203
მუხლი 92. ელექტრონული და თბოენერგიის მფლანგველური ხარჯვა
ელექტრონული და თბოენერგიის მფლანგველური ხარჯვა, ესე იგი სისტემატურად, საწარმოო აუცილებლობის გარეშე ელექტროძრავების, ელექტროღუმელების და სხვა ელექტრო- და თბომოწყობილობის არასრული დატვირთვა ან უქმად გამოყენება; შეკუმშული ჰაერის, წყლისა და სითბოს სისტემატურად პირდაპირი დაკარგვა, რაც გამოწვეულია არმატურის, მილსადენთა, მილსადენთა თბოიზოლაციის, ღუმელების და თბოგამომყენებელი მოწყობილობის გაუმართაობის გამო; ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის ნებართვის გარეშე ელექტროენერგიის გამოყენება სასამსახურო და სხვა სადგომების გასათბობად, აგრეთვე საწარმოო პროცესით გაუთვალისწინებელი მიზნებისათვის; ელექტროენერგიის უყაირათო გამოყენება განათებისათვის, ან ელექტროენერგიის დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1169 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 167
მუხლი 921. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა
ელექტროენერგეტიკის დარგის ლიცენზიატის, ან ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიატის ან მომხმარებლის მიერ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოცდაათიდან სამას მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.11
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.63
მუხლი 93. 1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროქსელების დაზიანება
1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროქსელების (საჰაერო, მიწისქვეშა და წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზების, შემყვანი და გამანაწილებელი მოწყობილობების) დაზიანება, თუ ამას მოჰყვა მომხმარებელთათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება და სახალხო მეურნეობის ზარალი, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 94. 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროქსელების დაცვის წესების დარღვევა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროქსელების დაცვის წესების დარღვევა, თუ ამას მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა მომხმარებელთათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება, ელექტროქსელების დაზიანება ან სახალხო მეურნეობის სხვა ზარალი, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორი შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 95. გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა
გაზის, როგორც სათბობისა და ნედლეულის, გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა:
გაზის გაშვება გაზგამომყენებელ დანადგარებში გაზის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ნებართვის გარეშე; გაზის გამოყოფილი ფონდების გადამეტება ან გაზის მოხმარების დადგენილი რეჟიმის დაუცველობა; გაზის მოხმარება გაზგამომყენებელ დანადგარებზე მისი ხარჯვის დამტკიცებული კუთრი ნორმების გარეშე ან ამ კუთრი ნორმების გადამეტება;
გაზგამომყენებელი დანადგარების ექსპლუატაცია გაზის ხარჯვის ან გაზის გამოყენებით გამომუშავებული თბოენერგიისა და პროდუქციის აღურიცხავად, ან გაზგამომყენებელი დანადგარების პროექტით გათვალისწინებული გაზის წვის პროცესების ავტომატური რეგულირების საშუალებათა, ან თბოტექნიკური კონტროლის ხელსაწყოებისა თუ თბოუტილიზაციის მოწყობილობის არარსებობა (გაუმართაობა), რომლებიც უზრუნველყოფენ გაზის რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას;
გაზით მოსარგებლე საწარმოს, გაერთიანების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციისათვის გათვალისწინებული სარეზერვო თბომეურნეობის მუშაობისათვის მოუმზადებლობა ან გაზგამომყენებელი დანადგარების მოუმზადებლობა დაწესებული სახეობის სარეზერვო სათბობით მუშაობისათვის, –
გამოიწვევს საწარმოების, გაერთიანებების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა, მათი მოადგილეების, მთავარი ენერგეტიკოსების (მთავარი მექანიკოსების), საამქროებისა და სამსახურების უფროსების გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ექვსიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 96. გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების მაგისტრალური სადენების, აგრეთვე გაზის საშუალო და დაბალი წნევის ქსელებისა და თხევადი გაზის ექსპლუატაციის წესების დარღვევა
გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების მაგისტრალური სადენების, აგრეთვე გაზის საშუალო და დაბალი წნევის ქსელებისა და თხევადი გაზის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1169 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 167
საქართველოს1998 წლის 28 აპრილის კანონი №1349 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998წ., გვ. 18
მუხლი 961. ყოფა-ცხოვრებაში ენერგორესურსებით სარგებლობის წესების დარღვევა
ქსელიდან ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა ან ენერგორესურსის დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, რასაც არსებითი ზიანი არ მოჰყოლია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.
იგივე ქმედება, თუ იგი განხორციელებულია მაგისტრალურ მილსადენებზე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1169 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 167
თავი 9
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები სოფლის მეურნეობაში. ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა
მუხლი 97. სახელმწიფო, საზოგადოებრივი და კერძო მეურნეობების ნათესების წახდენა, მინდვრად არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღებული მოსავლის გაფუჭება ან განადგურება, ნარგავების დაზიანება
სახელმწიფო, საზოგადოებრივი და კერძო მეურნეობების ნათესების წახდენა, მინდვრად არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღებული მოსავლის გაფუჭება ან განადგურება, ნარგავების დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 2 ნოემბრის ბრძანებულება №1475 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1987 წ., მუხ.279
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 98. მცენარეთა საკარანტინო მავნებლებთან, დაავადებებსა და სარეველებთან ბრძოლის წესების დარღვევა
მცენარეთა საკარანტინო მავნებლებთან, დაავადებებსა და სარეველებთან ბრძოლის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 981 შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა
შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ნიტრატებისა და პესტიციდების ნარჩენების ნორმაზე მეტი ოდენობით დაგროვება, აგრეთვე ასეთი პროდუქციის რეალიზაცია, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონფისკაციით.
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვისა და ტრანსპორტირების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვითა და ტრანსპორტირებით დაკავებულ პირთა დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.
მომხმარებელის მიერ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, მათი შესატანი ტექნიკური საშუალებების გამოყენების წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე.
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების და გამოყენების ინსპექტირებისათვის ხელის შეშლა და უფლებამოსილი პირის მითითებათა შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10-დან 50 ლარამდე.
შენიშვნა: კონფისკებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც შეიცავს ნორმაზე მეტი ოდენობით ნიტრატებს თუ პესტიციდებს, უნდა განადგურდეს.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 19 აპრილის ბრძანებულება №2610 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №4, აპრილი, 1990 წ., მუხ.90
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1998 წლის 25 ნოემბრის კანონი №1698 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.46
მუხლი 98 2 . პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, შემოტანის, რეალიზაციისა და გამოყენების წესების დარღვევა
არარეგისტრირებული და ფალსიფიცირებული, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანა და რეალიზაცია, რასაც მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება, აგრეთვე პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების ზენორმატიული შემცველობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უნებართვო წარმოება, დაფასოება, შეფუთვისა და მარკირების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, შემოტანისა და რეალიზაციის ინსპექტირებისათვის ხელის შეშლა და უფლებამოსილი პირის მითითებათა შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე.
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უნებართვო დასაწყობება და რეალიზაცია, –
გამოიწვევს რეალიზატორის დაჯარიმებას 100-დან 500 ლარამდე.
გზებზე, ქუჩებში, სკვერებში, პარკებში, ბაზრებში, მოსახლეობის თავშეყრისა და სხვა აკრძალულ ადგილებში პესტიციდებითა და აგროქიმიკატებით ვაჭრობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10-დან 50 ლარამდე.
საქართველოს 1998 წლის 25 ნოემბრის კანონი №1698 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.46
მუხლი 99. მასალების საკარანტინო შემოწმებისა და სათანადო დამუშავების გარეშე გატანა
სასაზღვრო საზღვაო პორტიდან (ნავმისადგომიდან), რკინიგზის სადგურიდან, ავტოვაგზლიდან (ავტოსადგურიდან), აეროპორტიდან და სხვა სასაზღვრო პუნქტიდან საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოტანილი მასალების საკარანტინო შემოწმებისა და სათანადო დამუშავების გარეშე გატანა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 100. მიწათმოსარგებლეთა მიერ მცენარეთა არასაკარანტინო მავნებლებთან, დაავადებებსა და სარეველებთან ბრძოლის ზომების მიუღებლობა
მიწათმოსარგებლეთა მიერ მცენარეთა არასაკარანტინო მავნებლებთან, დაავადებებსა და სარეველებთან ბრძოლის ზომების მიუღებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე,
მიწათმოსარგებლეთა მიერ მცენარეთა არასაკარანტინო მავნებლებთან, დაავადებებთან და სარეველებთან ბრძოლის ზომების მიუღებლობა ასეთივე სამართალდარღვევისათვის დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 1001. ნარკოტიკების შემცველი ნათესების დაცვის უზრუნველსაყოფად ზომების მიუღებლობა
კანაფისა და ზეთოვანი ხაშხაშის ნათესების, ამ კულტურების მოსავლის შენახვისა და გადამუშავების ადგილების დაცვის დადგენილი რეჟიმის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ნარკოტიკულ ნივთიერებათა შემცველი ნამკალისა და წარმოების ნარჩენების გასანადგურებლად ზომების მიუღებლობა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასი მინიმალური ოდენობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №1426 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.223
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 1002. ზეთოვანი ხაშხაშის ან კანაფის უკანონო დათესვა ან მოყვანა
ზეთოვანი ხაშხაშის, აგრეთვე გასეშენებლად აკრძალული ინდური, სამხრეთ მანჯურიის, სამხრეთ ჩუიის, სამხრეთ არხონისა და სამხრეთ კრასნოდარის კანაფის გარდა სხვა კანაფის უკანონო დათესვა ან მოყვანა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასი მინიმალური ოდენობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №1426 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.223
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 101. მექანიზატორთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მანქანების ტექნიკური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების უხეში დარღვევა
მექანიზატორთა მიერ ტრაქტორების, კომბაინების, სხვა თვითმავალი სასოფლო-სამეურნეო მანქანების ტექნიკური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების უხეში დარღვევა, –
გამოიწვევს მექანიზატორთათვის ამ მანქანების მართვის უფლების ჩამორთმევას ერთ თვემდე ვადით.
მუხლი 102. ცხოველთა საკარანტინო წესებისა და სხვა ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა
ცხოველთა საკარანტინო წესებისა და სხვა ვეტერინარულ-სანიტარიული წესების, აგრეთვე ეპიზოოტიასთან ბრძოლის საკითხებზე მმართველობის ადგილობრივი ორგანოების გადაწყვეტილებათა დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 103. ძაღლებისა და კატების ყოლის წესების დარღვევა
ძაღლების და კატების ყოლის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 1031. გარეული ცხოველების ტყვეობასა და ნახევრად თავისუფალ პირობებში დაცვის, შენახვის, გამოყენებისა და გამრავლების წესების დარღვევა
გარეული ცხოველების ტყვეობასა და ნახევრად თავისუფალ პირობებში დაცვის, შენახვის, გამოყენებისა და გამრავლების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 104. ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა
ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რასაც მათი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვა, აგრეთვე ცხოველებისა და ფრინველების წვალება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 105. საფუტკრეების სათაფლე ღალიანობისათვის გადატანის წესების დარღვევა
საფუტკრეებისათვის დაწესებული სამომთაბარეო მარშრუტების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 1051. საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის, აგრეთვე კოლექტიური მებაღეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის წესების დარღვევა
მოქალაქეთა მიერ საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობა სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მშენებლობის დაწყებისას მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებისაგან გადახვევით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
თანამდებობის პირთა მიერ საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის, აგრეთვე კოლექტიური მებაღეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის შემდეგი წესების დარღვევა:
მებაღეობის ამხანაგობის წევრად მიღების წესების დარღვევა; კოლექტიური ბაღისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობისა და განაშენიანების პროექტის გარეშე ან ამ პროექტის დარღვევით ათვისება; სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მშენებლობის დაწყებისას მოქმედი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებისაგან გადახვევით საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის ნებართვის მიცემა, ამგვარი სახლების საექსპლუატაციოდ მიღება; კოლექტიური ბაღის ტერიტორიაზე სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მისგან გადახვევით საერთო სარგებლობის შენობათა და ნაგებობათა მშენებლობა; უკანონოდ საშენი მასალების გაცემა, სატრანსპორტო საშუალებათა, მექანიზმების, მუშახელის გამოყენება, მებაღეობის ამხანაგობის ობიექტების მშენებლობაში არასპეციალიზებული სამშენებლო ორგანიზაციების ჩაბმა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 მაისის ბრძანებულება №94 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1985 წ., მუხ.157
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
თავი 10
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში
მუხლი 106. რკინიგზის ტრანსპორტზე მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
რკინიგზის ლიანდაგებზე ისეთი საგნების დაწყობა, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ მატარებელთა მოძრაობის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
რკინიგზის ლიანდაგის, დამცავი ტყის ნარგავების, თოვლსაფარის და სხვა საგზაო ობიექტების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის ნაგებობათა და მოწყობილობათა დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოთხიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე.
რკინიგზის ლიანდაგებზე საჭაპანო ტრანსპორტით გავლისა და პირუტყვის გადარეკვის, ლიანდაგების მახლობლად პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
დატვირთვა-გადმოტვირთვის დროს დადგენილი გაბარიტების დაუცველობა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
რკინიგზის ლიანდაგებზე გავლა ნებადაურთველ ადგილებში, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მეათედ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 107. რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა
სატვირთო მატარებლით თვითნებური მგზავრობა, მატარებელში სვლის დროს ჩაჯდომა და გადმოსვლა, ვაგონების საფეხურებსა და სახურავებზე მგზავრობა, მატარებლის თვითნებური, საჭიროების გარეშე გაჩერება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
სამგზავრო ვაგონის შიდა მოწყობილობის, ლოკომოტივისა და ვაგონის მინის დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
მატარებლის ვაგონების ფანჯრებიდან და კარებიდან ნაგვისა და სხვა საგნების გადაყრა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
საგარეუბნო მატარებლის ვაგონებში (მათ შორის, ტამბურებში), ადგილობრივი და შორეული მიმოსვლის სამგზავრო მატარებლებში ნებადაურთველ ადგილას მოწევა, –
გამოწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 107 1 . საერთო სარგებლობის სატრანსპორტო საშუალებების შიდა მოწყობილობის დაზიანება
საჰაერო, რკინიგზის და მეტროპოლიტენის ტრანსპორტის, საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის, ავტობუსის, ტროლეიბუსის, ტრამვაის და სამარშრუტო ტაქსის შიდა მოწყობილობის დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 1072. მეტროპოლიტენში მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
მეტროპოლიტენში ლიანდაგზე ჩასვლა და სიარული, აგრეთვე ლიანდაგზე ისეთი საგნების დაწყობა, რომელთაც შეიძლება შეაფერხონ მატარებლების მოძრაობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.
მოძრაობის დროს ვაგონის კარის გაღება, გაჩერებაზე კარის გაღება-დახურვის განზრახ შეფერხება, საჭიროების გარეშე მატარებლისა და ესკალატორის მოძრაობის გაჩერება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 1073. მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დარღვევა
მეტროპოლიტენის გასავლელ საკონტროლო პუნქტებში სუროგატების ან გადახდისუუნარო მონეტების ჩაშვება, აგრეთვე საკონტროლო პუნქტებში გასვლა ან გასვლის მცდელობა სათანადო ნებართვის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ ორმოცდამეათედ მინიმალურ ოდენობამდე.
მეტროპოლიტენით ადვილად აალებადი, ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებისა და საყოფაცხოვრებო გაზის ბალონების გადატანა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
მეტროპოლიტენის სადგურის, ვესტიბიულის, გადასასვლელების, ბაქნების, ვაგონის სალონის, ესკალატორის და ლიანდაგის დანაგვიანება-გაჭუჭყიანება, აგრეთვე მეტროპოლიტენის სადგურებსა და ვაგონებში თამბაქოს მოწევა, მატარებლის მოსაბრუნებელ ჩიხებში შეყოლა და მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების სხვა დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მეათედ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 108. ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა
აეროდრომის რაიონში რაიმე ისეთი ნიშნების და მოწყობილობათა განლაგება, რომლებიც აეროდრომის გამოსაცნობი მარკირებული ნიშნებისა და მოწყობილობათა მსგავსია, ან აეროპორტის, აეროდრომის ადმინისტრაციის ნებადაურთველად პიროტექნიკური ნაწარმის დაწვა ან ისეთი ობიექტების მოწყობა, რომლებიც ხელს უწყობენ ფრინველთა მასობრივ თავმოყრას, რაც საშიშია საჰაერო ხომალდის ფრენისათვის, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა –შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
შენობებსა და ნაგებობებზე ღამის და დღის მარკირებული ნიშნების ან მოწყობილობათა განლაგების წესების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
სააეროდრომო მოწყობილობის, საჰაერო ხომალდების სააეროდრომო ნიშნების და მათ მოწყობილობათა დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.
აეროპორტის (აეროვაგზლის გარდა), აეროდრომის, ფრენის რადიო- და შუქუზრუნველყოფის ობიექტების ტერიტორიაზე გავლა სათანადო ნებართვის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმების შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 109. საჰაერო ტრანსპორტით საშიში ნივთიერებებისა და საგნების გადაზიდვის წესების დარღვევა
საჰაერო ტრანსპორტით საშიში ნივთიერებების ან საგნების გადაზიდვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე, აღნიშნული ნივთიერებებისა და საგნების სასყიდლით ჩამორთმევით ან კონფისკაციით ან უამისოდ, თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
იმ საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა ნუსხა, რომელთა გადაზიდვის წესების დარღვევისათვის ამ მუხლით დაწესებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, განისაზღვრება საჰაერო ტრანსპორტზე მოქმედი გადაზიდვის წესებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 110. საჰაერო ხომალდზე ქცევის წესების დარღვევა
საჰაერო ხომალდზე მყოფ პირთა მიერ ხომალდის მეთაურის განკარგულების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
საჰაერო ხომალდიდან ფოტოგრაფირების, კინოგადაღების წესებისა და რადიოკავშირის საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, ფირის კონფისკაციით.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 111. საერთაშორისო ფრენის წესების დარღვევა
საერთაშორისო ფრენის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 1111 . საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების წესების დარღვევა
საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების წესების დარღვევა საჰაერო ხომალდების ფრენისას, რაკეტების გაშვებისას, ყველანაირი სახის სროლის, ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოებისას ან სხვა საქმიანობისას, რაც დაკავშირებულია მატერიალური ობიექტების საჰაერო სივრცეში აზიდვასთან, გადაადგილებასა ან გაშვებასთან, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევით, რომელიც სამართალდარღვევის იარაღი იყო ან უამისოდ, ხოლო თანამდებობის პირებისა –შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1991 წ., გვ. 32
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 112. საზღვაო ტრანსპორტზე მოძრაობის წესების დარღვევა
გემების პორტში შესვლისა და პორტიდან გამოსვლის, საპორტო წყლებში გემების მოძრაობისა და დგომის წესების, აგრეთვე გემში მგზავრთა ჩასხდომის, მგზავრობის და გემიდან გადმოსხდომის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
საპორტო წყლებში საყვინთი სამუშაოების ჩატარება სათანადო ნებართვის გარეშე, ამ სამუშაოთა დროს სიგნალების მიცემის წესების დაუცველობა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 113. საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების დარღვევა
საზღვაო ტრანსპორტზე სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის ნაგებობათა და მოწყობილობათა დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე.
საზღვაო ტრანსპორტის გემებზე ნებადაურთველ ადგილას მოწევა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მესამედ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 114. საზღვაო პორტებში დატვირთვის, გადმოტვირთვის და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევა
საზღვაო პორტებში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 115. რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა
რკინიგზისა და საზღვაო ტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
საჰაერო ტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნასვამ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ან სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის
სატრანსპორტო საშუალების მართვა ნასვამ მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნასვამი, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ოთხმოც ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთიდან ორ წლამდე.
სატრანსპორტო საშუალების მართვა ნასვამ მდგომარეობაში, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნასვამ მდგომარეობაში, ნარკოტიკული, ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისათვის, რომელსაც არა აქვს სატრანსპოტო საშუალების მართვის უფლება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ათიდან ას ოც ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთიდან ორ წლამდე.
ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევები, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, აგრეთვე იმ პირის მიერ, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ამგვარი დარღვევებისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოციდან ას ორმოცდაათ ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ორიდან სამ წლამდე.
სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ, –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას სამი წლის ვადით.
შენიშვნა: ამ მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ მძღოლის მოწმობა მფლობელს დაუბრუნდება სრული გამოჯანმრთელებისას, დადგენილი წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649
საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32
საქართველოს1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
მუხლი 117. სიმთვრალის, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისაგან თავის არიდება
სატრანსპორტო საშუალების მართვისას განსაზღვრული წესით სიმთვრალის, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისაგან თავის არიდება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ოთხმოც ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთიდან ორ წლამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649
საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32
საქართველოს1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
მუხლი 1171. (ამოღებულია)

მუხლი 1172. (ამოღებულია)
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649
საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32
საქართველოს1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
მუხლი 118. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება დადგენილი წესით, ან ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა
იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება დადგენილი წესით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამიდან რვა ლარამდე ოდენობით.
მესაკუთრის ან სხვა მართლზომიერი მფლობელის მიერ სხვა პირისათვის იმ სატრანსპორტო საშულების გადაცემა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება დადგენილი წესით, –
გამოიწვევს მესაკუთრის ან სხვა მართლზომიერი მფლობელის დაჯარიმებას სამიდან რვა ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649
საქართველოს1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
მუხლი 119. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა
სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც თან არა აქვს მძღოლის მოწმობა ან სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა ანდა ავტომოტოტრანსპორტის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის არყოფნისას – საგზაო პოლიციაში რეგისტრირებული მართვის უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მინდობილობა, ანდა საგზაო პოლიციის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების დროებით სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე თუ მისი ნომრიანი აგრეგატი რეგისტრირებული არ არის დადგენილი წესით ანდა გადაკეთებულია შესაბამისი ნებართვის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთიდან ათ ლარამდე ოდენობით.
იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, მისაბმელი მოწყობილობა ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები და უკანა საგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან შუშის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან თხუთმეტ ლარამდე ოდენობით.
ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ოცდათხუთმეტ ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით სამიდან ექვს თვემდე.
შენიშვნა: ამ კოდექსის 116-ე, 118-119-ე, 121-122-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, მძღოლის მოწმობის ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტების უქონლობის შემთხვევაში საქმის განხილვამდე დამრღვევს დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე. სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევ მძღოლს, ხოლო იმ ტექნიკური უწესივრობებით მართვისას, რომლებიც კრძალავს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, არ დაიშვება ასეთი სატრანსპორტო საშუალების შემდგომი გადაადგილება.
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ მართვის უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის, მინდობილობის რეგისტრაცია საგზაო პოლიციაში და სატრანსპორტო საშუალებით საშუალების დროებით სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა საგზაო პოლიციის მიერ ხდება უსასყიდლოდ.
კოდექსში აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებად ჩაითვლება ყველა სახეობის ავტომობილი, ტრაქტორი და სხვა თვითმავალი მანქანა, ტრამვაი და ტროლეიბუსი, აგრეთვე მოტოციკლი და სხვა ძრავით მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (მოპედის გარდა).
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649
საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32
საქართველოს1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
საქართველოს 1997 წლის 16 სექტემბრის კანონი №851 – პარლამენტის უწყებანი, №41, 08.10.1997წ., გვ.35
საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79
საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1443 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998წ., გვ. 51
მუხლი 120. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს დაყენების წესების დარღვევა ან არადანიშნულებით გამოყენება
სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე დაყენება, ანდა ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილისათვის განკუთვნილი შეფერილობის უკანონო გამოყენება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას თხუთმეტიდან ოც ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით სამიდან ექვს თვემდე, სპეციალური ხელსაწყოს სასყიდლით ჩამორთმევით.
ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდახუთიდან ოცდაათ ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით სამიდან ექვს თვემდე.
ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდათხუთმეტიდან ორმოც ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით სამიდან ექვს თვემდე.
შენიშვნა: სპეციალური სანათი ხელსაწყოს უკანონოდ დაყენებად ჩაითვლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის სალონში საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის შესამჩნევ ადგილზე დადგმა (მუშა მდგომარეობაში ან უამისოდ).
სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენებად ჩაითვლება თუ მისი ხმარება ამ ოპერატიული ან სპეციალური საშუალების დანიშნულებიდან გამომდინარე მოვალეობის შესრულებასთან არ არის დაკავშირებული.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649
საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32
საქართველოს1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
მუხლი 121. სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვანისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება
სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება, ან სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვანისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ოცდახუთ ლარამდე ოდენობით.
იგივე დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ოცდათხუთმეტ ლარამდე ოდენობით.
სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც მართვის უფლება ჩამორთმეული აქვს ამ კოდექსის 119-ე მუხლის მესამე ნაწილით, 120-ე, 122-ე, 123-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამოციდან სამოცდახუთ ლარამდე ოდენობით.
ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ოთხმოც ლარამდე ოდენობით.
სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც მართვის უფლება ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში ანდა ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური ზემოქმედების ქვეშ მართვისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოციდან ას ორმოცდაათ ლარამდე ოდენობით.
ამ მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას სამოციდან ას სამოცდაათ ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72
საქართველოს 1991 წლის 30 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, იანვარი, 1991 წ., მუხ.38
საქართველოს 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1991 წ., მუხ.600
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649
საქართველოს1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე
წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვისი, ან შენიღბული, ან სხვაგვარად შეცვლილი, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა, აგრეთვე, თუ სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის დადგენილი წესით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამოც ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72
საქართველოს 1991 წლის 30 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, იანვარი, 1991 წ., მუხ.38
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991 წ., მუხ.450
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649
საქართველოს1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1443 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998წ., გვ. 51
მუხლი 123. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მილიციის მუშაკის მოთხოვნის შეუსრულებლობა
მძღოლის მიერ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება, რომლის მონაწილეც თავად არის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდახუთიდან ოცდაათ ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.
სატრანსპორტო საშუალების შეჩერების შესახებ მილიციის მუშაკის მოთხოვნის ბოროტად შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდახუთიდან ოცდაათ ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649
საქართველოს1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
მუხლი 124. (ამოღებულია)

მუხლი 125. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზის, გარდა ამ მუხლის მეორე ნაწილში მითითებული შემთხვევებისა, საქვეითო გადასასვლელის გავლის, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალების განლაგების, დგომა-გაჩერების, ბუქსირების, ტვირთის გადაზიდვის, გარე სანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, მოძრაობის დაწყებისა და მანევრირების, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების ანდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევა, აგრეთვე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში და სხვა დასახლებულ პუნქტში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, აგრეთვე აკრძალულ ადგილზე ან არასწორად დაყენებული სატრანსპორტო საშუალების მიტოვება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთიდან ათ ლარამდე ოდენობით.
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას თხუთმეტიდან ოც ლარამდე ოდენობით.
ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, ან სატრანსპორტო საშუალებათა, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ოცდათხუთმეტ ლარამდე ოდენობით, ან მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით სამიდან ექვს თვემდე.
შენიშვნა: მიტოვებულ სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე ან თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებით, თუკი მინიშნება ამის თაობაზე თან ახლავს ამკრძალავ ნიშანს, ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევ მძღოლს. თუ სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სადგომზე არ ხერხდება, მას საქარე მინაზე მიეკვრება სპეციალური ფორმის საჯარიმო ქვითარი. დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს 30 დღის განმავლობაში.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649
საქართველოს1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
მუხლი 1251. ავტოტრანსპორტის პარკირების ნებართვისათვის ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლის გადაუხდელობა
ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის გარეშე პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის დგომა, მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომისათვის საჭიროზე მეტი დროით გაჩერება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათი ლარის ოდენობით.
ავტოტრანსპორტის პარკირების გაგრძელება პარკირების ნებართვაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათი ლარის ოდენობით.
ადგილებში, სადაც პარკირების დრო შეზღუდულია, პარკირების ნიშანზე მითითებული საათობრივი შეზღუდვის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცი ლარის ოდენობით, ამასთან, ავტოტრანსპორტი პოლიციის შესაბამისი სამსახურის მიერ გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად ეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მფლობელს.
პარკირების ადგილას მოსაკრებლის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის მიტოვება 3-დან 10 საათამდე დროით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათი ლარის ოდენობით.
პარკირების ადგილას მოსაკრებლის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის მიტოვება 10 საათზე მეტი დროით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასი ლარის ოდენობით, ამასთან, მიტოვებული ავტოტრანსპორტი პოლიციის შესაბამისი სამსახურის მიერ გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად ეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მფლობელს.
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2070 – სსმ I, №24(31), 26.06.1999წ., მუხ.109
მუხლი 126. ამოღებულია)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649
საქართველოს1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
მუხლი 127. ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა
ქვეითად მოსიარულის, ველოსიპედისტის, მზიდავის ან გზით მოსარგებლე სხვა პირის მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა, აგრეთვე სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გასწვრივ მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი თეთრიდან ერთ ლარამდე ოდენობით.
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას თხუთმეტიდან ოც ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
მუხლი 1271. საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, ავტოსადგურის მუშაობის, სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოებისა და მისი გამოყენების წესების დარღვევა
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან შვიდას ორმოცდაათ ლარამდე.
საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, ავტოსადგურის მუშაობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან სამას ლარამდე.
საავტომობილო ტრანსპორტზე სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოებისა და მისი გამოყენების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთიდან ორას ლარამდე.
საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის კანონი №2148 – სსმ I, №27(34), 06.07.1999წ., მუხ.143
მუხლი 128. რკინიგზის, საზღვაო, საავტომობილო ტრანსპორტით და ელექტროტრანსპორტით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადაზიდვის წესების დარღვევა
რკინიგზის ტრანსპორტის საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა ხელბარგით გადაზიდვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
საზღვაო ტრანსპორტით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადაზიდვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, სამარშრუტო ტაქსით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადატანა, აგრეთვე მათი ბარგად ან შემნახველ საკანში ჩაბარება, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
იმ საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა ნუსხა, რომელთა გადაზიდვის წესების დარღვევისათვის ამ მუხლით დაწესებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, განისაზღვრება შესაბამის სახეობათა ტრანსპორტზე მოქმედი გადაზიდვის წესებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 1281. რკინიგზის ტრანსპორტით საშიში ტვირთების გადაზიდვის ნორმატიულ-ტექნიკური წესების შეუსრულებლობა
რკინიგზის ტრანსპორტით საშიში ტვირთების გადაზიდვის ნორმატიულ-ტექნიკური წესების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე.
საქართველოს1998 წლის 28 აპრილის კანონი №1349 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998წ., გვ. 18
მუხლი 129. დაწესებულ ნორმაზე ზევით ხელბარგისა და ფასგადაუხდელი ბარგის გადაზიდვა
რკინიგზისა და საზღვაო ტრანსპორტით დაწესებულ ნორმაზე ზევით ხელბარგის გადაზიდვა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე..
ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, საქალაქო მიმოსვლის სამარშრუტო ტაქსით ბარგის ფასგადაუხდელად გადაზიდვა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ბარგის თითოეული ადგილისათვის შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე..
საგარეუბნო მიმოსვლის სამგზავრო ავტოტრანსპორტით ბარგის ფასგადაუხდელად გადაზიდვა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ბარგის თითოეული ადგილისათვის შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე..
საქალაქთაშორისო მიმოსვლის სამგზავრო ავტოტრანსპორტით ბარგის ფასგადაუხდელად გადაზიდვა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ბარგის თითოეული ადგილისათვის შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე..
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 130. უბილეთო მგზავრობა
მგზავრების უბილეთო გაფრენა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე.
მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა:
1) საგარეუბნო მატარებლით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთი მეათედი მინიმალური ოდენობით;
2) ადგილობრივი და შორეული მიმოსვლის მატარებლით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთი მეხუთედი მინიმალური ოდენობით;
3) საგარეუბნო საზღვაო ტრანსპორტის გემით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთი მეათედი მინიმალური ოდენობით;
4) ადგილობრივი და შორეული მიმოსვლის საზღვაო ტრანსპორტის გემით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარი მინიმალური ოდენობით.
ხუთიდან ათი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა:
1) ტროლეიბუსით, ტრამვაით, საქალაქო მიმოსვლის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთი მეოცედი მინიმალური ოდენობით;
2) საგარეუბნო და საქალაქთაშორისო მიმოსვლის ავტობუსით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთი მეათედი მინიმალური ოდენობით.
ხუთიდან ათი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა:
1) ტროლეიბუსით, ტრამვაით, საქალაქო მიმოსვლის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მეათედ მინიმალურ ოდენობამდე;
2) საგარეუბნო და საქალაქთაშორისო მიმოსვლის ავტობუსით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 131. რკინიგზის, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტზე ტვირთის დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის წესების დარღვევა
მოძრავი შემადგენლობის, კონტეინერების, მცურავი და ტვირთის გადასაზიდად გათვალისწინებული სხვა სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე გადაზიდვის მოწყობილობათა დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე.
სატვირთო ვაგონების, ავტომობილების, ავტომობილების მისაბმელების, კონტეინერების, ტრიუმების და მცურავ საშუალებათა სხვა სატვირთო სათავსოების პლომბებისა და საკეტ მოწყობილობათა დაზიანება, მათგან პლომბების აგლეჯა, ცალკეული სატვირთო ადგილებისა და მათი შეფუთვის, პაკეტების, სატვირთო ეზოების, რკინიგზის სადგურების, სატვირთო საავტომობილო სადგურების, საკონტეინერო პუნქტების (მოედნების), პორტების (ნავსადგომების) და იმ საწყობების ღობის დაზიანება, რომლებიც გამოიყენება ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესასრულებლად, აგრეთვე სატვირთო ეზოების, საკონტეინერო პუნქტების (მოედნების), პორტების (ნავსადგომების) სატვირთო რაიონების და ზემოაღნიშნული საწყობების ტერიტორიაზე სათანადო ნებართვის გარეშე ყოფნა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 132. საჰაერო ტრანსპორტზე ტვირთის დაცვა-შენახვის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული წესების დარღვევა
კონტეინერების პლომბებისა და საკეტ მოწყობილობათა დაზიანება, მათგან პლომბების აგლეჯა, ცალკეული სატვირთო ადგილებისა და მათი შეფუთვის, პაკეტების, აგრეთვე საწყობების ღობის დაზიანება, რომლებიც გამოიყენება საჰაერო ტრანსპორტზე ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესასრულებლად, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.
საჰაერო ტრანსპორტზე კონტეინერების და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 133. ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ხაზზე გაშვება ან ასეთი საშუალების ექსპლუატაციის სხვა წესების დარღვევა
იმ სატრანსპორტო საშუალების ხაზზე გაშვება, რომელსაც მაშუქებზე და საქარე მინაზე არა აქვს მარკირება ან გამონაფრქვევში აღენიშნება გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას, ან რომელიც გადაკეთებულია ნებართვის გარეშე, ანდა არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, –
გამოიწვევს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობაზე ან ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი სხვა თანამდებობის პირის დაჯარიმებას თხუთმეტიდან ოც ლარამდე ოდენობით.
სატრანსპორტო საშუალების ხაზზე გაშვება ისეთი ტექნიკური უწესივრობით, რომლის გამოც მისი ექსპლუატაცია აკრძალულია, ან რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება დადგენილი წესით, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნასვამ მდგომარეობაში ანდა ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არა აქვს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, –
გამოიწვევს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობაზე ან ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი სხვა თანამდებობის პირის დაჯარიმებას ოციდან ოცდახუთ ლარამდე ოდენობით.
ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ოცდათხუთმეტ ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649
საქართველოს1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
მუხლი 134. გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის წესების დარღვევა
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის დადგენილი წესების დარღვევა, ანდა ზომების მიუღებლობა გზის ცალკეულ უბანზე მოძრაობის დროულად ასაკრძალად ან შესაზღუდად, როცა ამ გზით სარგებლობა საფრთხეს უქმნის მოძრაობას, აგრეთვე გზის, რკინიგზაზე გადასასვლელისა თუ სხვა საგზაო ნაგებობის ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანება ან გზის საფარის გაჭუჭყიანება, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრა, გარე ვაჭრობის მოწყობა, არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ საგზაო პოლიციის მიერ მიცემული წერილობითი მითითების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელისა თუ სხვა პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ან სხვა ფიზიკური პირის დაჯარიმებას ოცდახუთიდან ოცდაათ ლარამდე ოდენობით.
საერთო სარგებლობის საავტომობილო გზასთან სხვა დანიშნულების გზის თვითნებური მიერთება, გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე ობიექტის უნებართვო მშენებლობა ან ობიექტის მშენებლობაზე დადებული შეთანხმების პირობების დარღვევა, პლაკატების, ტრანსპარანტების, აფიშების, სარეკლამო ფირნიშებისა და არასტანდარტული საგზაო ნიშნების უნებართვოდ განთავსება, გზის თვითნებურად გადათხრა ან სამუშაოთა წარმოებაზე დადებული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, ანდა შესაბამისი ნებართვის გარეშე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად მიღება, –
გამოიწვევს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელისა თუ სხვა პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ან სხვა ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორმოცდახუთიდან ორმოცდაათ ლარამდე ოდენობით.
ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოციდან ას ორმოცდაათ ლარამდე ოდენობით.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1443 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998წ., გვ. 51
მუხლი 135. ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო მომსახურების განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე
ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო მომსახურების განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი ლარის ოდენობით.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასი ლარის ოდენობით.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2070 – სსმ I, №24(31), 26.06.1999წ., მუხ.109
მუხლი 136. (ამოღებულია)
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649
საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32
საქართველოს1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
მუხლი 137. (ამოღებულია)
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
მუხლი 138. (ამოღებულია)
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს1998 წლის 28 აპრილის კანონი №1349 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998წ., გვ. 18
მუხლი 139. (ამოღებულია)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება №1832 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988 წ., მუხ.196
მუხლი 1391. ზომამცირე გემების რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესების, აგრეთვე ასეთი გემებითა და მათი სადგომი ბაზებით (ნაგებობებით) სარგებლობის წესების დარღვევა
საქართველოს ზომამცირე გემების სახელმწიფო ინსპექციის ზედამხედველობაში მყოფი გემების რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესების, აგრეთვე ასეთი გემებითა და მათი სადგომი ბაზებით (ნაგებობებით) სარგებლობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე, ანდა გემების მძღოლებისათვის ზომამცირე გემების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №472 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1985 წ., მუხ.376
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 140. რადიოელექტრონულ საშუალებათა შეძენის, დადგმის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა
საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობის პირთა მიერ რადიოელექტრონული საშუალებების შეძენის, დადგმის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის, რადიოსიხშირის გამოყენების წესების, რადიოგამოსხივებისა და რადიომიღებისათვის დასაშვები ინდუსტრიული დაბრკოლების ნორმების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.
თანამდებობის პირთა მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევების განმეორებით ჩადენა დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში, აგრეთვე ისეთი დარღვევის ჩადენა, რასაც მოჰყვა რადიომიღებისათვის დაბრკოლების შექმნა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 141. რადიოდანადგართა მოწყობა და ექსპლუატაცია სათანადო რეგისტრაციის ან ნებართვის გარეშე
რადიოსატრანსლაციო კვანძის მოწყობა და ექსპლუატაცია სათანადო რეგისტრაციის ან ნებართვის გარეშე (როცა ასეთი საჭიროა), მისი სიმძლავრის მიუხედავად, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.
რადიოსატრანსლაციო წერტილის მოწყობა და ექსპლუატაცია სათანადო რეგისტრაციის ან ნებართვის გარეშე (როცა ასეთი საჭიროა) მიუხედავად იმ რადიოსატრანსლაციო კვაძის უწყებრივი კუთვნილებისა, საიდანაც იგი იდგმება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 142. რადიოგადამცემ მოწყობილობათა უნებართვოდ დამზადება და გამოყენება
რადიოგადამცემ მოწყობილობათა უნებართვოდ დამზადება და გამოყენება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომი
დოკუმენტის კომენტარები