დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1490 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/06/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.386 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) 223-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ��მუხლი 223. სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოები
1. სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.
2. სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მთავარ სახელმწიფო ვეტერინარ ინსპექტორს და მის მოადგილეებს, სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის უფროსს, მოქალაქეთა დაჯარიმებისა შრომის ანაზღაურების ოცდახუთიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა � სამოციდან ას მინიმალურ ოდენობამდე;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქების � თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, სოხუმი, ბათუმი, ცხინვალი, ფოთი � მთავარ სახელმწიფო ვეტერინარ ინსპექტორებს და მათ მოადგილეებს, ვეტერინარიის დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, მოქალაქეთა დაჯარიმებისა შრომის ანაზღაურების ოციდან ორმოც მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა � სამოციდან ოთხმოც მინიმალურ ოდენობამდე;
გ) ქალაქების, რაიონების მთავარ სახელმწიფო ვეტერინარ ინსპექტორებს და მათ მოადგილეებს, მოქალაქეთა დაჯარიმებისა შრომის ანაზღაურების ოციდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა � ორმოცდაათიდან ოთხმოც მინიმალურ ოდენობამდე;
დ) სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო, სასაზღვრო-საკონტროლო, სასაზღვრო-სატრანსპორტო ვეტერინარული უბნების უფროსებს, ვეტერინარ ინსპექტორებს, სადეზინფექციო სარეცხ სადგურებსა და პუნქტებში არსებული ვეტერინარიის სამსახურების უფროსებს, საუბნო ვეტერინარული სამკურნალოების უფროსებს, ვეტერინარული უბნების უფროსებს, ბაზრებში, ბაზრობებზე, სავაჭრო ობიექტებზე მოქმედი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ლაბორატორიების გამგეებს, მოქალაქეთა დაჯარიმებისა შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა � ოციდან ორმოც მინიმალურ ოდენობამდე.
3. სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოთა თანამდებობის პირებს შეუძლიათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ჯარიმა გადაახდევინონ:
ა) ბაზრებში, ბაზრობებზე, სავაჭრო ობიექტებზე ცხოველებით (მათ შორის, ფრინველით, თევზით, ფუტკრით), ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით, ნედლეულითა და სუბპროდუქტებით, მცენარეული და სხვა საკვები პროდუქტებით ვაჭრობის ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევისათვის;
ბ) ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ ნებადაურთველ ადგილებში (ტრასებზე, ქუჩებში, პარკებში, სკვერებსა და მოსახლეობის თავშეყრის სხვა ადგილებში) სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლისადმი დაქვემდებარებული ცხოველებით (მათ შორის, ფრინველით, თევზით, ფუტკრით), ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით, ნედლეულითა და სუბპროდუქტებით, მცენარეული და სხვა საკვები პროდუქტებით ვაჭრობისათვის;
გ) სახელმწიფო საზღვარზე და ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე, გზატკეცილებსა და გრუნტის გზებზე, გადასარეკ ტრასებზე ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებებით ცხოველთა (მათ შორის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის) გადაყვანის ვეტერინარული, საკარანტინო-შემზღუდავი და ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და ნორმების დარღვევისათვის.
4. სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის უნებართვოდ გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის ზონაში გამოიყენება ამ კოდექსის 193-ე მუხლი. �.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 26 ივნისი.
№1490 � IIს
დოკუმენტის კომენტარები