დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5127-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/10/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.019622 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 268-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 ნაწილები: „8. თუ ამ კოდექსის 273-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული სასამართლო დადგენილების პირისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით საჯაროდ ვრცელდება და პირისათვის ჩაბარებულად ითვლება საჯაროდ გავრცელებიდან მე-3 დღეს. 9. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებისა და ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილებისა) მხარისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯაროდ ცხადდება და მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება საჯაროდ გამოცხადებიდან მე-3 დღეს.“. 2. 273-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 273. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის შესაბამისი დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც გამოტანილია შესაბამისი დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა).“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 16 ოქტომბერი 2019 წ. N5127-Iს |
დოკუმენტის კომენტარები