დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 558-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.102628 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 84-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ან 41 ნაწილით გათვალისწინებული ორგანოს მოთხოვნის/გადაწყვეტილების შეუსრულებლობა“; ბ) პირველი−მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ან 41 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ მისი აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს ამ კოდექსის იმ შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას, რომლის დარღვევის გამოც სამართალდამრღვევს დაეკისრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან (ჯარიმის დაკისრებიდან) ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ან 41 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს დადებული ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის (დაკისრებული ჯარიმის) გაორმაგებას. 3. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ან 41 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს თანამშრომლის უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისთვის ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“; გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ან 41 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნათა შეუსრულებლობა (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“. 2. 841 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 841. გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ან ლიცენზიის მფლობელის მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება 1. გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ან ლიცენზიის მფლობელის მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით.“. 3. 222-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 57-ე−575 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581, 583, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 795 მუხლით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 86-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებისა), 862, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 1192 და 1282−1286 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1816 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“. 4. 239-ე მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 57-ე−575 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581−59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 795 მუხლით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 862, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე, 1192 და 1282–1286 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1816 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“; ბ) 281 ნაწილი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
თბილისი, 13 მაისი 2025 წ. N558-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები