საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3622-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2023
ძალაში შესვლის თარიღი 03/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.021096
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3622-XIIIმს-Xმპ
01/11/2023
ვებგვერდი, 22/11/2023
020000000.05.001.021096
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 461 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 467−4611 მუხლები:

„მუხლი 467. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ შეუტყობინებლობა ან შესაბამისი ანგარიშგებისა და მართვის სხვა წესების დარღვევა

1. შესაბამისი პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ კომპეტენტური უწყებისთვის შეუტყობინებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3. შესაბამისი პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ ანგარიშგებისა და მართვის სხვა წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 46 8. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტის შეუდგენლობა ან შესაბამისი ჩანაწერის წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობა ან იმავე კანონებით გათვალისწინებული მიკვლევადობის სხვა წესების დარღვევა

1. სათანადო პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტის შეუდგენლობა ან შესაბამისი ჩანაწერის წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

3. სათანადო პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული მიკვლევადობის სხვა წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 46 9. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადამიანის ორგანოს დახასიათების, ადამიანის ორგანოს დონორის დახასიათების, ადამიანის ორგანოს დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესების დარღვევა

1. სათანადო პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადამიანის ორგანოს დახასიათების, ადამიანის ორგანოს დონორის დახასიათების, ადამიანის ორგანოს დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 46 10. ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების (გარდა რეპროდუქციული ქსოვილებისა და უჯრედებისა) ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათანადო წესების, სტანდარტებისა და მოთხოვნების დარღვევა

1. ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების (გარდა რეპროდუქციული ქსოვილებისა და უჯრედებისა) ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათანადო წესების, სტანდარტებისა და მოთხოვნების დარღვევა (გარდა სალიცენზიო/სანებართვო პირობის დარღვევისა ან ამ კოდექსის 467−469 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სხვა, შესაბამისი შემთხვევისა) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

მუხლი 46 11. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის, ადამიანის ორგანოს დონაციის, აგრეთვე ადამიანის ორგანოს გადანერგვის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისა და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის რეკლამა მასობრივი ინფორმაციის ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით)

1. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის, ადამიანის ორგანოს დონაციის, აგრეთვე ადამიანის ორგანოს გადანერგვის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისა და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის (გარდა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებებისა) რეკლამა მასობრივი ინფორმაციის ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.

3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43​​​​​​1−44​​​​​​3, 445, 44​​​​​​7−44​​​​​​11, 45-ე−46-ე, 462−464, 46​​​​7−46​11, 48-ე, 49-ე, 50​​​​​​​1, 51-ე–55​1, 55​​​​​​​3, 55​​​​​​4, 56-ე და 57-ე−572 მუხლებით, 573 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილისა), 575−583, 59​3−მე-60, 603−61​​​​​​​1, 63-ე−65-ე, 66-ე−662, 664, 67-ე−69-ე, 69​​​​​​​4, 695, 71-ე, 71​​​1, 72​1−761, 78-ე, 792 და 793 მუხლებით, 79​4 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 79​4 მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებისა), 795−მე-80, 822 და 825 მუხლებით, 84-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 84-ე მუხლის მე-4−მე-5 ნაწილებისა), 85-ე−855, 86-ე, 871, 88-ე−89​​​​​​​3, 91​​​​​2, 91​​​​​​​3, 94-ე, 95-ე, 99-ე, 100​​​​1, 100​2, 103​​​​​​​1, 104-ე და 1051 მუხლებით, 115​2 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​​5 მუხლის მე-2 ნაწილით, 116​6 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 127​​​​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 128​​1  და 1282 მუხლებით, 1283 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 1283  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა), 1284, 1286, 143-ე, 144-ე, 144​​​​​​​10, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი−22 ნაწილებით, 153-ე და 1531 მუხლებით, 153​​​​​​​3 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 153​​​​​​​5 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 153​13−154​​​​​​​2, 155​​1 და 155​2 მუხლებით, 155​​3 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−158​​​​​1 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−159​​​​​​​10, 163-ე, 164-ე, 164​4, 165​1−165​3, 166-ე და 166​​​​1 მუხლებით, 1662 მუხლის მე-2 ნაწილით, 1701 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 171​​​​5 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 172​​​​4−172​​​​6,  17211, 173-ე, 173​​​​4−173​7, 1739 და 173​​​​14−173​​​​16 მუხლებით, 174​​​​​1 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8−მე-10 ნაწილებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 175​​1 და 175​​​2 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179​​​​1−179​3, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​​​​​​3, 1966 და 1971 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 208​​​​1 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.“.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4308 – ვებგვერდი, 09.07.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4421 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №278 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №995 – ვებგვერდი, 16.10.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1206 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1749 – ვებგვერდი, 24.06.2026წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1839 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1817 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

4. 239-ე მუხლის:

ა) 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. ამ კოდექსის 442, 443, 445, 447−4411, 462−464 და 467−4611 მუხლებით, 1557 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებითა და 15511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.“;

ბ) 42-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №130 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 ნოემბერი 2023 წ.

N3622-XIIIმს-Xმპ