საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4713
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 22/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.002.820
  • Word
4713
08/05/2007
სსმ, 18, 22/05/2007
020.080.000.05.001.002.820
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 57. წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოების მოთხოვნების დარღვევა

წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ან მოჰყვა მიწისქვეშა წყლებზე დაკვირვების სარეჟიმო ჭაბურღილების, სამარკშეიდერო და გეოდეზიური ნიშნების მოსპობა ან დაზიანება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და დამცავი ზონების ხელყოფა, გეოლოგიური ინფორმაციის საკუთრების უფლების დარღვევა, წიაღის შესახებ დაგვიანებული ან ცრუ ინფორმაციის შეგნებულად მიწოდება, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.“.

2. 88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 88. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების, მისი მოვლა-პატრონობის, მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების, ქუჩის, მოედნის სახელდების წესების დარღვევა

1. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევა, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება, რაც დაკავშირებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულების შეუსრულებლობასთან, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 10 000 ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის მიმართ, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 7 000 ლარით, იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 12 000 ლარით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის მიმართ, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 9 000 ლარით, იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 15 000 ლარით.

4. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების, ქუჩის, მოედნის სახელდების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.

5. ამ მუხლით განსაზღვრული დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გასამმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით, ყოველ 6 თვეში.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული განთავსების წესის დარღვევით განთავსებული მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) დემონტაჟი ხორციელდება სამართალდამრღვევის ხარჯებით.“.

3. 89-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 89. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა

1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოც ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის, სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდახუთიდან ორმოცდაათ ლარამდე.“.

4. 150-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“.

5. 1501 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“.

6. 152-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას 3 000 ლარით.“.

7. 239-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 8 მაისი.

№4713–Iს