დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 618-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/05/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2013 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.016990 |
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 159-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები: „3. აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური და იურიდიული პირების გაფრთხილებას. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში გაფრთხილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 300 ლარის ოდენობით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან. |
ქუთაისი, 28 მაისი 2013 წ. N618-IIს |
დოკუმენტის კომენტარები