დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4335-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.102315 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1185 მუხლი: „მუხლი 1185. სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრის მიერ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრის მიერ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახიფათო ხარვეზთან დაკავშირებული დარღვევის შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით; ბ) მნიშვნელოვან ხარვეზთან დაკავშირებული დარღვევის შემთხვევაში – 2 000 ლარის ოდენობით; გ) უმნიშვნელო ხარვეზთან დაკავშირებული დარღვევის ან სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიშში სხვა უზუსტობის არსებობის შემთხვევაში – 500 ლარის ოდენობით. შენიშვნა: თუ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 29010 მუხლით დადგენილი წესით.“. 2. 209-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161−1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 1166 მუხლის პირველი ნაწილით, 1167 მუხლის პირველი ნაწილით, 1168, 118-ე–1184, 119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6−მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352−1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 1662, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416−17418, 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა) და 17715, 180-ე−1811, 1813−1815, 182-ე−1822, 190-ე და 1902−1911 მუხლებით. 2. ამ კოდექსის 1075 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 1166 მუხლის პირველი ნაწილით, 1167 მუხლის პირველი ნაწილით, 1168, 118-ე–1184 და 119-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6−მე-7 ნაწილებითა და 1291 და 1352–1354 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესებისა და თოვლზე/ყინულზე, სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე), აგრეთვე პარაპლანით ფრენის განხორციელების დროს უსაფრთხოების წესების დაცვას, ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 3. 214-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 1185 მუხლითა და 1271 მუხლის 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირი ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 4. 239-ე მუხლის: ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 1151, 116-ე–1168, 118-ე−1184 და 119-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6−მე-7 ნაწილებითა და 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე, 1527, 1528, 1533, 1536, 166-ე, 1662, 167-ე, 173-ე, 17314, 17315, 1741, 17415−17418, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე−1815, 182-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო.“; ბ) 28-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „28. ამ კოდექსის 1185 მუხლით, 1271 მუხლის მე-8 ნაწილითა და 1396 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 1271 მუხლის 21, 22, 31 და 32 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირს.“. 5. 242-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 861, 1075, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1168 და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი, მე-2–22 და მე-7 ნაწილებითა და 1291, 1352–1354, 1527, 1528, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ან 21 ნაწილით ან 214-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“; ბ) შენიშვნის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ კოდექსის 1185 მუხლითა და 1271 მუხლის 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრის წესს, საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.“. 6. 261-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 1151−1168, 118-ე–1184, 119-ე–123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“. 7. 290-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ კოდექსის 1151, 116-ე, 118-ე–1184, 119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) და 1271 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს უფლება აქვს, მისთვის დაკისრებული ჯარიმა საურავთან ერთად გადაიხადოს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 დღეში. ჯარიმის ან საურავის აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ვადით შეუჩერდება სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება. მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ მძღოლს აღუდგება მართვის უფლება. მართვის უფლების აღდგენისთვის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ არის. შენიშვნა: ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის 1181 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით, 1182 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით, 1183 მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით, 120-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით, 122-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით, 123-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილითა და 125-ე მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, რომლებითაც დგინდება ჯარიმისა და საურავის გადახდის სხვა წესები.“. 8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29010 მუხლი: „მუხლი 29010. ამ კოდექსის 1185 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის ჩაბარება და მისი აღსრულება 1. ამ კოდექსის 1185 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს (სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების შესაბამის ცენტრს) მის მიმართ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ეგზავნება. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნილი საჯარიმო ქვითარი ვერ ჩაჰბარდა, გზავნილის მიმტანი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს აბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) განმეორებით ეგზავნება. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნული საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. აღნიშნული საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესს ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ჯარიმა მისთვის შესაბამისი საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. 5. ამ კოდექსის 1185 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (გამოწერილი საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას, რომელიც ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე არის დაფიქსირებული, გამოიყენება ამ კოდექსის 290-ე მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესი. 6. ამ კოდექსის 1185 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ჰბარდება ამ მუხლით დადგენილი წესით (მათ შორის, ამ გადაწყვეტილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში − სათანადო ვებგვერდზე გამოქვეყნებით).“. 9. 291-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კოდექსის 1151, 116-ე, 118-ე–1184, 119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე, 127-ე, 1271, 1291, 1527 და 1528 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება, ჯარიმის იძულებით აღსრულებას სამართალდამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე სამართალდამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევით ახორციელებს აღმასრულებელი.“. მუხლი 2. 2025 წლის 3 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოს ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 3 იანვრიდან. |
თბილისი, 27 ივნისი 2024 წ. N4335-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები