საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1231
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/02/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.321
  • Word
1231
18/02/1998
პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998
020.000.000.05.001.000.321
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 159-ე, 1591, 1592 და 1593 მუხლები:

     „მუხლი 159. რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა

რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა, _

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ორას ორმოცდაათიდან ხუთას ლარამდე, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების პასუხისმგებელი პირებისა _ ხუთასიდან ათას ხუთას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ამ ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, _

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე.

    მუხლი 1591. არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება)

არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება),_

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას განთავსებული (გავრცელებული) რეკლამის სრული ღირებულების ოთხმაგი ოდენობით, იურიდიული პირებისა და დაწესებულებებისა _ განთავსებული (გავრცელებული) რეკლამის სრული ღირებულების შვიდმაგი ოდენობით.

    მუხლი 1592. ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამდებობის პირთა მიწერილობის შეუსრულებლობა

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობისა და რეკლამის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შეწყვეტის თაობაზე სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიწერილობის შეუსრულებლობა, _

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების პასუხისმგებელი პირებისა _ ათასიდან სამი ათას ლარამდე.

    მუხლი 1593. სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა

სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა, _

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე“.

2. 208-ე მუხლს ციფრების „1581“ შემდეგ დაემატოს ციფრები „159-ე, 1591, 1592, 1593“.

3. 239-ე მუხლის მე-16 ნაწილს ციფრების „1581“ შემდეგ დაემატოს ციფრები „159-ე, 1591, 1592, 1593“, ხოლო სიტყვების „კონტროლის პალატის ორგანოები“ შემდეგ _ სიტყვები „სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფლებამოსილი პირები“.

4. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილს ციფრების „1581“ შემდეგ დაემატოს ციფრები „159-ე, 1591, 1592, 1593“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 18 თებერვალი.

№1231_IIს