საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 263
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/05/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 15, 19/06/1996
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.142
  • Word
263
31/05/1996
პარლამენტის უწყებანი, 15, 19/06/1996
020.000.000.05.001.000.142
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1541 და 1542 მუხლები:

     „მუხლი 1541. პურპროდუქტებით უზრუნველყოფის სისტემის რეორგანიზაციის დადგენილი წესების დარღვევა

პურპროდუქტებით ქვეყნის უზრუნველყოფის სისტემის რეორგანიზაციის დადგენილი წესების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასიდან ხუთას მინიმალურ ოდენობამდე.

პურპროდუქტების საწარმოებში, სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის შესყიდვის, წარმოების ან რეალიზაციის წესების დარღვევა,  

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა  შრომის ანაზღაურების ასიდან ორას მინიმალურ ოდენობამდე.

    მუხლი 1542. პურპროდუქტების საწარმოების მუშაობის უწყვეტი ციკლის დარღვევა

პურპროდუქტების საწარმოების მუშაობის უწყვეტი ციკლის დარღვევა ან ამ საწარმოების რეორგანიზაცია, ანდა სხვა სახის საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პურპროდუქტების წარმოების უწყვეტი ციკლის დარღვევა ან შეწყვეტა, აგრეთვე სხვა სახის საქმიანობა, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას პურპროდუქტების წარმოების დადგენილ წესს,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთი ათასიდან ათი ათას მინიმალურ ოდენობამდე..

2. 208-ე მუხლში ციფრი 154 შეიცვალოს ციფრით 1542.

3. 239-ე მუხლის მე-15 ნაწილში ციფრის 1531 შემდეგ დაემატოს ციფრები 1541, 1542.

4. 252-ე მუხლის მეორე ნაწილში ციფრი 154-ე შეიცვალოს ციფრით 1542.

5. 262-ე მუხლის მეორე ნაწილში ციფრების 143-153-ე-ს შემდეგ დაემატოს ციფრები 1541, 1542.

6. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 31 მაისი.

№263IIს