საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1058-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.102847
1058-IVმს-XIმპ
12/11/2025
ვებგვერდი, 17/11/2025
020000000.05.001.102847
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 159მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების წესების დარღვევა –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას – სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.“.

2. 1597−1599 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 159​7. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების პირობებისა და წესების დარღვევა

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების პირობებისა და წესების დარღვევა –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შესაბამისი თანამდებობის პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

მუხლი 159​ 8. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული დავის ადმინისტრაციული წესით განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას – შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

მუხლი 159 9. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

12 ნოემბერი 2025 წ.

N1058-IVმს-XIმპ