საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 925-IIIრს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.102767
925-IIIრს-XIმპ
02/07/2025
ვებგვერდი, 03/07/2025
020000000.05.001.102767
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 


მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1002 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1002. მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ან/და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან/და რეალიზაცია

1. მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ან/და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან/და რეალიზაცია –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას.   

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 60 დღემდე ვადით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 12 000 ლარამდე ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას.  

შენიშვნა:

1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები განისაზღვრება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნარკოტიკული საშუალების შემცველ მცენარეში, მათ შორის, იგულისხმება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით განსაზღვრული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალება − მცენარე კანაფი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

2 ივლისი 2025 წ.

N925-IIIრს-XIმპ