საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1522-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020554
1522-VIIIმს-Xმპ
26/04/2022
ვებგვერდი, 13/05/2022
020000000.05.001.020554
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 761 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 761. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა

1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით.“.

2. 793 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 79​3. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა

1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული  მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის გადამეტება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;

ბ) დადგენილი ნორმის 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის ოდენობით;

გ) დადგენილი ნორმის 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული  მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელისთვის დადგენილ გონივრულ ვადაში მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის სამმაგი ოდენობით.

2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელისთვის განმეორებით დადგენილ გონივრულ ვადაში მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1341 მუხლი:

„მუხლი 1341. სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის გარეშე ან სქემის დარღვევით წარმოება

1. გზაზე, საგზაო ნაგებობაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციაზე ან რკინიგზის გადასასვლელზე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება, ან ამ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისას სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) ერთად შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის (მათ შორის, დროებითის) გარეშე ან სქემის (მათ შორის, დროებითის) დარღვევით, ან არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის წერილობითი მითითების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 15 000 ლარის ოდენობით.“.

4. 1525−1529 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 152​5. ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება

1. ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა), რაც მტვერჩახშობას ვერ უზრუნველყოფს, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

მუხლი 152​6. მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება

1. მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეში ამტვერებადი მასალის შეფუთვის (ფენილი, ბადე, საფარი) გარეშე განთავსება, რაც ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

მუხლი 1527. ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება

1. ამტვერებადი მასალის გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალებით ან/და არასათანადოდ გადახურული სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა, რაც ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.

3. ამტვერებადი მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვის ტერიტორიიდან ან/და სამშენებლო მოედნიდან ძარაგაურეცხავი ან/და საბურავგაურეცხავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

მუხლი 152​8. ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა

1. ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს  დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

მუხლი 152​9. სამშენებლო მოედანზე შეუფუთავი ამტვერებადი მასალის ან/და არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის განთავსება

1. სამშენებლო მოედანზე შეუფუთავი ამტვერებადი მასალის ან/და არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის იმგვარად განთავსება, რაც ვერ უზრუნველყოფს ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 4 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.“.

5. 2093 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 46​5, 46​6, 55​5, 55​6, 77​1 და 77​2 მუხლებით, 82​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში),  103-ე და 1072–107​4 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​2−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1355 და 1461 მუხლებით,  148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150-ე−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151​1, 151​2 და 1523–1529 მუხლებით, 153​6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 156​1, 1583 და 1584 მუხლებით, 158​5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ამ კოდექსის 290​6 მუხლის გათვალისწინებით, განიხილავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.“;

ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ამ კოდექსის 555, 55​6, 642, 77​1, 77​2 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 და 135-ე−1355 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150​2 და 1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151​1, 151​2, 1523−1529, 1539, 156​1, 158​3 და 1584 მუხლებითა და 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).

4. ამ კოდექსის 55​5, 55​6, 642, 77​1, 77​2, 103-ე და 107​4 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​2 მუხლით, 125​3 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1355 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150​2 და 1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151​1, 1512 და 1523−1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 158​3 და 1584 მუხლებითა და 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს, ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით, განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი.“.

6. 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27. ამ კოდექსის 55​5, 556, 642, 771, 772, 1072 და 107​3 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1355, 146​1, 1501−1503, 1511 და 152​2−152​9 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153​9, 1561, 158​3 და 158​4 მუხლებითა და 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, ამ კოდექსის 290​6 მუხლის გათვალისწინებით, ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.“.

7. 252-ე მუხლის 11 და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 125​3 მუხლის მე-4−5​1 ნაწილებითა და 1254, 134​1−1355, 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი პირს შეიძლება მის დაუსწრებლადაც შეეფარდოს. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წერილობით უნდა განემარტოს.

2. ამ კოდექსის 45-ე, 45​1, 48-ე, 49-ე, 50​​​1, 51-ე−56-ე და 57-ე–572 მუხლებით, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 57​​​4−59-ე, 59​​2−მე-60, 60​3−61​​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​4, 69​​​5, 71-ე, 72​1−78-ე, 79​​​1−81-ე, 822 და 84-ე−85​5 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−89​​​3, 912, 92​​1, 94-ე, 95-ე, 96​​1, 962, 96​​4, 99-ე, 1001, 1002, 103-ე–104-ე, 105​​1, 134-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 146​​1, 148-ე−152-ე, 152​2, 152​3, 153-ე, 153​​1, 153​​​3–153​​6, 154-ე−154​​2, 156-ე, 157​​1–158-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 165​​​1,  166-ე−167-ე, 170-ე და 170​1 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172​​4, 172​8, 1729, 173-ე–1732, 1736, 173​​7, 173​​​9, 174-ე–174​​2, 175-ე−175​​2, 177​​1, 177​​8, 177​​​9, 179​2, 180-ე–183​​1, 185-ე–185​​2, 187-ე, 187​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​​​3, 1971 და 199​1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“.

8. 2904 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებითა და 125​2−125​4 და 135-ე–135​5 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე სამართალდამრღვევის დაუსწრებლად გამოწერს საჯარიმო ქვითარს ან შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, შესაბამისი მუხლით/მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ეკისრება:

ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება დროებითი სანომრე ნიშნით ხდება.“;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებითა და 1252−1254 და 135-ე–135​5 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირის კანონიერ წარმომადგენელს აკისრებს.“.

9. 2905 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებითა და 125​2−125​4 და 135-ე–135​5 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციას ამ კოდექსის 290​4 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გზავნილის გაგზავნამდე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი უგზავნის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.“.

10. 2906 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 290​6. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

1. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებითა და 1252−125​4 და 135-ე–135​5 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ამ კოდექსის 290​5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით შესაბამისი პირისთვის გაგზავნისა და აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, პირთა ტელეფონის ნომრების, სატრანსპორტო საშუალებათა სანომრე ნიშნებისა და მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა ვინაობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/ მოსარგებლის იდენტიფიცირება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით შესაძლებელია). დაუშვებელია, ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.

2. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებითა და 1252−125​4 და 135-ე–135​5 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მიაწოდოს სამართალდამრღვევის/ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოსარგებლის პერსონალური მონაცემები. დაუშვებელია, ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.“.

მუხლი 2  

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3−მე-10 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-5−მე-10 ნაწილები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილი ამოქმედდეს 2022 წლის  31 დეკემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

26 აპრილი 2022 წ.

N1522-VIIIმს-Xმპ