საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევვათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევვათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 549
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 12/11/2004
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.590
  • Word
549
28/10/2004
სსმ, 33, 12/11/2004
020.000.000.05.001.001.590
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევვათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 102-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 102. ცხოველთა საკარანტინო და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ცხოველთა საკარანტინო და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა, აგრეთვე ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების პროფილაქტიკა-ლიკვიდაციის საკითხებზე ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.“.

2. 105-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 105. ფუტკრის (ოჯახების) სათაფლე ღალიანობის ან სხვა მიზნით გადატანის ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა

ფუტკრის (ოჯახების) სათაფლე ღალიანობის ან სხვა მიზნით გადატანის ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.“.

3. 223-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 223. სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანო – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოები

1. სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოს – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის სახელით აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

2. სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოს – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის – მოქალაქეთა ათასიდან სამი ათას ლარამდე დაჯარიმების – დაკისრების უფლება აქვთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოთა თანამშრომლებს.

3. სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოს – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის სახელით სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოთა თანამშრომლებს შეუძლიათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილზე ადმინისტრაციული სახდელი გადაახდევინონ:

ა) გლეხურ, ფერმერულ და სხვა ყველა სახის მეურნეობებში, მოსახლეობაში ცხოველების (მათ შორის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის) შენახვის წესებისა და ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო, საკარანტინო და სალიკვიდაციო ღონისძიებების გაუტარებლობისათვის, ასევე ცხოველთა მფლობელის მიერ ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური იმუნიზაციის, სადიაგნოსტიკო, საკარანტინო-სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებაზე უარის თქმის შემთხვევებში;

ბ) ცხოველების (მათ შორის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის) შესყიდვის, მეცხოველეობის პროდუქტების, მეცხოველეობის ნედლეულის გადამუშავების ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევისათვის;

გ) ბაზრებში, ბაზრობებზე, სხვა სავაჭრო ობიექტებზე ცხოველებით (მათ შორის, ფრინველით, თევზით, ფუტკრით), მოშინაურებული გარეული ცხოველებით, ფრინველით, წყალხმელეთა ცხოველებით, ამფიბიებით, მეცხოველეობის პროდუქტებით (მათ შორის, სუბპროდუქტებით), მეცხოველეობის ნედლეულით, მცენარეული და სხვა საკვები პროდუქტებით ვაჭრობის ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევისათვის;

დ) ნებადაურთველ ადგილებში (ტრასებზე, ქუჩებში, პარკებში, სკვერებსა და მოსახლეობის თავშეყრის სხვა ადგილებში) სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველებით (მათ შორის, ფრინველით, თევზით, ფუტკრით), მეცხოველეობის პროდუქტებით (მათ შორის, სუბპროდუქტებით), რძისა და რძის პროდუქტებით და მეცხოველეობის სხვა საკვები პროდუქტებითა და მეცხოველეობის ნედლეულით ვაჭრობისათვის;

ე) სახელმწიფო საზღვრებზე და ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა სახის გზებზე, ცხოველთა საზაფხულო და საზამთრო საძოვრებზე, გადასარეკ ტრასებზე, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებებით ცხოველთა (მათ შორის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის) გადაყვანის, ხორცის, ხორცპროდუქტების, მეცხოველეობის სხვა პროდუქტების, მეცხოველეობის ნედლეულის გადატანის ვეტერინარულ-სანიტარიული და საკარანტინო წესებისა და ნორმების დარღვევისათვის.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შედეგად ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების გაჩენა-გავრცელების ფაქტებზე რეაგირებას ახდენს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანო.

5. თუ დამრღვევი სადავოდ ხდის ამ კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტს, ან უარს აცხადებს ადგილზე ადმინისტრაციული სახდელის გადახდაზე, მაშინ ამ ფაქტზე შედგება ოქმი, რომელიც შემდგომი განხილვისათვის გადაეცემა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.“.

4. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 49-ე ნაწილი:

„49. ამ კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოს – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოთა საამისოდ უფლებამოსილი პირები.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 28 ოქტომბერი.

№549-IIს