დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 416 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/02/1994 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 15, 28/02/1994 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.078 |
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
„საგადასახადო სისტემის საფუძველის შესახებ“ და „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი ადგენს:
შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:
I. 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., № 12, მუხ. 421):
1. დაემატოს 164-ე, 1641, 1642, 1643 და 1644 მუხლები და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 164. სამეწარმეო საქმიანობის წესის დარღვევა
სამეწარმეო საქმიანობის წესის დარღვევა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე, აგრეთვე აკრძალული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ან უნებართვოდ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სპეციალურ ნებართვას (ლიცენზიას) საჭიროებს -
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოცმაგი მინიმალური ოდენობით, ასეთი საქმიანობიდან მიღებული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) რეალიზაციიდან მიღებული მთელი ამონაგების კონფისკაციით.
მუხლი 1641. გადასახადების გადამხდელებად აღრიცხვაზე აყვანის წესის დარღვევა
სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებში გადასახადების გადამხდელებად აღრიცხვაზე აყვანის დადგენილი წესის დარღვევა -
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათმაგი მინიმალური ოდენობით.
მუხლი 1642. შემოსავლისა და გადასახადებით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღრიცხვის უქონლობა და შემოსავლისა და გადასახადების შესახებ დოკუმენტების წარუდგენლობა
ინდივიდუალური მეწარმის ან მოქალაქის მიერ შემოსავლისა და გადასახადებით დასაბეგრი ობიექტების აღრიცხვის უქონლობა, დადგენილი წესის დარღვევით მისი წარმოება, შემოსავლის შესახებ დეკლარაციის საგადასახადო ორგანოებში წარუდგენლობა, დაგვიანებით წარდგენა ან მასში შეტანილი მონაცემების დამახინჯება, -
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთმაგი მინიმალური ოდენობით.
იგივე მოქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, -
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათმაგი მინიმალური ოდენობით.
მუხლი 1643. მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დამალვა ან შემცირება, გადასახადის არასწორი გაანგარიშება ან გადასახადების გაანგარიშებასთან და გადასახადებთან დაკავშირებული დოკუმენტების საგადასახადო ორგანოებში წარუდგენლობა
მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დამალვა ან შემცირება, გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების არასწორი გაანგარიშება, მოქალაქეთა შემოსავლიდან გადასახადების არასწორად დაკავება ან დაკავებული თანხების ბიუჯეტში არასრულად და დაგვიანებით გადარიცხვა, საბუღალტრო აღრიცხვის უქონლობა ან დადგენილი წესის დარღვევით მისი წარმოება, საბუღალტრო ანგარიშებისა და ბალანსების, საგადასახადო გაანგარიშებების, დეკლარაციების, გადასახდელებისა და სხვა გადასახდელების გაანგარიშებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების საგადასახადო ორგანოებში წარუდგენლობა, დაგვიანებით ან დაუდგენელი ფორმით წარდგენა, გადასახადის გადასახდელად საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობა ან დაგვიანებით წარდგენა, -
გამოიწვევს თანამდებობის პირების დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათმაგი მინიმალური ოდენობით.
იგივე მოქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული ჯარიმის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, -
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოცმაგი მინიმალური ოდენობით.
მუხლი 1644. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირთა მოთხოვნებისა და მითითებების შეუსრულებლობა
სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციისა და მათი თანამდებობის პირთა მოთხოვნების შეუსრულებლობა გადასახადებისა და სხვა გადასახდელების გაანგარიშებისა და ბიუჯეტში გადახდის საკითხებზე, აგრეთვე გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრაზე -
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათმაგი მინიმალური ოდენობით.
ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულების მიერ გადამხდელთა საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებზე (მათ შორის სავალუტო ანგარიშზე) შესრულებული (შესასრულებელი) ოპერაციებისა და არსებული ფულადი სახსრების შესამოწმებლად სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მუშაკთა დაუშვებლობა, -
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთმაგი მინიმალური ოდენობით.
ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულების მიერ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მოთხოვნის შესაბამისად გადამხდელთა საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებზე (მათ შორის სავალუტო ანგარიშზე) გასულ საანგარიშო პერიოდში შესრულებული ოპერაციებისა და ამ ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების შესახებ მონაცემების წარუდგენლობა -
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამმაგი მინიმალური ოდენობით,
ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულების მიერ გადამხდელთა საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებიდან (მათ შორის სავალუტო ანგარიშიდან) ფულადი სახსრების გაცემის, გადარიცხვისა და ჩამოწერის ოპერაციების შეჩერების შესახებ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მითითებების შეუსრულებლობა -
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათმაგი მინიმალური ოდენობით.
იგივე მოქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული ჯარიმის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, -
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოცმაგი მინიმალური ოდენობით“.
2. 165-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 165. საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების გახსნის წესის დარღვევა და ბიუჯეტში თანხების გადარიცხვაზე დავალებების შეუსრულებლობა
ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების მიერ საგადასახადო ორგანოებში აღრიცხვაზე აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლად გადამხდელთათვის საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების გახსნა და ანგარიშების გახსნის შესახებ საგადასახადო ორგანოებში ინფორმაციის წარუდგენლობა, აგრეთვე ბიუჯეტში თანხების გადარიცხვაზე საგადასახადო დავალებების (განკარგულებების) მიუღებლობა და მიღებული საგადასახადო დავალებების (განკარგულებების) უწინარესად შეუსრულებლობა -
გამოუწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთმაგი მინიმალური ოდენობით“.
3. კოდექსს დაემატოს 1651 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1651. გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების არასწორად გადახდევინება
სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მიერ გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების არასწორად გადახდევინება და გადამხდელთათვის ზარალის მიყენება -
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთმაგი მინიმალური ოდენობით“.
4. 208-ე მუხლში ციფრი „165-ე“ შეიცვალოს ციფრებით „164-ე, 1644, 1651“.
5. კოდექსს დაემატოს 2091 მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2091. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოები
სახელმწიფო საგადასახადო ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1642, 1643, 165-ე მუხლებით.
სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ:
1) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს;
2) სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების უფროსებსა და მათ მოადგილეებს“.
6. 239-ე მუხლის მეათე აბზაციდან ამოღებულ იქნეს ციფრი: „165-ე“ და სიტყვები „საგადასახადო ინსპექციის თანამდებობის პირები“, ხოლო სიტყვა „მუხლებით“ შეიცვალოს სიტყვა „მუხლით“.
ამავე მუხლის მეათე აბზაცის შემდეგ დაემატოს ახალი აბზაცი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ამ კოდექსის 164-ე, 1641, 1642, 1643, 1644, 165, 1651 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ოქმს ადგენენ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოები“.
7. 252-ე მუხლის მეორე ნაწილში ციფრის „156-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები „164, 1641, 1642, 1643, 1644, 165, 1651“.
II. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველო სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10) დაემატოს 160, 1601 მუხლები და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 160. მოგების (შემოსვლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დამალვა (შემცირება)
მოგების(შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დიდი ოდენობით დამალვა ან შემცირება, -
ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ასმაგი მინიმალური ოდენობით.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ან ჯარიმით შრომის ანაზღაურების სამასჯერადი მინიმალური ოდენობით.
შენიშვნა: მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დამალვად (შემცირებად) ჩაითვლება მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტის დამალვა (შემცირება), რომელთა მიხედვით გადასახადი აღემატება შრომის ანაზღაურების ათას მინიმალურ ოდენობას, ხოლო თუ გადასახადი აღემატება შრომის ანაზღაურების ხუთას მინიმალურ ოდენობას, მაშინ მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დამალვა (შემცირება) ითვლება დიდი ოდენობით დამალვად (შემცირებად).
მუხლი 1601. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მოთხოვნების შეუსრულებლობა გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით
სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად საგადასახადო ორგანოებში შემოსავლის (მოგების) მიღების წყაროებისა და მათი ფაქტობრივი მოცულობის შესახებ განმარტებების მისაცემად გამოცხადებისაგან თავის არიდება ან განმარტებების მიცემაზე უარის თქმა, ასევე სამეურნეო სუბიექტის საქმიანობის შესახებ დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის წარუდგენლობა -
ისჯება ჯარიმით მინიმალური ხელფასის ორასმაგი ოდენობით.
III. საქართველოს რეპუბლიკის 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 11) 126-ე მუხლის მეოთხე ნაწილში ციფრის „158-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები „160, 1601“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.
თბილისი, 1994 წლის 15 თებერვალი.
დოკუმენტის კომენტარები